spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"თუ სასწრაფოდ არ გავითავისუფლეთ თავი რუსული რეჟიმის ტყვეობიდან,...

“თუ სასწრაფოდ არ გავითავისუფლეთ თავი რუსული რეჟიმის ტყვეობიდან, ყველაფერს დავკარგავთ” – ლაშა დიაროვი

,,სტრატეგია აღმაშენებლის” ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერი ლაშა დიაროვი, სააგენტო ,,პარალელთან” კომენტარში, შექმნილი გეოპოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე, კონკრეტულ შეფასება-განმარტებებს აკეთებს “ქართული ოცნების” საგარეო პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით:

ქოცი მიზანმიმართულად, პროპაგანდისტულად თავს ესხმის ევროკავშირს რუსული ნარატივებით. ამტკიცებენ, თითქოს ევროკავშირი იშლება, სუსტია და კორუმპირებულია. ტრამპს პირდაპირ არ ახსენებენ, თუმცა ფაქტია, ტრამპის ადმინისტრაცია უკვე წელიწადზე მეტია მათთან არანაირ კომუნიკაციაში არ შედის.

სიმბოლურია, რომ ამერიკელები ლუკაშენკოსაც კი ეკონტაქტებიან, მაგრამ კეთროვან დიქტატორ ივანიშვილს პასუხის ღირსადაც არ თვლიან. ეს უკვე არ არის შემთხვევითობა, ეს არის მკაფიო პოლიტიკური პოზიცია.

რას ნიშნავს ეს ყველაფერი? სად მოიაზრებს ქოცი საქართველოს ადგილს ახალ გეოპოლიტიკურ გადანაწილებაში? პასუხი მარტივია – რუსეთში.

ჩვენ ხომ კარგად ვიცით, რომ არანაირი „რუსული მშვიდობა“ არ არსებობს. რუსეთი დამოუკიდებელი ერებისა და სახელმწიფოების სასაფლაოა. სწორედ ამას ჰპირდებიან სინამდვილეში ქოცები ქართველ ხალხს.

დუგინმა პირდაპირ და მკაფიოდ განაცხადა, რომ ისინი დამოუკიდებელ საქართველოს არც კი განიხილავენ! საქართველო მათ რუსეთის ნაწილად წარმოუდგენიათ. სწორედ ამ გეგმას მიჰყვება ივანიშვილი.

მაშ, რა სუვერენიტეტის დამცველები არიან ქოცები?
რა პატრიოტები?
ან საერთოდ რა ქრისტიანები?

თუ სასწრაფოდ არ გავითავისუფლეთ თავი რუსული რეჟიმის ტყვეობიდან, ყველაფერს დავკარგავთ.

ბრძოლა ბოლომდე! გამარჯვებამდე!✊🇬🇪🇪🇺“, – აცხადებს ლაშა დიაროვი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“კატეგორიულად მიუღებელია, რომ ვიღაცამ ზემოდან თითის დაქნევით გვესაუბროს” – კახა კალაძე ევროკავშირის რეზოლუციაზე

„ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის, ის დამოკიდებულება კი კატეგორიულად მიუღებელია,...

“საპატრიარქოს დუმილი ამ შემთხვევაში განსაკუთრებით მძიმე მორალური გზავნილი იქნება” – რომან გოცირიძე

რუსეთის მხრიდან კიევის პეჩორის ლავრის დაბომბვის ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე დასახსნელი არა ვარ, ბიძინა ივანიშვილმა იდარდოს დახსნაზე იმ გარდაუვალი შარისგან, რაშიც გახვეულია” –...

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია, საპატიმროდან გამოგზავნილ...

“აბსურდული ბრალდებით პატიმრობაში იმყოფება პოლიტიკოსი ქალი, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და ამ დროს მართლმსაჯულება...

იურისტი, უფლებადამცველი და არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ (Georgian...

“რეჟიმმა განაჩენი გაუტეხლობას გამოუტანა და არა დანაშაულს, იმიტომ რომ მას გაუტეხლობა ამარცხებს და არა...

4 ოქტომბრისა და სხვა საქმეებთან დაკავშირებით განაჩენების გამოტანას, კონკრეტული...

“შეეშვით წუწუნს, ნუ ელოდებით სხვა რას იზამს, ადექით და გააკეთეთ! ან ვინც აკეთებს, იმას...

იურისტი, უფლებადამცველი, არასამთავრობო ორგანიზაცია "პრევენცია პროგრესისთვის" თანადამფუძნებელი, სამოქალაქო აქტივისტი...