პარასკევი, აგვისტო 1, 2025
35.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ქართული ოცნების" ბუნებრივი სახეა ტყუილი, მანიპულაცია, თაღლითობა და...

“ქართული ოცნების” ბუნებრივი სახეა ტყუილი, მანიპულაცია, თაღლითობა და ამ გზით სურთ ხელისუფლების შენარჩუნება – გიორგი ვაშაძე

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებას ეხმიანება პოლიტიკური პლატფორმა „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე და აცხადებს, რომ 8 მარტის შეთანხმება, რომელიც დიპლომატიური კორპუსის შუამავლობით გაფორმდა, შედგება ორი დოკუმენტისაგან, ერთი ეხება კონკრეტული პატიმრების გათავისუფლებას, მეორე – საარჩევნო სისტემის ცვლილებებს. ოპოზიციონერი ლიდერის განმარტებით, ხელისუფლების ინტერესი იყო ამ შეთანხმების გაფორმება, რადგან პერსონალური სანქციების ეშინოდათ. „ქართული ოცნების“ ერთადერთი ბუნებრივი სახე კი ტყუილი, მანიპულაცია, თაღლითობაა და ამ გზით ცდილობს რამენაირად ხელისუფლების შენარჩუნება. გიორგი ვაშაძე ასევე აღნიშნავს, რომ ხელისუფლება კორონავირუსს არის ამოფარებული და ეს კიდევ უფრო დიდი სიბინძურე და მავნებლობაა:

„ქართული ოცნება“ არის პოლიტიკური ძალა, რომელმაც 8 წლის მანძილზე ყველა ჩვენგანი გააღარიბა, დავკაგეთ ყველაფერი რისი დაკარგვაც შეიძლებოდა და სამწუხაროდ საქართველოს ეკონომიკა უმძიმეს ვითარებაშია. დღეს ისინი ეფარებიან კორონავირუსს და სურთ თავიანთ ბუნებრივ სახეს დაუბრუნდნენ. რა არის მათი ბუნებრივი სახე? – ტყუილი, მანიპულაცია, თაღლითობა და ამ გზით რამენაირად ხელისუფლების შენარჩუნება.

დღეს ისინი კვლავ ცდილობენ, რომ 8 მარტის შეთანხმება, რომელიც დიპლომატიური კორპუსის თანდასწრებით შედგა, თქვან რომ თითქოს ყველაფერი სხვაგვარადაა და ყველაფერი სხვაგვარად მოხდა, მე ძალიან კარგად მახსოვს ამ ადამიანების შეშინებული და დამფრთხალი სახეები მოლაპარაკებებზე. დამერწუნეთ გაცილებით მძიმე ვითარებაში აღმოჩნდებით თუ გააგრძელებთ ამ მავნებლობას.

შეთანხმება შედგება ორი ნაწილისაგან: პირველი პატიმრების გათავისუფლება და მეორე საარჩევნო სისტემის ცვლილება, – ეს შეთანხმება შედგენილია დიპლომატიური კორპუსის შუამავლობით, მათი თანდასწრებით და მათი მხარდაჭერით. აქედან გამომდინარე მოგიწევთ ამ ყველაფრის შესრულება. არ გეგონოთ, რომ კორონავირუსის გამო ვინმე რაიმეს გაპატიებთ.

არ გეგონოთ, რომ იმ საზედამხედველო ფუნქციით, რომელიც დღეს მოირგეთ, თქვენ შეძლებთ პროცესების თავიდან ბოლომდე მართვას. ასე ყეყეჩობდით ნოემბერში და დეკემბერში, როცა ამბობდით, რომ არაფერი არ შეიცვლებოდა, მაგრამ გაიძულეთ და მოგიწიათ კონკრეტულ ნაბიჯებზე წასვლა, იმიტომ, რომ ჩვენ ყოველთვის გეგმით და სტრატეგიით ვმოქმედებთ.

დიახ, ოპოზიციას გაგვაჩნია გეგმა. როგორ უნდა შევეწინააღმდეგოთ „ქართული ოცნების“ მავნებლურ პოზიციას, რომელიც საერთოდ აცდენილია თითოეული მოქალაქის ინტერესებს და მხოლოდ ერთადერთ რამეზეა ორიენტირებული – შეინარჩუნონ ძალაუფლება.

