spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ორმაგ სტანდარტში ყარს, ეს სასაცილოდ დილეტანტური და სნობური...

“ორმაგ სტანდარტში ყარს, ეს სასაცილოდ დილეტანტური და სნობური საზოგადოება” – თაკო ჩარკვიანი

პარტია “კანონი და სამართლის” თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი, კორუფციის ფაქტებზე დაწყებულ მსჯელობებთან დაკავშირებით, “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის წვლილზე საუბრობს ამ მიმართულებით და საზოგადოების ცალკეულ წარმომადგენელს მძიმე მინიშნებებით და კონკრეტული ფაქტების შეხსენებით მიმართავს:

სასაცილო ”ბაბლისგან”, ცოტა მივიწყებული მომეჩვენა სიკვდილამდე ცემით მიყვანილი ლევან ხაბეიშვილი, რომ აღმოჩნდა “თურმე” ყველაფერს მართალს – სიმართლეს ამბობდა!

სულ ვამბობდი და კვლავ გავიმეორებ, ერთ-ერთი ყველაზე წესიერი და გულწრფელი მებრძოლი ოპოპოლიტიკურ სპექტრში გახლავთ ლევან ხაბეიშვილი, რომელიც სიკვდილის პირამდე სცემეს, დაუზიანეს ჯანმრთელობა აქციაზე, დაიჭირეს და რომელსაც ყველაზე დიდი რაოდენობის ტალახი შეასხა ძალიან გოიმურმა და სასაცილოდ სნობურმა “საზო გადოებამ”, ოპოზიციიდან “ტიპებს” ვგულისხმობ უპირველესად.

ეს “ოცნების” ხელისუფლება რომ ლანძღავდა უფრო “გასაგებია”, რადგან ამ ბიჭის – ამ ადამიანის გულწრფელობას ხედავდნენ, უფრო ხალხიდან წამოსულ ხმას და ეს იყო და არის მიზეზი, ხოლო აი, ეს “ოპოში” გაქნილი და ძალიან გორსალა “ბაბლი”, მოწყვლადი რომ არის ნებისმიერ ბრენდულ სამოსზე, ან ნებისმიერი მევახშე-ოლიგარქის “მაყუთზე”, ან ახლად შემოსულ რაღაც მოდურ შტრიხზე, ან საკუთარ ცხვირში ძალით გათხრილ ვითომ წაკითხულ წიგნზე (თუ არ გაიაზრე და კრეტინად დარჩი, “სიჩუმის მოსმენა არ ისწავლე ხმაურში”, რა აზრი აქვს კარგ წიგნს და კარგ ავტორს?!), გატირაჟებულ პოლიტიკანზე აჟიტირებულნი, ახალი სახელის გაგონებაზე (პოლიტიკა იქნება ეს თუ მწერლობა), ამაზრზენად დამფრთხალნი, დარბაზებში ნაწილებს შორის სიჩუმის – “პიანოს” დროს ნაადრევად დაძახებულ – წინასწარ მომზადებულ “ბრავოზე” გაწრთვნილნი, წარმოუდგენლად სასაცილოდ ჩანს და სატირლად სწორედ ამ კრეტინობამდე დასულმა საზოგადოებამ მიიყვანა პროცესი…

დიახ – “საზო гад ოებამ”😂

ნუ გეშინიათ ნამდვილების და ნამდვილობის. ნუ გეშინიათ ავთენტურობის… ხელოვნურს სჯობია…

თუ საფანელი – საფუძველი უსუფთაო და გამომპალია, ვერ შეფუთავ ვერა! აყროლდება უთუოდ!

არ უშველის, არც ბრძნული გამომეტყველება და არც ფემინისტური-გენდერული მხოლოდ ლოზუნგები, შმორის სუნს ვერ გააქრობ!

ბრძენი ან ხარ, ან არა, მოქმედებაში თუ არ მოიყვანე ეს ყველაფერი, როგორც რუსთაველმა, “ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყო თუნდაც ხვადიაო“ რომ თქვა, მოქმედებაში მოიყვანა ჯერ კიდევ იმ რენესანსულმა საუკუნემ…

ორმაგ სტანდარტში ყარს, ეს სასაცილოდ დილეტანტური და სნობური საზოგადოება“, – წერს თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ზარქუამ, არანაირი უკანდახევა არ იქნებაო… მართლაც უპრეცედენტო გმირობაა მისი მხრიდან!” –

ირაკლი ზარქუას პოზიციას, ევროპარლამენტის მიერ საქართველოს ხელისუფლებასთან მიმართებით მიღებულ...

ამ ერთმა ისტორიამ საოცარი გმირობის, თანადგომის, დიდი ერთობის ძალა დაანახა მსოფლიოს…

15 ივნისს ინგუშეთში მდინარე სუნჟაში ჩავარდნილი მეგობრის გადასარჩენად 8...

“ელენე ხოშტარიას ტუსაღობა ერთდროულად არის სირცხვილიც, ამორალურიც და დანაშაულიც” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა მწვავე პოზიციას აფიქსირებს “კოალიცია ცვლილებებისთვის” და...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე დასახსნელი არა ვარ, ბიძინა ივანიშვილმა იდარდოს დახსნაზე იმ გარდაუვალი შარისგან, რაშიც გახვეულია” –...

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია, საპატიმროდან გამოგზავნილ...

მიხეილ სააკაშვილი: “ყოჩაღ ხაბე! აი ასეთია ნამდვილი ნაციონალი✊”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პოლიციელების მიერ მოყოლილ კონკრეტულ...

“შეეშვით წუწუნს, ნუ ელოდებით სხვა რას იზამს, ადექით და გააკეთეთ! ან ვინც აკეთებს, იმას...

იურისტი, უფლებადამცველი, არასამთავრობო ორგანიზაცია "პრევენცია პროგრესისთვის" თანადამფუძნებელი, სამოქალაქო აქტივისტი...

“ელენე ხოშტარიას ტუსაღობა ერთდროულად არის სირცხვილიც, ამორალურიც და დანაშაულიც” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა მწვავე პოზიციას აფიქსირებს “კოალიცია ცვლილებებისთვის” და...