spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ჩვეულებრივი კრიმინალური სინდიკატი მართავს საქართველოს" - გია ჯაფარიძე

“ჩვეულებრივი კრიმინალური სინდიკატი მართავს საქართველოს” – გია ჯაფარიძე

სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის დაპატიმრების ფაქტს, ყოფილი დიპლომატი, ანალიტიკოსი, პოლიტიკის ექსპერტი გია ჯაფარიძე, მძიმე შეფასებებით და პირდაპირი მინიშნებებით ეხმაურება:

ამბობდნენ, რომ ქვეყანაში კორუფცია არ იყო. ახლა თვითონ აღიარებენ, რომ ივანიშვილის მარჯვენა ხელი ქრთამად იღებდა მილიონებს და აწყობილი ჰქონდა „ატკატების“ სისტემა. ამ აღიარებით ირკვევა, რომ მთელი სახელმწიფო სტრუქტურებია ჩართლი კორუფციაში, ყველა რგოლი ფაქტობრივად.

გაჟღერდა მხოლოდ ის ფაქტები, სადაც დაკავებული ტიპები ყვებიან, ჩვენებებს იძლევიან, ხელს ადებენ ალბათ კონკრეტულ ადამიანებს. უბრალოდ წარმოიდგინეთ, რასაც არ ყვებიან, იქ რამდენი ასეული მილიონის მოპარვის ამბავი იმალება და რამდენ ასეულ მილიონს იპარავენ დღესაც.

ორგანიზებული დანაშაული არ არსებობს ქოლ-ცენტრების სახითო, ასე ამბობდნენ, მედიებს უჩიოდნენე, სიცრუეს ავრცელებენო. ახლა აღიარებენ, რომ თურმე მთელი ქსელი იყო ქოლ-ცენტრების და ქართული ოცნება წლები ძარცვავდა დასავლელ პენსიონერებს.
და დღესაც რომ გადაჭედილია ქვეყანა ქოლ-ცენტრებით, მათ ვინ მფარველობს? ლილუაშვილი დაიჭირეს და მისმა მემკვიდრემ გადაიბარა?

თაროზე ხომ არ ედოთ ლილუაშვილის საქმე და ახლა ბი-ბი-სის ჟურნალისტური გამოძიების და ევროპასთან უვიზო მიმოსვლის სავარაუდო შეჩერების გადასაფარად წინასაახალწლოდ გაწირეს განტევების ვაცი?

და ლილუაშვილი ვინ ჩაწერა 2016 წელს ქოცების სიაში? მერე ვინ დანიშნა მაღალ თანამდებობებზე? ივანიშვილის არჩევანი არ იყო? და სხვები ვინ დანიშნა? ივანიშვილის ბრალეულობა არაფერშია?

არასამთავრობო ორგანიზაციები და პოლიტიკური პარტიები, რომელიც „რუსული კანონით“ გააჩერეს ან აკრძალვას უპირებენ, ამდენი წელი საუბრობდნენ მასშტაბურ კორუფციაზე. ე.ი. მართლები იყვნენ? ამის გამოც ხომ არ აკრძალეს?

ლილუაშვილს და ღარიბაშვილს თუ ამდენი აქვთ მოპარული, წარმოგიდგენიათ, ახლა ვინც იქ დასვა ივანიშვილმა, ისინი რამდენს იპარავენ?

ჩვეულებრივი კრიმინალური სინდიკატი მართავს საქართველოს.

ბოლოს შეიძლება ბერაც დაიჭიროს“, – წერს გია ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“თანდათან ყველაზე რთულად წარმოსადგენ თუ წარმოუდგენელ საზღვარს სცდება, რაც ქვეყანაში ხდება” – ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი, არტთერაპევტი, ფსიქოთერაპიის ცენტრ “კამარა”-ს დამფუძნებელი ნათია ფანჯიკიძე ქვეყანაში...

“რაში სჭირდება მმართველ პარტიას ამდენი პოლიტიკური და სინდისის პატიმარი?” – გოჩა მირცხულავას განმარტება-ვარაუდები

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა, ამ ბოლო პერიოდში გახშირებულ დაპატიმრებებთან დაკავშირებით,...

“მე ამ სიყვარულმა მომცა ძალა და მაცოცხლებს კიდევ, ვიცი, ვიქნები თქვენთან ერთად და მეც...

სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსებს აქვეყნებს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ხათუნა...

“თუ დღეს ვინმე აზიანებს ე.წ. “ოპოზიციას,” არიან ექს-პრეზიდენტები მიშა და სალომე” – ზაალ ანჯაფარიძე

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსში, კონკრეტულ მოსაზრებას...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე დასახსნელი არა ვარ, ბიძინა ივანიშვილმა იდარდოს დახსნაზე იმ გარდაუვალი შარისგან, რაშიც გახვეულია” –...

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია, საპატიმროდან გამოგზავნილ...

მიხეილ სააკაშვილი: “ყოჩაღ ხაბე! აი ასეთია ნამდვილი ნაციონალი✊”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პოლიციელების მიერ მოყოლილ კონკრეტულ...

“შეეშვით წუწუნს, ნუ ელოდებით სხვა რას იზამს, ადექით და გააკეთეთ! ან ვინც აკეთებს, იმას...

იურისტი, უფლებადამცველი, არასამთავრობო ორგანიზაცია "პრევენცია პროგრესისთვის" თანადამფუძნებელი, სამოქალაქო აქტივისტი...