საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი ბონდო მძინარაშვილი, სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის დაპატიმრების ფაქტს მწვავე შეფასებებით ეხმაურება:
“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი… მექრთამე!
ეს გაუგონარი მასშტაბის კატასტროფაა!
ასეთი თანამდებობის პირის კორუმპირებულობა სახელმწიფოს უსაფრთხოების საკითხია!
ეს უზარმაზარი პრობლემაა!
აი, ამიტომ ამბობდა გოლდა მეირი, კორუფცია სამშობლოს ღალატს უნდა გაუტოლდესო!
მე არ მოვსწრებივარ, მაგრამ ვინმეს წარმოუდგენია ალექსი ინაურის კორუფციაში დადანაშაულება?!
ან, – ედგარ ჰუვერის?!
ან, – მოსადის რომელიმე ხელმძღვანელის?!
მეც ვადარებ, რა!
ეს არის ფეხებიანი ხახვი!
15 წელი ცოტაა, სამუდამო პატიმრობას იმსახურებს, ისეთი დანაშაული ჩაიდინა!
ეს უსირცხვილობა აღარ არის!
ეს უზრდელობაა!
გაუზრდელობაც!” – წერს ბონდო მძინარაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე.

