კვირა, აგვისტო 3, 2025
23.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიგანბაჟების შეღავათი უნდა შეეხოს პირველი აპრილის შემდგომ ჩამოსულ...

განბაჟების შეღავათი უნდა შეეხოს პირველი აპრილის შემდგომ ჩამოსულ ავტომანქანებსაც – თამთა შამათავა

ავტომანქანების განბაჟებასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმიანება პოლიტიკური პლატფორმა “ახალი საქართველოს” პოლიტსაბჭოს წევრი, თამთა შამათავა და ხელისუფლებისგან მოითხოვს სამართლიანობის დაცვას:

მივმართავ ხელისუფლებას, მორჩნენ კეკლუცს და ძალაუფლებით ტკბობას. მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილება, რათა განბაჟების საშეღავათო პერიოდი დაწესდეს  პირველი აპრილის შემდგომ შემოსული მანქანებსთვისაც.

სრულიად აბსურდული და გაუგებარია, რატომ ეხება შეღავათები მხოლოდ პირველ აპრილამდე ჩამოსულ ავტომანქანებს, აპრილის მერე კოვიდ-19 გაქრა, თუ ხალხი უმუშევარი აღარაა?! დანაშაულია მსგავსი გულგრილი მიდგომა საკუთარი მოქალაქეების მიმართ,” – თამთა შამათავა.

“ახალი საქართველოს” პოლიტსაბჭოს წევრი, აღნიშნულ რეგულაციას აბსურდულს უწოდებს. საუბარია ფინანსთა მინისტრის 17 მარტის ბრძანებაზე, რომლის თანახმადაც პირველ აპრილამდე ჩამოსულ ავტომანქანებს განბაჟების ვადა პირველ სექტემბრამდე გაუხანგრძლივდა. მისი თქმით, გაუგებარია, თუ რატომ შეირჩა საშეღავათო თარიღად პირველი აპრილი:

გაუგებარია რა გათვლებით შეირჩა თარიღი 1 აპრილი, როცა რეალურად აპრილის მერე კრიზისი უფრო გამწვავდა – გაჩერდა ეკონომიკა, დაიკეტა სამუშაო ობიექტები და შესაბამისად, ხალხმა დაკარგა შემოსავალი.

პარადოქსია, მაგრამ შეღავათი შეეხოთ მათ, ვისაც შესაძლოა ნაკლებად სჭირდებოდათ ეს, ხოლო ადამიანებს, ვისაც რეალურად სჭირდება დახმარება, დაკეტილი ეკონომიკისა და საგანგებო რეჟიმის პირობებში, აღნიშნული შეღავათი არ ეხებათ.

ეს არის ხელისუფლების მხრიდან გადადგმული მორიგი გაუაზრებელი და მოუმზადებელი გადაწყვეტილება. მით უფრო, რომ 1 აპრილის მერე არათუ იკლო პანდემიამ არამედ, უფრო გამწვავდა,” – აღნიშნავს თამთა შამათავა.

ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის თქმით, ადამიანები შიმშილის ზღვარზე არიან და ქვეყნის მასშტაბით, ასეთი ადამიანების რაოდენობა, მატულობს:

უმუშევრად დარჩა 150 000-მდე ადამიანი და შესაძლოა ეს რიცხვი 500 ათასამდე გაიზარდოს. ადამიანები შიმშილის ზღვარზე არიან, გაჩერებულია ეკონომიკა და არანაირი ნიშანწყალი კრიზისიდან გამოსვლის არ ჩანს. პირიქით, შეჭირვებული ადამიანების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება,” – განაცხადა თამთა შამათავამ.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“რეჟიმი კრიზისშია, ყალბი კვლევები ვეღარ გადაარჩენს! მთავარია, ახლა ჩვენ გავიაზროთ ერთიანობის ძალა და მნიშვნელობა”...

"გორბის" მიერ ჩატარებულ საზოგადოებრივი აზრის კვლევას პოლიტიკური შეფასებებით ეხმაურება...

“ვარდების რევოლუცია დღეს მსოფლიოში არის ჩვენი ბრენდი, ესენი კი დღესაც რევოლუციით აშინებენ ხალხს?” –...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების შესაძლო...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს კაცი მიხეილ სააკაშვილის “ვივამედიდან” ციხეში გადაყვანას რომ მოითხოვდა, ხომ გახსოვთ?!” – ეკა ხერხეულიძე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ეკა ხერხეულიძე კონკრეტული ფაქტების...

“აი ამას ამბობს აბსოლუტური და შეუვალი უწიგნური” – გიგი უგულავა კახა კალაძეზე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, გიგი უგულავა თბილისის მერის, კახა...

“ერთი დარდი მკლავს: კობახიძე ისე არ გაშპეს რომ მაგის გაფითრებულ სახეს თვალი ვერ მოვკრათ”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მთავრობის მეთაურ ირაკლი...

“ეს უკვე მილიციაც აღარ არის… უცოდინარ, უზრდელ, დამშეულ და აგრესიულ ბრბოდ აქცია პატრონმა” –...

სამართალდამცვი ორგანოს თანამშრომლებთან დაკავშირებით გავრცელებულ კონკრეტულ ფაქტებზე მძიმე შეფასებებს...