spot_img
მთავარიარჩევნებისაარჩევნო სისტემაზე საკონსტიტუციო ცვლილებების რაიმე სახით კითხვის ნიშნის...

საარჩევნო სისტემაზე საკონსტიტუციო ცვლილებების რაიმე სახით კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია – გიორგი გახარია

ოპოზიციურ პარტიებსა და ხელისუფლებას შორის გაფორმებული 8 მარტის შეთანხმებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ეხმიანება და კვლავ განაცხადა, რომ საქართველოში პოლიტიკური მართლმსაჯულება არ არსებობს. პრემიერის განმარტებით საარჩევნო სისტემაზე შეთანხმება არის სისტემური საკითხი, რომელიც ხაზს უსვამს დემოკრატიის ხარისხს და მისი შემდგომი განვითარების ვექტორს აწესებს, რაც დიდი მიღწევაა. მთავრობის მეთაური ასევე აღნიშნავს, რომ მის გუნდში არ არის ადამიანი, რომელიც პოლიტპატიმრების თემაზე რაიმე სახის განხილვაში მიიღებდა მონაწილეობას:

ქვეყანაში საარჩევნო სისტემაზე შეთანხმება არის ფუნდამენტური თემა, რომელზეც მთლიანად პოლიტიკური სპექტრი შეთანხმდა. პროპორციულ ან პროპორციულთან მიახლოებულ სისტემას, რომლის ფარგლებში საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ წლევანდელი არჩევნები უნდა ჩავატაროთ, ჩემთვის პერსონალურად, ჩვენი გუნდისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

ეს არის სისტემური საკითხი, რომელიც ხაზს უსვამს ქართული დემოკრატიის ხარისხს და მისი შემდგომი განვითარების ვექტორს აწესებს, ეს არის ერთმნიშვნელოვნად ყველაზე დიდი მიღწევა. საარჩევნო სისტემაზე საკონსტიტუციო ცვლილებების რაიმე სახით კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია, ვერც წარმომიდგენია და ვთვლი, რომ ეს უბრალოდ შეუძლებელია.

ამ ქვეყანაში მე ყველაზე დიდ პატივს ვცემ ინსტიტუტებს, ყოველთვის ვთვლიდი, რომ ინსტიტუტების შეურაცხყოფაა მსგავსი მოთხოვნების დაყენება. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ და ვადასტურებთ, რომ ქვეყანაში პოლიტიკური მართლმსაჯულება არ არსებობს.

როდესაც კონკრეტული მსჯავრდებულების შესახებ სასამართლო პროცესები დასრულებულია და ქვეყნის დამოუკიდებელმა ინსტიტუტებმა გადაწყვეტილებები მიიღეს შემდგომ ვიღაც ამბობს, რომ ამ ადამიანების გათავისუფლება შეიძლება გახდეს პოლიტიკურ პროცესზე ზემოქმედების საგანი, ან ვიღაც ამბობს, რომ აბსოლუტურად სამართლებრივი საკითხები, რომელზეც დამოუკიდებელმა ინსტიტუტებმა გადაწყვეტილება მიიღეს, იყო პოლიტიკური შეთანხმების საგანი, ჩემთვის ეს აბსოლუტურად წარმოუდგენელი და შეუძლებელია.

ვერც წარმომიდგენია ადამიანი, რომელსაც შეეძლო, თავის თავზე მსგავსი პასუხისმგებლობა აეღო და მსგავსი საკითხის განხილვაში შესულიყო. ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ვიღაცები აცხადებენ, რომ პოლიტიკური პროცესის განმსაზღვრელი და პოლიტიკური შეთანხმების საგანი შეიძლება იყოს ქვეყნის დამოუკიდებელი ინსტიტუტების მიერ კონკრეტულ საქმეებზე მიღებული კონკრეტული გადაწყვეტილებები.

