მმართველი გუნდის განცხადებებს, რომ ირაკლი კობახიძის მთავრობის მეთაურად დანიშვნის შემდეგ დაიწყო ცვლილებები ქვეყანაში, (არა)რიტორიკული შეკითხვებით, ირონიული მინიშნებებით და სკანდალური მოლოდინებით ეხმაურება ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა:
“ანუ რა გამოდის?
სანამ ივანიშვილის რჩეული კადრები მართავდნენ, იყო ბნელი და უკუნი და მოვიდა კობახიძის გუნდი და იქმნა ნათელი?
ამოცანა გვეკითხება, – ვინ არის ხიხია?
ბატ. ბიძინა, სროლა რომ დასწრებაზეა, უნდა იცოდეთ თქვენ ეგ ამბავი “ვაშიმ ტა ოპიტომ”😊
ჰოდა დაა, თქვენ ხართ ჩვენი ბატონი და ვუყურებთ ჩვენ ახლა სეირს, ვინ ვის დაასწრებს, ემანდ ბატონი არ გვეზარალოს!😊🤔“, – წერს ლელა ჯეჯელავა ფეისბუქის პირად გვერდზე.

