მთავრობის მეთაურის ირაკლი კობახიძის განცხადებას, ქვეყანაში პროდუქტებზე მაღალ ფასებსა და შესაძლო კარტელურ გარიგებებთან დაკავშირებით, პოლიტიკური პოზიცია-შეფასებებით და კონკრეტული განმარტებებით ეხმაურება საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი:
“ქსელური მაღაზიები თავისუფალ, არაკორუმპირებულ ეკონომიკაში დაინტერესებულები არიან გაყიდონ მაქსიმალურად იაფად და ბევრი.
ხოლო როცა სახელმწიფო კორუმპირებულია, მაშინ დგება კარტელური გარიგებები ჩინოვნიკების მონაწილეობით.
ამ გარიგებაში მონაწილეობს ასევე იმპორტიორთა კარტელი, საბაჟო გადასახადი და ასე დგინდება სპეციალური ფასები და ხდება ფულის გადანაწილება.
მინდა განვმარტო თუ რას ნიშნავს კარტელი. ნორმალურ სიტუაციაში კომპანიები ცდილობენ კონკურენტებს აჯობონ უფრო დაბალი ფასებით. ხოლო კარტელურ ეკონომიკაში, ეს კონკურენტები რიგდებიან და ხელოვნურად ინარჩუნებენ მაღალ ფასებს.
ნორმალურ ქვეყნებში ამას ებრძვის ანტიმონოპოლიური სამსახური, ხოლო აქ ეს “ხელისუფლება” და სინამდვილეში დანაშაულებრივი სინდიკატი – თვითონ არის მონოპოლისტი“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

