სოციოლოგიის დოქტორის, იაგო კაჭკაჭიშვილის პუნქტობრივი ჩამონათვალი/შეფასებები “ქართული ოცნების” მმართველობის პერიოდთან მიმართებაში:
“რამდენი სიკეთე დავკარგეთ ან ვკარგავთ ქ/ოცნების ხელში – ოფლით და ბრძოლით მოპოვებული?
1. ეროვნული უსაფრთხოება, როდესაც პრაქტიკულად განიარაღებულნი ვრჩებით რუსული აგრესიის წინაშე, რადგან გადავიმტერეთ ევროკავშირი და აშშ;
2. უვიზოდ ევროპაში გადაადგილება, თავისი ეკონომიკური შედეგებით (მაგალითად, მოკლევადიანი დასაქმებით და მატერიალური ამოსუნთქვით, რაც ბევრი ადამიანის გამოცდილების ნაწილი იყო);
3. საერთაშორისო დონორების დახმარება, რომლითაც სარგებლობდა არა მხოლოდ სამოქალაქო სექტორი, არამედ ბენეფიციართა უზარმაზარი არმია;
4. დასავლური (ევროპული და ამერიკული) განათლების მიღების შესაძლებლობა – დაიხურა საერთაშორისო განათლების ცენტრი, საფრთხე შეექმნა ერაზმუსის პროგრამებს, 11 წლიანი სკოლის ატესტატით ვეღარ ისწავლიან უცხოეთში და ა.შ.;
5. ნდობა სახელმწიფო ინსტიტუტების (პოლიცია, სასამართლო, არჩევნები და სხვ.) მიმართ – სასამართლოს მიმართ ნდობის პრობლემა სულ არსებობდა, მაგრამ დღეს მოქალაქე კიდევ უფრო მეტად აღარ ხედავს სახელმწიფოს როგორც პარტნიორს, რომელთანაც კეთილდღეობის სოციალური კონტრაქტი აქვს დადებული. ნდობა ჩაანაცვლა შიშმა.
და რა “სიკეთეები” შევიძინეთ სანაცვლოდ?
1. მყიფე მშვიდობა, რომელიც ბეწვზე ჰკიდია რუსული იმპერიალიზმის დამოკლეს მახვილის ქვეშ;
2. მოჩვენებითი სუვერენიტეტი, რომელიც, ფაქტობრივად, იზოლაციონისტური, ანუ უმეგობროა;
3. “კაცი კაცია და ქალი ქალია”.
კიდევ რამე? მიმითითეთ, აბა?” – წერს იაგო კაჭკაჭიშვილი სოციალურ ქსელში.

