პროდუქტებზე არსებულ მაღალ ფასებთან დაკავშირებით მმართველი გუნდის მხრიდან მინიშნებებს ბიზნესზე – სუპერმარკეტებსა თუ დისტრიბუტორებზე, სოციალურ ქსელში, მწვავე შეფასებების ეხმაურება პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ეკონომისტი რომან გოცირიძე:
“სუპერმარკეტების და დისტრიბუტორების გამოყვანა ფასების ზრდაში მთავარ დამნაშავეებად არის “ოცნების” ხელისუფლების გეგმა.
თურმე ფასები ხელისუფლების დანაშაულებრივი პოლიტიკის შედეგი კი არ არის, არამედ ცალკეული( თუმცა მათივე გუნდის წევრი) ბიზნესმენებისა.
სწორედ ამ დისკუსიაში ჩაითრია ხელისუფლებამ ოპოზიცია.
დამნაშავე ივანიშვილის რეჟიმია და არა ამ რეჟიმის მკვებავი ერთი ნაწილი“, – აცხადებს რომან გოცირიძე.