ვთვლი, რომ ეს კატეგორიულად მიუღებელი და შეუძლებელია და მე არ მეგულება ჩემს გუნდში ადამიანი, რომელსაც მსგავს განხილვებში შეეძლო მონაწილეობა მიეღო. ეს არის ჩემი აბსოლუტურად გულწრფელი პოზიცია. ასე, რომ ვთვლი, რომ საარჩევნო სისტემა არის ჩვენი ქვეყნის, ჩვენი პოლიტიკური გუნდის და პოლიტიკური სპექტრის უდიდესი მიღწევა, რომლის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება ნებისმიერი მიზეზით პერსონალურად ჩემთვის მიუღებელია, ხოლო რაც შეეხება ქვეყნის ინსტიტუტების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას, ეს ჩემთვის საერთოდ გაუგებარია.

კონკრეტულ სამართლებრივ კრიმინალურ საქმეებზე, ქვეყნის დამოუკიდებელმა ინსტიტუტებმა მიიღეს გადაწყვეტილება – ან დადებითი, ან უარყოფითი, არ აქვს მნიშვნელობა, ეს გადაწყვეტილებები ძალაშია შესული და ამის შემდგომ ვიღაც აცხადებს, რომ ამ ადამიანების გამოშვება ან არგამოშვება იყო პოლიტიკური შეთანხმების საგანი და ამ შეთანხმების დარღვევამ შეიძლება ზეგავლენა იქონიოს პოლიტიკურ პროცესზე, ეს უბრალოდ შეუძლებელია და მოვუწოდებ ყველას, ვინც მსგავს უპასუხისმგებლო განცხადებას აკეთებს, დაუკვირდნენ რას ამბობენ და როგორ ამბობენ,“ – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“როდესაც შიშმა აღარ იმუშავა: სომხეთის არჩევნების მთავარი გაკვეთილი” – ალექსი ნონიაძის ანალიტიკა

7 ივნისს სომხეთში გამართული საპარლამენტო არჩევნები მხოლოდ ქვეყნის შიდა...

“ივანიშვილის განაჩენი უკვე დაწერილია და ამას ვერაფერი ვერ შეცვლის. მხოლოდ დროის საკთხია მისი ძალაუფლების...

რეგიონში მიმდინარე პროცესების ფონზე მძიმე შეფასებებს აკეთებს მმართველი გუნდისა...

“მე არამხოლოდ ვარცხნილობა შევიცვალე,🙂 არამედ ვგეგმავ რადიკალურ ცვლილებებს “ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პარტია "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში"...

“კავკასიაში რუსეთს დარჩა ერთადერთი კოზირი – საქართველოს ხელისუფლება, რომლის გათამაშებასაც აუცილებლად შეეცდება” – გია...

სომხეთში ჩატარებულ არჩევნებს და ფაშინიანის პარტიის გამარჯვებას, გეოპოლიტიკური თვალსაზრისით,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ივანიშვილის განაჩენი უკვე დაწერილია და ამას ვერაფერი ვერ შეცვლის. მხოლოდ დროის საკთხია მისი ძალაუფლების...

რეგიონში მიმდინარე პროცესების ფონზე მძიმე შეფასებებს აკეთებს მმართველი გუნდისა...

“მაინც მოგხსნის შე საცოდავო🤡” – ნინო ჯანგირაშვილი ირაკლი კობახიძეს მიმართავს

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე გაკეთებულ...

“ღმერთმა გადმოგვხედა და ბავშვი კარგად არის” – ნინო კუხალეიშვილი

"სიმღერის აკადემიის" დამფუძნებლები და მოსწავლეები ერთობლივი სიმღერით სტუმრად  იმყოფებოდნენ...

“წავლენ ყველანი ციხეში ამ საქმის ორგანიზატორები!” – რომან გოცირიძე

რუსეთის კონკრეტულ კომპანიასთან მოსალოდნელ არასასურველ ბიზნესგარიგებაზე აკეთებს მინიშნებას პარლამენტის...

“სტრატეგიული პარტნიორობის მიღმა: რას ნიშნავს საქართველოსთვის ჩინეთთან დაახლოება” – ალექსი ნონიაძის ანალიტიკა

საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის...