ანალიტიკოსი ზურაბ ბატიაშვილი სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის დაკავებას კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება:
“ბედის ირონიაა, მაგრამ ამავე დროს ჟანრის კლასიკაცაა: დააკავეს ის, ვინც დასაკავებელი ხალხის სიებს ადგენდა.
ისეთი არაფერი ხდება დედამიწის ზურგზე, რაც აქამდე არ მომხდარა: ყველა გაცოფებული ცხოველი თავისიანებს და საკუთარ თავსაც ერჩის ხოლმე.
მაგათ ისტორიის არცერთ სახელმძღვანელოში არ ჩაუხედავთ და არ იციან, მაგრამ სხვა ქოცებსაც ზუსტად იგივე “პერსპექტივა” ელით, რადგან ასეთია ყველა რეჟიმის ბუნება და ისტორიული კანონზომიერება.
იგივე ისტორიის სახელმძღვანელოები გვეუბნება, რომ ბოლოს ყველანაირი რეჟიმი ემხობა ხოლმე.
ამათზე გაცილებით ძლიერი და სასტიკი რეჟიმები დამხობილან.
დიახ, ესენიც დაემხობიან!” – წერს ზურაბ ბატიაშვილი სოციალურ ქსელში.

