შვილმოკლული მამა, მალხაზ (ვახა) მაჩალიკაშვილი, შვილის – თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობიდან 8-წლისთავს, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ემოციური პოსტით ეხმაურება:
“8 წელი თემირლანის მკვლელობის დღიდან…
ვიცი დღეს, ჩვენს ქვეყანაში არავის არ ულხინს, თუ არ ჩავთვლით ქოცებს.
ქოცის მომხრე კი იძულებულია, თავი მოგვაჩვენოს, თითქოს და, მათ ყველაფრი კარგად აქვთ.
სადაც არ არსებობს სამართალი, იქ მშვიდობაც არ იქნება.
უბრალოდ, მიუხედავად იმისა, მძიმე პერიოდე გვიდგა, არ შემიძლია, ორიოდე სიტყვით, არ დავწერო ის, რაც დედამიწაზე ყველაზე მეტად მაშინებს, მეშინია ღმერთის – დიდება მის სახელს, მეორე კი არის 26 დეკემბერის წყვდიადი ღამე და გათენება რაც მაშინებს, სხვა შიში მე არ ვიცი.
მინდა შევახსენო სისხლიანი რეჟიმის, “ქართული ოცნების” ლიდერებს – გახსოვდეთ და არ დაივიწყოთ, თქვენც ხომ გყავთ შვილები!
ყველა ნამდვილ და მართალ ადამიანს გაუმარჯოს, არ აქვს მნიშვნელობა, ვინ ხარ და საიდან ხარ.
ასევე მინდა მოგილოცოთ შობის დღესასწაული, გილოცავთ!
შენ კი მხდალო ლაჩარო სპეცრაზმელო, კარგად ჩაეხუტე შობის ღამეს შენს შვილებს, ვიცი არც ღმერთისა გაგეგება რამე, არც შენი რწმენის და რელიგიის გესმის არაფერი…“, – წერს მალხაზ მაჩალიკაშვილი სოციალურ ქსელში.

