შაბათი, აგვისტო 2, 2025
27.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიტურიზმიხელისუფლებამ გაიზიარა ჩვენს მიერ 4 მაისს შეთავაზებული მასობრივი...

ხელისუფლებამ გაიზიარა ჩვენს მიერ 4 მაისს შეთავაზებული მასობრივი შიმშილისგან თავის არიდების და ეკონომიკის სწრაფი ამოქმედების გეგმა – გიორგი ვაშაძე

„ხელისუფლება იძულებული გახდა შეეცვალა საკუთარი პირველადი მავნებლური გეგმა და გაიზიარა ჩვენს მიერ შეთავაზებული მასობრივი შიმშილისგან თავის არიდებისა და ეკონომიკის სწრაფი ამოქმედების გეგმა,“ – განაცხადა ბრიფინგზე „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარემ. გიორგი ვაშაძის განმარტებით ერთიანი ძალებით ოპოზიცია შეძლებს ხელი ააღებინოს ხელისუფლებას კრიზისის საკუთარი, პოლიტიკური და ფინანსური მიზნებისთვის გამოყენებისაგან. ოპოზიციონერი ლიდერი ასევე აცხადებს, რომ ეს გეგმები არ უნდა დარჩეს დაპირებებად და დროულად მოხდეს მოსახეობისთვის შიმშილის თავიდან არიდება:

ჩვენმა საერთო ძალისხმევამ შედეგი გამოიღო, ხელისუფლება იძულებული გახდა შეეცვალა საკუთარი პირველადი მავნებლური გეგმა და გაიზიარა ჩვენს მიერ ორშაბათს, 4 მაისს შეთავაზებული მასობრივი შიმშილისგან თავის არიდების და ეკონომიკის სწრაფი ამოქმედების გეგმა, რომელიც ეკონომიკის ამოქმედებას რა თქმა უნდა ეპიდ უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების დაცვის პირობებში გულისხმობს.

კარგია, რომ მთავრობამ ჩვენი გეგმის შესაბამისად ორი თვით გადმოწია მათ მიერ შიდა ეკონომიკის გახსნისათვის განსაზღვრული თარიღი. ასევე, ჩვენი გეგმის შესაბამისად წლის ბოლოდან პირველ ივლისამდე გადმოიწია მათ მიერ თავდაპირველად დადგენილმა საზღვრების გახსნის თარიღმაც.

ახლა მთავარია, რომ ეს გეგმები არ დარჩეს დაპირებებად და დროული, რეალური, ქმედითი ღონისძიებები დაიგეგმოს მოსახლეობის შიმშილის საფრთხის არიდებისა და ეკონომიკის სწრაფად გახსნისათვის, მათ შორის ქვეყნისთვის ისეთი სასიცოცხლოდ მნიშველოვანი სექტორის გახსნა/ამუშავება, როგორიც არის სამასპინძლო-ტურისტული და ავტომობილების რეექსპორტირების ბიზნესი.

ამასთან ერთად, მოახლოებული სასურსათო კრიზისის ფონზე ქვეყნისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პრიორიტეტი მიენიჭოს სოფლის ხელშეწყობას და აგროსექტორის განვითარებას.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მთავრობის დღევანდელი გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ თუ ერთიანი ძალებით ვიმოქმედებთ ჩვენ შეგვიძლია მთავრობა ვაიძულოთ ხელი აიღოს კრიზისის საკუთარი პოლიტიკური და ფინანსური მიზნებისთვის გამოყენებაზე, მაგრამ ეს არ არის გარანტია იმისა, რომ თუ ხვალ მოვდუნდებით ხელისუფლება იგივეს არ შეეცდება სხვადასხვა მიმართულებიოთ.

მე მჯერა, რომ მიუხედავად სირთულეებისა საერთო ძალისხმევით თავს დავაღწევთ როგორც კორონავირუსს და მასთან დაკავშირებულ სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებს,“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძემ სტატეგია „აღმაშენებლის“ გუნდთან ერთად 4 მაისს წარადგინა ანტიკრიზისული გეგმის მეორე ნაწილის პრეზენტაცია, სახელწოდებით როგორ გადავურჩეთ მასობრივ შიმშილს, რომელშიც მოცემული იყო სამი მნიშვნელოვანი თარიღი: 15 მაისი – ეკონომიკური და ადმინისტრაციული შეზღუდვების მოხსნა ქვეყნის შიგნით; 1 ივნისი – სახმელეთო საზღვრების გახსნა, წინასწარი ტესტირების პირობით; 15 ივნისი – საჰაერო საზღვრების გახსნა ტურისტების მიღება ეპიდ უსაფრთხოების სტანდარტების სრული დაცვით.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ჩემი პრეზიდენტობის დროს საქართველოში ტურიზმი გაიზარდა 50 ათასიდან 7 მილიონამდე” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში ტურიზმის განვითარებაში შეტანილი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ერთი დარდი მკლავს: კობახიძე ისე არ გაშპეს რომ მაგის გაფითრებულ სახეს თვალი ვერ მოვკრათ”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მთავრობის მეთაურ ირაკლი...

“აი ამას ამბობს აბსოლუტური და შეუვალი უწიგნური” – გიგი უგულავა კახა კალაძეზე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, გიგი უგულავა თბილისის მერის, კახა...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ახლოსაც ვერ გაეკარები ხელისუფლებას – მე გაძლევ ამის პირობას‼️” – ელისო კილაძე ეკა ბესელიაზე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე მწვავე პოზიციას აფიქსირებს...