spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი დევნილი მოსახლეობისთვის ღირსეული...

“ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი დევნილი მოსახლეობისთვის ღირსეული ცხოვრების პირობების შექმნაა” – კახა კალაძე

ჯერ კიდევ 2012 წელს პარტიის დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი საუბრობდა იმაზე, რომ ჩვენი გუნდის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იქნებოდა ზრუნვა, ზრუნვა ადამიანებზე, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებზე“, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დევნილი ოჯახებისთვის ბინების გადაცემის ღონისძიებაზე განაცხადა.

მისი თქმით, წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, დევნილი მოსახლეობისთვის ღირსეული ცხოვრების პირობების შექმნა მმართველი გუნდის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

მოხარული ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა, თბილისში მცხოვრებ 762 ოჯახს მივულოცო ახალმოსახლეობა და გავიზიარო მათი დიდი სიხარული. ძალიან ემოციურია ეს დღე, რადგან საუბარია ოჯახებზე, რომლებმაც გამოსცადეს ომის უბედურება და დიდი ტკივილი. გახსოვთ ალბათ, როგორი დისკრიმინაციული მიდგომა ჰქონდა წინა ხელისუფლებას დევნილთა მიმართ, როგორი მდგომარეობა იყო ბინების მშენებლობის, დაკანონების მხრივ.

მინდა, მადლობა გადავუხადო „ქართულ ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს“.

მადლობა პრემიერ-მინისტრს იმ დამოკიდებულებისთვის, რასაც ვიჩენთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისადმი. მადლობა ჯანდაცვის მინისტრს მიხეილ სარჯველაძეს გაწეული შრომისთვის, მადლობა კომპანია „ანაგს“ ამ მნიშვნელოვან პროექტში მონაწილეობისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა ახალმოსახლეებს წარმატებები და ბედნიერი ცხოვრება უსურვა.

დღეს 762 დევნილი ოჯახისთვის ცხოვრების ახალი, ბედნიერი ეტაპი იწყება. მათ თვალჭრელიძის ქუჩაზე ახალაშენებულ თანამედროვე სტანდარტის მქონე 4 საცხოვრებელ კომპლექსში სრულად გარემონტებული, ახალი ბინები გადაეცემათ. საბოლოოდ კი აქ აშენდება კიდევ 7 კორპუსი და ჯამში, 2 426 დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდება საცხოვრებელი ფართით.

ასევე, სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ტერიტორია სრულად მოწესრიგდება, საცხოვრებელ კომპლექსის ეზოში მოეწყობა სტადიონები, ბავშვთა გასართობი მოედნები და სავარჯიშო სივრცეები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია როგორც აქ მცხოვრებთათვის, ისე მთლიანად ქალაქისთვის“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“4 თვის წინ დაიწყო ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობის ეტაპობრივი და შესამჩნევი გაუარესება” – შოთა...

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ლიდერის ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მძიმე...

“თუ დღეს ვინმე აზიანებს ე.წ. “ოპოზიციას,” არიან ექს-პრეზიდენტები მიშა და სალომე” – ზაალ ანჯაფარიძე

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსში, კონკრეტულ მოსაზრებას...

ამ ერთმა ისტორიამ საოცარი გმირობის, თანადგომის, დიდი ერთობის ძალა დაანახა მსოფლიოს…

15 ივნისს ინგუშეთში მდინარე სუნჟაში ჩავარდნილი მეგობრის გადასარჩენად 8...

“მე ამ სიყვარულმა მომცა ძალა და მაცოცხლებს კიდევ, ვიცი, ვიქნები თქვენთან ერთად და მეც...

სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსებს აქვეყნებს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ხათუნა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე დასახსნელი არა ვარ, ბიძინა ივანიშვილმა იდარდოს დახსნაზე იმ გარდაუვალი შარისგან, რაშიც გახვეულია” –...

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია, საპატიმროდან გამოგზავნილ...

“მარიამ მეყანწიშვილი არის საოცრად ძლიერი, მაგარი გოგო და უდიდესი პატრიოტი” – გიორგი ვაშაძე

სამოქალაქო აქტივისტის, მარიამ მეყანწიშვილის საქმეს ემოციური შეფასებებით ეხმაურება “ოპოზიციის...

მიხეილ სააკაშვილი: “ყოჩაღ ხაბე! აი ასეთია ნამდვილი ნაციონალი✊”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პოლიციელების მიერ მოყოლილ კონკრეტულ...