spot_img
მთავარიარჩევნები2024/2025 წლების არჩევნების ანგარიშისა და "დეზინფორმაციის რეესტრის" პრეზენტაცია

2024/2025 წლების არჩევნების ანგარიშისა და “დეზინფორმაციის რეესტრის” პრეზენტაცია

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) 2024/2025 წლების არჩევნების ანგარიშისა და ახალი ვებპლატფორმის „დეზინფორმაციის რეესტრის“ პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას პარტნიორი სახელმწიფო და კერძო უწყებების, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ღონისძიება ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა გახსნა. მან მოწვეულ სტუმრებს საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოების საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნების შესახებ ანგარიში წარუდგინა. ცესკოს თავმჯდომარემ დეტალურად ისაუბრა აღნიშნული არჩევნების მაღალ პროფესიულ დონეზე ადმინისტრირების მიზნით საარჩევნო ადმინისტრაციაში განხორციელებული საქმიანობის შესახებ. როგორც გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნა, საარჩევნო ადმინისტრაციამ საქმიანობა 2023-2026 წლების სტრატეგიის შესაბამისად წარმართა, რომელიც სამ მთავარ პრიორიტეტს მოიცავდა – საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება, ინსტიტუციური გაძლიერება და ტექნოლოგიური განვითარება. ცესკოს თავმჯდომარის განმარტებით, ანგარიშის საჯაროდ წარდგენა წარმოადგენს ანგარიშვალდებულების, გამჭვირვალობისა და ინსტიტუციური პასუხისმგებლობის მნიშვნელოვან ინსტრუმენტს და ემსახურება საარჩევნო პროცესების მიმართ ნდობის განმტკიცებას.

როგორც ცესკოს თავმჯდომარემ აღნიშნა, ორივე საერთო არჩევნებისას საარჩევნო ადმინისტრაციამ ადმინისტრირება გაუწია ფართომასშტაბიან მოდერნიზებულ არჩევნებს, სადაც ამომრჩეველთა თითქმის 90 პროცენტისთვის იყო კენჭისყრაში ელექტრონული საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენებით მონაწილეობის შესაძლებლობა უზრუნველყოფილი. უპრეცედენტო მასშტაბის სამუშაოების ჩატარების შედეგად საარჩევნო პროცესი ყველა ეტაპზე იყო სწორად დაგეგმილი და ორგანიზებული. საარჩევნო ადმინისტრაციამ უზრუნველყო ტექნოლოგიების წარმატებით დანერგვა და ორივე არჩევნების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარება.

ღონისძიების მეორე ნაწილი „დეზინფორმაციის რეესტრის“ პრეზენტაციას დაეთმო. როგორც ცესკოს თავმჯდომარემ აღნიშნა, ვებპლატფორმა საარჩევნო პროცესების მიმართ ინფორმაციული უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით შეიქმნა. ახალი ვებგვერდი disinfo.cec.gov.ge პასუხობს იმ გამოწვევებს, რომელიც უკავშირდება დეზინფორმაციის მიზანმიმართულ გავრცელებას და უარყოფით გავლენას ახდენს საარჩევნო გარემოზე.

რეესტრი წარმოადგენს საჯარო, გამჭვირვალე და სისტემატიზებულ პლატფორმას, სადაც თავმოყრილია ის დეზინფორმაციული განცხადებები და ნარატივები, რომელთა მიზანია საზოგადოებაში არასწორი აღქმების ჩამოყალიბება და საარჩევნო პროცესის დისკრედიტაცია.

აღსანიშნავია, რომ რეესტრში დეზინფორმაციასთან ერთად წარმოდგენილია შესაბამისი, გადამოწმებული და ფაქტებზე დამყარებული ზუსტი ინფორმაცია, რაც მოქალაქეებს აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ სანდო ინფორმაცია პირველწყაროდან. პლატფორმა ხელს უწყობს საზოგადოების ინფორმირებულობის ამაღლებას და საარჩევნო პროცესების შესახებ ობიექტური აღქმის ჩამოყალიბებას.

ცესკოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ „დეზინფორმაციის რეესტრი“ სხვა საშუალებებთან ერთად წარმოადგენს საარჩევნო ადმინისტრაციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინსტრუმენტს ღია კომუნიკაციის, პრევენციისა და ნდობაზე დაფუძნებული საარჩევნო გარემოს შესაქმნელად და მისი განვითარება მომავალშიც გაგრძელდება.

ინფორმაციას საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

თბილისის მერი საერთაშორისო ბაზრობას TAF 2026-ს ესტუმრა

დედაქალაქის მერი კახა კალაძე თბილისის საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“...

“მენატრება ჩემი ქართული ლეგიონი, მენატრება ჩემი ძმები, მენატრება მძაფრად და ძლიერად…” – კობა ხაბაზი

უკრაინაში ნაბრძოლი კობა ხაბაზი, სოციალურ ქსელში, ემოციურ სტატუსს აქვეყნებს: "მენატრება...

“არავის გირჩევდით ამ სიკეთის წინააღმდეგ წასვლას” – არჩილ გამზარდია

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად, "დაიცავი ილიაუნის" ინიციატივას,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...

“რომ არა ვიდეოკადრები, სადისტები ახლაც რესტორანში იქნებოდნენ თავიანთი “გმირობის” აღსანიშნავად და ამ ამბავზე ბევრს...

გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტს, კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება...

“მენატრება ჩემი ქართული ლეგიონი, მენატრება ჩემი ძმები, მენატრება მძაფრად და ძლიერად…” – კობა ხაბაზი

უკრაინაში ნაბრძოლი კობა ხაბაზი, სოციალურ ქსელში, ემოციურ სტატუსს აქვეყნებს: "მენატრება...

“ვისაც იმის შნო არ აქვს, პოლიტიკაში თავისი ტ*აკით მოვიდეს და ეს ოპოზიცია ჩააჩოჩოს, ხელისუფლებას...

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი, პოლიტიკაში ახალი სახეების შემოსვლის ერთგვარ "წინაპირობას",...

“ალბათ როგორ და*ლევდა დღეს, როცა მაინც ამდენი ხალხი დაინახა✌” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი, სოციალურ ქსელში, ეხმაურება...