spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიბეჟან ჯავახია: "ჩვენი ვალია გადავაგდოთ რუსული რეჟიმი"

ბეჟან ჯავახია: “ჩვენი ვალია გადავაგდოთ რუსული რეჟიმი”

საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრის, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერის, პროფესორ ბეჟან ჯავახიას კონკრეტული შეკითხვები მმართველი პარტიის მიმართ და ემოციური შეფასებები ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით

სადღეისოდ კითხვები!!!

თუმცა ვიცი, რომ ამ რეჟიმს კითხვა არ უნდა დავუსვათ, მხოლოდ უნდა მოვითხოვოთ, რომ მშვიდობიანად წავიდეს.

ჩვენი ვალია გადავაგდოთ რუსული რეჟიმი.

ზუსტად არ ვიცი, რა ხდებოდა, როგორი იყო განმათავისუფლებელი ჯგუფების დამოკიდებულება საფრანგეთში ვიშის მთავრობასთან, როდესაც ის იყო კოლაბორაციაში იყო გერმანიის ფაშისტებთან…

მაგრამ მაინც მაქვს კითხვა:

როდესაც ადამიანებს აპატიმრებენ ე. წ. ტროტუარის გადაკეტვისათვის, რადგანაც შეფერხებას უქმნისო ფეხითმოსიარულებს, რა ხდება თბილისში როდესაც ტროტუარები მთლიანად დაფარულია თოვლის საფარით და იმის გამო რომ არ დასუფთავდა დროულად არის დიდი შეფერხება ფეხთმავალთათვის, ისე ჭავჭავაძეზე ეს შეფერხება მუდმივია ზამთრის პერიოდში, კალაძის მიერ დაგებული ფილები სახიფათოა ამ პერიოდში… ფეხი ცურდება…. რა სასჯელი ელოდებათ მათ ვინც შეფერხება შექმნა? ახლა თოვლი არ დაატყვევოთ😁

და ერთი კითხვა მაქვს: მაინტერესებს რა განსხვავებაა ობეხესესს (მგონი ასე ერქვა, რომელიც კომუნისტური მმართველობის დროს ერთერთი დამსჯელი ორგანო იყო) და მდინარაძის რაზმებს შორის, რომლებიც ახლა შევიდნენ ბიძინსმენების (ბიზნესმენების) ოფისში…

საინტერესოა ამ ბოლო ხუთ წელიწადში რამდენი ახალი კარფურის ოფისი გაიხსნა (ჩემს ქუჩაზე სამი დაემატა) და რა ხდება კარფურის ოფისებში???

გამოდის სრულებად დავბრუნდით “სოციალისტურ სისტემაში”, მალე ფასების დადგენის კომიტეტი შეიქმნება!!!

ეს ყველაფერი მედიის პატივისცემის გამო დავწერე, რადგან გვეგონოს, რომ ვიბრძვით დემოკრატიული წყობისთვის…

მე მაინც ვფიქრობ, რუსული რეჟიმია და ყველა დეკრეტი იქიდან მოდის და ბიძინას კანტორაში “მოღვაწე რუსი კორდინატორები” ქმნიან ამ დღის წესრიგს!

ბრძოლა ბოლომდე და თავისუფლებისათვის! ჯერ საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფო, კონსტიტუცია, კანონი და შემდეგ შესაბამისი დემოკრატია!” – წერს ბეჟან ჯავახია სოციალურ ქსელში.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ამ პოსტის დაწერა ჩემთვის ძალიან რთულია, მაგრამ შვილის სიცოცხლის გადარჩენა მაიძულებს ეს გავაკეთო” –...

შვილის სიცოცხლის გადარჩენისთვის საზოგადოებას დახმარებას სთხოვს ნანა ქვარაია: "ამ პოსტის...

“თუ დღეს ვინმე აზიანებს ე.წ. “ოპოზიციას,” არიან ექს-პრეზიდენტები მიშა და სალომე” – ზაალ ანჯაფარიძე

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსში, კონკრეტულ მოსაზრებას...

“რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე იყო ამ კადრების ნახვა. მნიშვნელოვანია ის, რომ სახელმწიფოსგან მყისიერი...

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მაშინ, როცა სახელმწიფოს მხრიდან...

“ბიძინა ივანიშვილი, კახა კალაძე, პაატა სალია, ნესტან ვერულაშვილი, გიორგი არევაძე, მარიამ წულაია – ეს...

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა თეონა ჭალიძემ, ტვ "პირველის" ეთერში, ემოციური შეფასებებით...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე დასახსნელი არა ვარ, ბიძინა ივანიშვილმა იდარდოს დახსნაზე იმ გარდაუვალი შარისგან, რაშიც გახვეულია” –...

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია, საპატიმროდან გამოგზავნილ...

“აბსურდული ბრალდებით პატიმრობაში იმყოფება პოლიტიკოსი ქალი, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და ამ დროს მართლმსაჯულება...

იურისტი, უფლებადამცველი და არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ (Georgian...

“რეჟიმმა განაჩენი გაუტეხლობას გამოუტანა და არა დანაშაულს, იმიტომ რომ მას გაუტეხლობა ამარცხებს და არა...

4 ოქტომბრისა და სხვა საქმეებთან დაკავშირებით განაჩენების გამოტანას, კონკრეტული...

“შეეშვით წუწუნს, ნუ ელოდებით სხვა რას იზამს, ადექით და გააკეთეთ! ან ვინც აკეთებს, იმას...

იურისტი, უფლებადამცველი, არასამთავრობო ორგანიზაცია "პრევენცია პროგრესისთვის" თანადამფუძნებელი, სამოქალაქო აქტივისტი...