მეგობრებო! ყინულივით დადნება თქვენი მხარდაჭერა, ისიც კი რაც დღეს გაქვთ საზოგადოებაში. ამიტომ მოგიწოდებთ გონს მოეგეთ და დროულად შეასრულეთ შეთანხმების ორივე კომპონენტი, რომელიც იქნა ჩვენს მიერ და თქვენს მიერ ხელმოწერილი.

ორი დოკუმენტი, რომელსაც მოვაწერეთ ხელი, ყველა ის მხარე, რომელიც ესწრებოდა მათ შორის ისინიც ვინც ხელი არ მოაწერეს ამ დოკუმენტს, ისინიც კი ადასტურებენ რომ სწორედ, პატიმრების გათავისუფლებას ეხებოდა მეორე დოკუმენტი.

შეეშვით თაღლითობას, არსებობს საზღვარი! რამდენ ხანს შეიძლება ვუყუროთ, რომ თეთრზე შავს ამტკიცებთ, ტყუილზე ამბობთ, რომ სიმართლეა ეს სახელმწიფოა! საზოგადოება გისმენთ და ყოველდღიურად თავს ირცხვენთ. ამიტომ შეასრულეთ ეს შეთანხმება, არავინ არ მოგცემთ ამ შეთანხმებიდან თავი დაძვრენის უფლებას.

კორონავირუსს, რომ ეფარებით ეს კიდევ უფრო დიდი სიბინძურე და მავნებლობაა. ნუთუ არ გცხვენიათ?! ვირთხებივით იყავით შემძვრალი, იმალებოდით და ყველაფერზე მზად, რომ იყავით ოღონდ შეთანხმება შემდგარიყო, იმიტომ რომ პეროსნალური სანქციების გეშინოდათ. უარესი მოგივათ, როგორც ჩანს გაკვეთილს ვერასდროს ვერ სწავლობთ, დაგაჩოქებთ მუხლებზე, იმიტომ, რომ თქვენ დამნაშავეები ხართ საქართველოს სახემწიფო ინტერესების ღალატში. თქვენ დამნაშავეები ხართ ქართველი ხალხის გაღარიბებაში. ამ დანაშაულებისთვის თქვენ პასუხს აუცილებლად აგებთ,“ – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“როგორც ყოველთვის, გიორგი ვაშაძე არის აქტიური – იქიდანაც კი, სადაც რუსულმა ხელისუფლებამ დაამწყვდია და...

ქართველი პოლიტიკოსი, იურისტი, ეკონომისტი, სევდია უგრეხელიძე ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს...

“ივანიშვილის მაფიოზური სუსი აპირებს ახალ დიდ პროვოკაციას” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ დაგეგმილ...

“ივანიშვილი შავ აგვისტოს უმზადებს საქართველოს” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მძიმე ვარაუდებს გამოთქვამს და...

“რეჟიმი კრიზისშია, ყალბი კვლევები ვეღარ გადაარჩენს! მთავარია, ახლა ჩვენ გავიაზროთ ერთიანობის ძალა და მნიშვნელობა”...

"გორბის" მიერ ჩატარებულ საზოგადოებრივი აზრის კვლევას პოლიტიკური შეფასებებით ეხმაურება...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ერთი დარდი მკლავს: კობახიძე ისე არ გაშპეს რომ მაგის გაფითრებულ სახეს თვალი ვერ მოვკრათ”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მთავრობის მეთაურ ირაკლი...

“დღეს მივხვდი, რომ თეა წულუკიანის პორტრეტი ძალიან დამშვენდებოდა მისი სასახლის კედლებს🤣” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას (ირონიული) შეთავაზება: "ბატონი ბიძინას კოლექციიდან რაღაც ნიმუშები...

“აი ამას ამბობს აბსოლუტური და შეუვალი უწიგნური” – გიგი უგულავა კახა კალაძეზე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, გიგი უგულავა თბილისის მერის, კახა...