კვირა, დეკემბერი 28, 2025
1.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"სამწუხაროდ ეს ყველაფერი თითოეულ ქართველს უქმნის დიდ საფრთხეს"...

“სამწუხაროდ ეს ყველაფერი თითოეულ ქართველს უქმნის დიდ საფრთხეს” – მიხეილ სააკაშვილი

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ რეზოლუცია მიიღო, რასაც საქართველომაც დაუჭირა მხარი. აღნიშნულთან დაკავშირებით პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი და კონკრეტულ განმარტებებთან ერთად მიანიშნებს, თუ რა მძიმე დათმობებს ითხოვს რუსეთი ბიძინა ივანიშვილისგან:

ის რომ უკრაინის მხარდაჭერას ქოცებმა ხელი მოაწერეს, ეს უდავოდ დადებითი ფაქტია. თუმცა არ ვეთანხმები მათ ვინც ამ სახეცვლილებას მხოლოდ საერთაშორისო ქიმიური გამოძიების შიშს მიაწერს, სიტუაცია ბევრად უფრო ღრმაა და არ დაიჯერებთ, მაგრამ მიმართულია რუსეთის გასაღიზიანებლად.

კარგად უნდა მოვუსმინოთ მოსკოვიდან მესიჯებს, რომლებშიც ორივე, ლავროვი და ზახაროვაც ახლახან აცხადებდნენ რომ ვერ ხედავენ “საქართველოსთან ურთიერთობის აღდგენის საფუძველს” რეალობაა ის, რომ პუტინი თვლის, რომ ივანიშვილმა გადააგდო და შეიძლება არც ცდებოდეს ამაში.

საქმე იმაშია რომ ივანიშვილმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ შესაძლებლობების ფარგლებში რუსეთისთვის ესიამოვნებინა – ევროკავშირზე უარი თქვა, მე ხანგრძლივ ტყვეობაში ვყავარ, ოსებისთვის ბოდიშის მოხდა დააანონსა, წულუკიანმა საქართველო ომში გაამტყუნა, აზერბაიჯანს ტვირთი გადაუკეტა, მაგრამ რად გინდა! – ასეთი იზოლირებული და დასუსტებული საქართველოსგან რუსეთი ითხოვს, მისი აზრით ივანიშვილის დაპირებულ აფხაზეთის და “სამხრეთ ოსეთის” აღიარებას და როგორც პირველ ნაბიჯს ამ გზაზე, მათთან ოფიციალური ხელშეკრულების გაფორმებას.

ითხოვს დსთ-ში დაბრუნებას და საბაჟო კავშირში შესვლას, ითხოვს ნეიტრალიტეტის გამოცხადებას ახლავე და საქართველოში რუსული ანტიტერორისტული ცენტრის შექმნას. აქვს კიდევ ორი მოთხოვნა, რასაც მე გარკვეული მიზეზების გამო აქ არ გავახმოვანებ.

ხოდა დიქტატორმა გადაწყვიტა ევროპის შემდეგ, ახლა უკვე რუსებისთვის ესწავლებინა ჭკუა. ოღონდ მგონია, რომ ამისთვის რუსეთისგან, რომელსაც არ აინტერესებს არგუმენტი, რომ ქართველების ამჟამინდელი განწყობების კვალობაზე ივანიშვილი უფრო შორს ვერ წავა, სინამდვილეში მაგრად მოხვდება ღრანჭში. სამწუხაროდ ეს ყველაფერი თითოეულ ქართველს უქმნის დიდ საფრთხეს“, – აცხადებს მიხეილ სააკასვილი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“თავისუფალი ადამიანები დღეს გადიან არაადამიანურ მოპყრობას – “კარცერის” ტიპის იზოლატორებში‼️” – ლაშა ტყეშელაძე

იურისტი ლაშა ტყეშელაძე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში, ადმინისტრაციული პატიმრობის...

“როცა სახელმწიფო კორუმპირებულია, მაშინ დგება კარტელური გარიგებები ჩინოვნიკების მონაწილეობით” – მიხეილ სააკაშვილი

მთავრობის მეთაურის ირაკლი კობახიძის განცხადებას, ქვეყანაში პროდუქტებზე მაღალ ფასებსა...

“სანამ ივანიშვილის რჩეული კადრები მართავდნენ, იყო ბნელი და უკუნი და მოვიდა კობახიძის გუნდი და...

მმართველი გუნდის განცხადებებს, რომ ირაკლი კობახიძის მთავრობის მეთაურად დანიშვნის...

“ჩვეულებრივი კრიმინალური სინდიკატი მართავს საქართველოს” – გია ჯაფარიძე

სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის დაპატიმრების ფაქტს, ოფილი დიპლომატი,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“თუ ერთი ადგილი გაქვთ, ბაჩო ახალაიას მტკიცებულებებით დაუდასტურეთ ბრალი და არა ცოლის შანტაჟით!” –...

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე თავდაცვის ყოფილი მინისტრის...

“მთელი საქოცეთის ქალთა მოდგმა რომ გააერთიანოთ, თავის აღმატებული ღირსებებით, ერთი ანი ნადარეიშვილი არ გამოიძერწება...

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, ეკა ხერხეულიძე სრულ მხარდაჭერას...

“სამწუხაროდ ეს ყველაფერი თითოეულ ქართველს უქმნის დიდ საფრთხეს” – მიხეილ სააკაშვილი

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების...

“15 წელი ცოტაა, სამუდამო პატიმრობას იმსახურებს, ისეთი დანაშაული ჩაიდინა!” – ბონდო მძინარაშვილი

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი ბონდო მძინარაშვილი, სუს-ის...

“უმადური არასდროს ვყოფილვარ და არც ახლა ვიქნები. მადლობა მას და ვულოცავ იუბილეს😊” – გიორგი...

ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი, მომღერალი გიორგი უშიკიშვილი საქართველოს...