იურისტი ლაშა ტყეშელაძე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში, ადმინისტრაციული პატიმრობის ვადების გაზრდასთან დაკავშირებით საუბრობს და იზოლატორებში არსებულ მძიმე რეალობაზე ამახვილებს ყურადღებას:
“ადმინისტრაციული პატიმრობა ტრადიციულად იყო მოკლევადიანი
ახლა ვადა გაიზარდა 60 დღემდე.
თუმცა ადგილი და ინფრასტრუქტურა და პიროები ისევ იგივეა:
წინასწარი დაკავების იზოლატორებში (დროებითი მოთავსების იზოლატორი)
ინფრასტრუქტურა შექმნილია 48–72 საათისთვის, არა 2 თვისთვის.
➡️ აქ ჩნდება სტრუქტურული შეუსაბამობა:
ვადა გაიზარდა, პირობები – არა ‼️
აღნიშნული პატიმრობა უტოლდება არადამიანურ მოპყრობას, რადგან თავისუფალ ადამიანებს ამყოფებენ კარცერის ტიპის საკანში…
⛔️ ირღვევა სრულად პროპორციულობა “ჩადენილ ქმედებასა”, სასჯელსა და მოხდის პირობებს შორის…
⛔️ რა არის „კარცერი“ სამართლებრივად?
კარცერი ნიშნავს:
მკაცრ იზოლაციას‼️
შეზღუდულ კონტაქტს გარესამყაროსთან‼️
შეზღუდულ სეირნობას ან მის სრულ არარსებობას‼️
„კარცერი“ არის დისციპლინური სასჯელი ყველაზე მძიმე ფორმა, როდესაც პატიმარი რამეს აშავებს პენიტენციურ დაწესებულებაში და ისიც რამოდენიმე დღე არის შესაძლებელი რომ იქნეს გამოყენებული‼️
თავისუფალი ადამიანები დღეს გადიან არაადამიანურ მოპყრობას – „კარცერის“ ტიპის იზოლატორებში‼️
იზოლატორის იფრასტრუქტურა გათვლილი არ არის მრავალდღიან პატიმრობაზე‼️” – აცხადებს ლაშა ტყეშელაძე.

