მარეგულირებელი კომისია ელექტროენერგიის ტარიფებში ცვლილებებს აანონსებს. აღნიშნულთან დაკავშირებით “BMG”-სთან განმარტებებს აკეთებს სემეკის თავმჯდომარე, დავით ნარმანია:
„ჩვენ მიერ დადგენილი ტარიფი შეეხება ყველა კატეგორიის მომხმარებელს – ეს არის როგორც საყოფაცხოვრებო სექტორი, სადაც სამი კატეგორია გვაქვს 0-დან 101 კილოვატამდე მომხმარებლები, 101-დან 301 კილოვატამდე მომხმარებლები და 301 კილოვატიდან მეტს ვინც მოიხმარს თვის განმავლობაში, ასევე კომერციულ სექტორსაც ანუ არასაყოფაცხოვრებო სექტორს, სადაც ძაბვის საფეხურების მიხედვით გვაქვს ჩვენ დიფერენცირებული ტარიფები: დაბალ ძაბვაზე, საშუალო ძაბვაზე და მაღალ ძაბვაზე.
ტარიფის ზრდის მოლოდინი არის, ძალიან დიდად არა, თუმცა არის გამომდინარე იქიდან, რომ ერთი მხრივ განაწილების ტარიფი იზრდება, ვინაიდან მნიშვნელოვანი ინვესტიციები იდება ქსელში, ასევე, ზოგადად წლიდან წლამდე ენერგიის ღირებულება ძვირდება – ენერგია ძვირდება, მოხმარება იზრდება, აქედან გამომდინარე, ეს ყველაფერი ტარიფზე მოქმედებს“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

