საქართველოს პროკურატურის განცხადებას სუს-ის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით, მწვავე პოზიცია-შეფასებებით ეხმაურება ტელეკომპანია “კავკასიას” გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი:
“ჩვენ ხომ ცოტა უცნაური ხალხი ვართ. ლილუაშვილის საქმეში ოპოზიციური ტელევიზიების ეპიზოდს დავაცხრით, ქოცები განსაკუთრებით. არადა ყველაზე შემზარავი ამ ჩამონათვალში საბავშვო ბაღის ბავშვებისთვის მოპარული ფულია.
ბავშვებს მოპარეს ფული ხალხო, სავარუდოდ საჭმლის ფული მოპარეს ბავშვებს. ქოცებო, თქვენს შვილებსაც მოპარეს, და ალბათ დღესაც პარავენ.
რა გგონიათ, ლილუაშვილით დამთავრდა ეგ ატკატები?
შვილებიც არ გიყვართ? ბიძინა შვილებზე მეტად გიყვართ? რა ჯიში ხართ, საიდან მოხვედით?” – წერს ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში.

