spot_img
მთავარიადამიანის უფლებები"საქართველოში ადამიანის უფლებები, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება უმაღლეს...

“საქართველოში ადამიანის უფლებები, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება უმაღლეს დონეზეა დაცული” – კახა კალაძე

ვინ არის ჩვენი ქვეყნის მტერი და ვინ – მოყვარე, ეს ყველაფერი ძალიან კარგად იცის ქართველმა ხალხმა“, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ გაერო-ში, საქართველოს ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ დაგეგმილ მოხსენებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე წარადგენს.

მისი შეფასებით, იმ სანქციებს, რომლებიც თუნდაც ალექსანდრე დარახველიძეს რამდენიმე ქვეყნის ხელისუფლებამ დაუწესა, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს.

ვიცით, როგორ წესდებოდა სანქციები. ისინი მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მოტივით იყო, სინამდვილეში კი არცერთი მათგანი შინაარსობრივად გამართული არაა.

არანაირი არგუმენტი და საფუძველი არ არსებობს, რომ საქართველოში ვინმე ყოფილიყო დასანქცირებული. ასევე ბევრჯერ ვნახეთ, თუნდაც საქართველოსთან მიმართებაში რატომ კეთდებოდა განცხადებები – ვიღაცა ამაში იხდიდა თანხას, რომელიც დაფარული იყო ვითომ ლობიზმით, სინამდვილეში კი ფულს იღებდნენ, რომ ჩვენი ქვეყანა „გაეშავებინათ“. ფარა-ს დოკუმენტში ეს ყველაფერი აღწერილია და საზოგადოებისთვის ცხადი და ნათელია.

თუნდაც იმ ძალადობრივ აქციებთან დაკავშირებით, ვინ გამოვიდა უცხოეთიდან და ვინ ისაუბრა სიმართლე, რა ხდებოდა და როგორი ძალადობა იყო?

გინახავთ რომელიმე ერთი უცხოელი მაინც გამოსულიყოს და ეს დაეგმოს ან აღნიშნულთან დაკავშირებით გაეკეთებინოს განცხადება?

ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია, რომ ქართველი ხალხი ხედავს ყველაფერს, რა პროცესები მიდის და როგორი დამოკიდებულება აქვთ ჩვენი ქვეყნის მიმართ; რეალურად ვინ არის ჩვენი ქვეყნის მტერი და ვინ – მოყვარე, ეს ყველაფერი ძალიან კარგად იცის ქართველმა ხალხმა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განმარტებით, იმ კრიტიკას, რომელიც ხშირ შემთხვევაში საქართველოსთან დაკავშირებით ისმის, არანაირი არგუმენტი არ გააჩნია.

ის, რომ საქართველოში ადამიანის უფლებები, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება უმაღლეს დონეზეა დაცული, ამას ნებისმიერი ადამიანი თუ ორგანიზაცია, ვინც სწორად არის განწყობილი ქვეყნის მიმართ და არ აქვს პოლიტიკური მოტივები, რა თქმა უნდა, დაადასტურებს.

გვახსოვს, რა მდგომარეობა იყო 2012 წლამდე საქართველოში ადამიანის უფლებების, სიტყვისა და გამოხატვის თვალსაზრისით. მაშინ, იმ პერიოდს დემოკრატიის შუქურად მოიხსენიებდნენ და ის, რაც საქართველოში დღეს ხდება, ამბობენ, რომ თითქოს დემოკრატიული თვალსაზრისით ქვეყანამ უკან დაიხია. ეს ხომ ძალიან დიდი სისულელე და ტყუილია? ხალხი ამას ხომ ხედავს?

საკუთარ თავზე, საკუთარ ოჯახებზე გამოსცადა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ, რა იყო 2012 წლამდე და რა მდგომარეობაა დღეს. ამიტომ, ის განცხადებები, რომელთაც ვისმენთ, ძალიან ხშირად გაგვიკრიტიკებია და ამ კრიტიკას აქვს საფუძველი. ხშირად ვამბობთ, რომ მსგავსი განცხადებები ტყუილია იმიტომ, რომ რეალურად არანაირი არგუმენტი არ არსებობს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...

“რას ნიშნავდა ორბანის უნგრეთი ივანიშვილის გუნდისთვის და რას კარგავენ ქოცები ცვლილებების შემდეგ?” – ანა...

“სტრატეგია აღმაშენებლის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ყოფილი...

“დაგავიწყდათ როგორ უსაფრთდებოდნენ უბრალოდ აქტიურ ადამიანებს ცოტა ხნის წინ და თავ-პირს ამტვრევდნენ?” – ბაჩანა...

პოლიტიკოსების მიმართ გამოთქმულ კონკრეტულ პრეტენზიას - "პოლიტიკოსებმა ხალხში უნდა...

“იმ ხალხის საყურადღებოდ, ვინც ოპოზიციას დასკვნების გამოტანას სთავაზობს…” – ნიკა გვარამია

უნგრეთში ოპოზიციის გამარჯვების შემდეგ, ქართული ოპოზიციის მიმართ გამოთქმულ ცალკეულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

“დიქტატურას ამარცხებს ძლიერი სახალხო ლიდერი და ერთ მუშტად შეკრული ხალხი” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს კონკრეტული დასკვნები გამოაქვს 12...

“გამოდით, შეხვდით, მონახეთ გამოსავალი! ბავშვებს მიეცით წამალი!” – თეონა ჭალიძე მმართველი გუნდის ქალ დეპუტატებს...

ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა ჭალიძე, დიუშენით დაავადებული ბავშვების დედების უმძიმეს...

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...