აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავჯდომარის, თამაზ ნადარეიშვილის შვილი, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილი მძიმე ემოციური შეფასებებით ჰყვება 2 დღის წინ მომხდარი კონკრეტული ფაქტის თაობაზე:
“იმ წუთებში, როცა ჩვენთან რუსის ავტომატიანი მონები შემოცვივდნენ, ბაჩოს 13 წლის ძმისშვილი დათა ახალაია გადიოდა სადარბაზოდან, ბავშვი დააკავეს, წაართვეს ტელეფონი და 3 საათი ქუჩაში ჰყავდათ დაკავებული ისე, რომ არავინ არ იცოდა ბავშვის ადგილსამყოფელი.
მის ტელეფონზე განუწყვეტლივ შედიოდა დედამისის ზარი და ბავშვს არ აპასუხებინეს დედისთვის,თუნდაც ორი სიტყვით რომ ეთქვა რომ ცოცხალი იყო.
ყველა ქოცს გისურვებთ იგივე გაიაროთ!” – წერს ანი ნადარეიშვილი სოციალურ ქსელში.

