spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"სამწუხაროდ ეს ყველაფერი თითოეულ ქართველს უქმნის დიდ საფრთხეს"...

“სამწუხაროდ ეს ყველაფერი თითოეულ ქართველს უქმნის დიდ საფრთხეს” – მიხეილ სააკაშვილი

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ რეზოლუცია მიიღო, რასაც საქართველომაც დაუჭირა მხარი. აღნიშნულთან დაკავშირებით პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი და კონკრეტულ განმარტებებთან ერთად მიანიშნებს, თუ რა მძიმე დათმობებს ითხოვს რუსეთი ბიძინა ივანიშვილისგან:

ის რომ უკრაინის მხარდაჭერას ქოცებმა ხელი მოაწერეს, ეს უდავოდ დადებითი ფაქტია. თუმცა არ ვეთანხმები მათ ვინც ამ სახეცვლილებას მხოლოდ საერთაშორისო ქიმიური გამოძიების შიშს მიაწერს, სიტუაცია ბევრად უფრო ღრმაა და არ დაიჯერებთ, მაგრამ მიმართულია რუსეთის გასაღიზიანებლად.

კარგად უნდა მოვუსმინოთ მოსკოვიდან მესიჯებს, რომლებშიც ორივე, ლავროვი და ზახაროვაც ახლახან აცხადებდნენ რომ ვერ ხედავენ “საქართველოსთან ურთიერთობის აღდგენის საფუძველს” რეალობაა ის, რომ პუტინი თვლის, რომ ივანიშვილმა გადააგდო და შეიძლება არც ცდებოდეს ამაში.

საქმე იმაშია რომ ივანიშვილმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ შესაძლებლობების ფარგლებში რუსეთისთვის ესიამოვნებინა – ევროკავშირზე უარი თქვა, მე ხანგრძლივ ტყვეობაში ვყავარ, ოსებისთვის ბოდიშის მოხდა დააანონსა, წულუკიანმა საქართველო ომში გაამტყუნა, აზერბაიჯანს ტვირთი გადაუკეტა, მაგრამ რად გინდა! – ასეთი იზოლირებული და დასუსტებული საქართველოსგან რუსეთი ითხოვს, მისი აზრით ივანიშვილის დაპირებულ აფხაზეთის და “სამხრეთ ოსეთის” აღიარებას და როგორც პირველ ნაბიჯს ამ გზაზე, მათთან ოფიციალური ხელშეკრულების გაფორმებას.

ითხოვს დსთ-ში დაბრუნებას და საბაჟო კავშირში შესვლას, ითხოვს ნეიტრალიტეტის გამოცხადებას ახლავე და საქართველოში რუსული ანტიტერორისტული ცენტრის შექმნას. აქვს კიდევ ორი მოთხოვნა, რასაც მე გარკვეული მიზეზების გამო აქ არ გავახმოვანებ.

ხოდა დიქტატორმა გადაწყვიტა ევროპის შემდეგ, ახლა უკვე რუსებისთვის ესწავლებინა ჭკუა. ოღონდ მგონია, რომ ამისთვის რუსეთისგან, რომელსაც არ აინტერესებს არგუმენტი, რომ ქართველების ამჟამინდელი განწყობების კვალობაზე ივანიშვილი უფრო შორს ვერ წავა, სინამდვილეში მაგრად მოხვდება ღრანჭში. სამწუხაროდ ეს ყველაფერი თითოეულ ქართველს უქმნის დიდ საფრთხეს“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ივანიშვილს მეტისმეტად მძიმე, არაპროგნოზირებადი და სახიფათო მდგომარეობა აქვს” – ვახო სანაია

ამ ბოლო პერიოდში, სხვადასხვა ღონისძიებაზე, საზოგადოების წინაშე წარდგნენ ბერა...

“ქართულ ოცნებას” წარმოდგენა არ აქვს რა სჭირდება ქართველ ხალხს” – ხატია დეკანოიძე

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე პოლიტიკური შეფასებებით და...

“კახა, ნუ ნერვიულობ, ჩვენ ხალხთან მისვლა არ გვიჭირს, ეს შენთვის არის წარმოუდგენელი ქუჩაში დაცვის...

"ოპოზიციის ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერი, "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე არ მაქვს სააკაშვილის კომპლექსი, არც მისი პოზიტიურად ხსენება მერიდება” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საქართველოს მე-3 პრეზიდენტ...

“ბატონო ირაკლი კობახიძე, სახელმწიფოს, საქართველოს რაიმე ვალი აქვს მდინარაძის?” – ნუკა არველაძე

ბლოგერი, ჟურნალისტი ნუკა არველაძე (არა)რიტორიკული შეკითხვებით და კონკრეტული მინიშნებებით...

“სკოლაში ფორმების შემოღება ძირითადად ორი არგუმენტოთ “პრავდება” ხოლმე…” – მერაბ მეტრეველი

სკოლაში სავალდებულო ფორმების შემოღებასთან დაკავშირებით საზოგადოებაში გაჩენილ აზრთასხვადასხვაობას და...

“იძულებული ვართ ჩვენით ავხსნათ, თუ რატომ ცვლის ერთი ქოცი პუსტა-პუსტა მეორეს ამა თუ იმ...

მმართველ გუნდში განხორციელებულ მორიგ საკადრო ცვლილებებს, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული...