spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"რამდენი სიკეთე დავკარგეთ ან ვკარგავთ ქ/ოცნების ხელში -...

“რამდენი სიკეთე დავკარგეთ ან ვკარგავთ ქ/ოცნების ხელში – ოფლით და ბრძოლით მოპოვებული?” – იაგო კაჭკაჭიშვილი

სოციოლოგიის დოქტორის, იაგო კაჭკაჭიშვილის პუნქტობრივი ჩამონათვალი/შეფასებები “ქართული ოცნების” მმართველობის პერიოდთან მიმართებაში:

რამდენი სიკეთე დავკარგეთ ან ვკარგავთ ქ/ოცნების ხელში – ოფლით და ბრძოლით მოპოვებული?

1. ეროვნული უსაფრთხოება, როდესაც პრაქტიკულად განიარაღებულნი ვრჩებით რუსული აგრესიის წინაშე, რადგან გადავიმტერეთ ევროკავშირი და აშშ;

2. უვიზოდ ევროპაში გადაადგილება, თავისი ეკონომიკური შედეგებით (მაგალითად, მოკლევადიანი დასაქმებით და მატერიალური ამოსუნთქვით, რაც ბევრი ადამიანის გამოცდილების ნაწილი იყო);

3. საერთაშორისო დონორების დახმარება, რომლითაც სარგებლობდა არა მხოლოდ სამოქალაქო სექტორი, არამედ ბენეფიციართა უზარმაზარი არმია;

4. დასავლური (ევროპული და ამერიკული) განათლების მიღების შესაძლებლობა – დაიხურა საერთაშორისო განათლების ცენტრი, საფრთხე შეექმნა ერაზმუსის პროგრამებს, 11 წლიანი სკოლის ატესტატით ვეღარ ისწავლიან უცხოეთში და ა.შ.;

5. ნდობა სახელმწიფო ინსტიტუტების (პოლიცია, სასამართლო, არჩევნები და სხვ.) მიმართ – სასამართლოს მიმართ ნდობის პრობლემა სულ არსებობდა, მაგრამ დღეს მოქალაქე კიდევ უფრო მეტად აღარ ხედავს სახელმწიფოს როგორც პარტნიორს, რომელთანაც კეთილდღეობის სოციალური კონტრაქტი აქვს დადებული. ნდობა ჩაანაცვლა შიშმა.

და რა “სიკეთეები” შევიძინეთ სანაცვლოდ?

1. მყიფე მშვიდობა, რომელიც ბეწვზე ჰკიდია რუსული იმპერიალიზმის დამოკლეს მახვილის ქვეშ;

2. მოჩვენებითი სუვერენიტეტი, რომელიც, ფაქტობრივად, იზოლაციონისტური, ანუ უმეგობროა;

3. “კაცი კაცია და ქალი ქალია”.

კიდევ რამე? მიმითითეთ, აბა?” – წერს იაგო კაჭკაჭიშვილი სოციალურ ქსელში.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მიდის დაუნდობელი გეოპოლიტიკური ბრძოლა და მოსკოვის ეს განცხადებაც ამის გამოძახილია” – ზაალ ანჯაფარიძე

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, მარია ზახაროვას მიერ გაკეთებულ...

“ავტორიტარული მმართველობაა, როდესაც “უფლისწული” შემოგყავს პოლიტიკაში” – გოჩა მირცხულავა

პოლიტიკურ პროცესებში "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის უმცროსი...

მიხეილ სარჯველაძე: “დიუშენის განკურნებაზე პრეტენზიის მქონე მედიკამენტი დღეს მსოფლიოში არ არსებობს”

ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ ბრიფინგი გამართა დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის...

კახა კალაძე: “ვაშაძემ ან მსგავსმა ტიპაჟებმა რა კარდაკარ უნდა იარონ – ისინი იმ ბოროტებაში...

„ეს ადამიანები წლების განმავლობაში მართავდნენ ქვეყანას და თუ რაიმე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე არ მაქვს სააკაშვილის კომპლექსი, არც მისი პოზიტიურად ხსენება მერიდება” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საქართველოს მე-3 პრეზიდენტ...

“იძულებული ვართ ჩვენით ავხსნათ, თუ რატომ ცვლის ერთი ქოცი პუსტა-პუსტა მეორეს ამა თუ იმ...

მმართველ გუნდში განხორციელებულ მორიგ საკადრო ცვლილებებს, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული...

“ბატონო ირაკლი კობახიძე, სახელმწიფოს, საქართველოს რაიმე ვალი აქვს მდინარაძის?” – ნუკა არველაძე

ბლოგერი, ჟურნალისტი ნუკა არველაძე (არა)რიტორიკული შეკითხვებით და კონკრეტული მინიშნებებით...

მიხეილ სააკაშვილი: “ჩვენ საქმე გვაქვს მკვლელების კორპორაციასთან”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ ჩამოთვლილი მძიმე ფაქტები...