კვირა, დეკემბერი 28, 2025
3.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ძალიან მიხარია, რომ შევძელი ქართველი გულშემატკივრების გახარება" -...

“ძალიან მიხარია, რომ შევძელი ქართველი გულშემატკივრების გახარება” – ხვიჩა კვარაცხელია

ეროვნული ნაკრებისა და საფრანგეთის “პსჟ”-ს ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დაჯილდოებაზე, 2025 წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. აღნიშნულთან დაკავშირებით, ემოციური იყო კვარაცხელიას პირველი კომენტარი:

პირველ რიგში მინდა მადლობით დავიწყო – მადლობა თითოეულ იმ ადამიანს, ვინც დააფასა ჩემი შრომა და დღეს მაქვს შესაძლებლობა მივიღო ეს ჯილდო. 2025 წელი, კარიერული თვალსაზრისით, ყველაზე წარმატებული წელი იყო, რითიც ძალიან ვამაყობ.

ძალიან მიხარია, რომ შევძელი ქართველი გულშემატკივრების გახარება.

რაც შეეხება ნაკრებს, სამწუხაროდ, ჩვენ ვერ შევძელით იმ მიზნის მიღწევა, რომელიც გვსურდა, მაგრამ თითოეული ფეხბურთელი გრძნობს პასუხისმგებლობას და 2026 წელს ჩვენ უფრო ძლიერები დავბრუნდებით, შევეცდებით შევასრულოთ ის მიზანი, რაც გვაქვს.

მინდა წინასწარ მოგილოცოთ დამდეგი შობა-ახალი წელი, დაესწარით მრავალს, ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ!” – განაცხადა ხვიჩა კვარაცხელიამ.

ინფორმაციისთვის: ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს წლის საუკეთესო ფეხბურთელად უკვე მეხუთედ დაასახელეს – (2020, 2021, 2022, 2023, 2025 წლებში, რაც რეკორდია.

ასევე აღსანიშნავია, რომ ხვიჩამ, ამ სეზონში, “პსჟ”-სთან ერთად, მოიგო საფრანგეთის ჩემპიონატი, საფრანგეთის თასი, საფრანგეთის სუპერთასი, უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა, უეფა-ს სუპერთასი და ფიფა-ს საკონტინენტთაშორისო თასი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ტარიფის ზრდის მოლოდინი არის, ძალიან დიდად არა, თუმცა არის…” – დავით ნარმანია

მარეგულირებელი კომისია ელექტროენერგიის ტარიფებში ცვლილებებს აანონსებს. აღნიშნულთან დაკავშირებით "BMG"-სთან...

“ჭამეთ ბიძინას სუვერენიტეტის და რეჟიმის დაცვა საგარეო პოლიტიკად და ელოდეთ უარესს რუსეთთან მარტოდ დარჩენილ...

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი თეონა აქუბარდია მწვავე პოზიციით...

“ბავშვებს მოპარეს ფული ხალხო, სავარუდოდ საჭმლის ფული მოპარეს ბავშვებს. ქოცებო, თქვენს შვილებსაც მოპარეს” –...

საქართველოს პროკურატურის განცხადებას სუს-ის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის დაკავებასთან...

“ორმაგ სტანდარტში ყარს, ეს სასაცილოდ დილეტანტური და სნობური საზოგადოება” – თაკო ჩარკვიანი

პარტია "კანონი და სამართლის" თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი, კორუფციის ფაქტებზე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“თუ ერთი ადგილი გაქვთ, ბაჩო ახალაიას მტკიცებულებებით დაუდასტურეთ ბრალი და არა ცოლის შანტაჟით!” –...

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე თავდაცვის ყოფილი მინისტრის...

“მთელი საქოცეთის ქალთა მოდგმა რომ გააერთიანოთ, თავის აღმატებული ღირსებებით, ერთი ანი ნადარეიშვილი არ გამოიძერწება...

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, ეკა ხერხეულიძე სრულ მხარდაჭერას...

“15 წელი ცოტაა, სამუდამო პატიმრობას იმსახურებს, ისეთი დანაშაული ჩაიდინა!” – ბონდო მძინარაშვილი

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი ბონდო მძინარაშვილი, სუს-ის...

“სამწუხაროდ ეს ყველაფერი თითოეულ ქართველს უქმნის დიდ საფრთხეს” – მიხეილ სააკაშვილი

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების...

“უმადური არასდროს ვყოფილვარ და არც ახლა ვიქნები. მადლობა მას და ვულოცავ იუბილეს😊” – გიორგი...

ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი, მომღერალი გიორგი უშიკიშვილი საქართველოს...