საქართველოს მართლმადიდებლურ საეკლესიო კალენდართან დაკავშირებით (არა)რიტორიკულ შეკითხვებს სვამს საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი, ისტორიკოსი, პროფესორი ბეჟან ჯავახია:
“დრო, როგორ “იზომება”?
მზე, მთვარე და ვარსკვლავები ხომ დროის საზომია. და თუ ხვალ იმატებს დღე და ახალი მზის სხივი იშვება, ეს ნიშნავს, რომ ხვალ არის ქრისტეს შობა!!!
Როგორ დავრჩით მარტო რუსებთან?
და კიდევ რატომ არ იმჩნევთ, რომ წმინდა ამბროსი ხელაიას პატრიარქობის დროს ეკლესია ახალ კალენდარზე იყო!!!
Როგორ მოგწონთ ქრისტეშობაზე ადრე ახალი წლის აღნიშნვა?
Როგორ ვერ დავშორდით ბოლშევიკურ წარსულს?” – წერს ბეჟან ჯავახია სოციალურ ქსელში.

