spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"დარწმუნებული ვარ, ბიძინა ივანიშვილს ესმის, რომ კობახიძის ქმედებების...

“დარწმუნებული ვარ, ბიძინა ივანიშვილს ესმის, რომ კობახიძის ქმედებების გამო, ბრალდებების ეპიცენტრში შეიძლება თავადაც აღმოჩნდეს!” – ირმა ინაშვილი

ირმა ინაშვილის 19-პუნქტიანი მძიმე პოზიცია-შეფასებები ირაკლი კობახიძესთან დაკავშირებით და ერთგვარი გამაფრთხილებელი მინიშნებები ბიძინა ივანიშვილისთვის:

1. ფაქტია, რომ 2011-2012 წლებში, როცა ჩვენ პატიმრების დასაცავად ვიბრძოდით, ირაკლი კობახიძე სოროსის ფონდში მუშაობდა!

2. ფაქტია, რომ ირაკლი კობახიძე კოჰაბიტაციის აქტიური თანამონაწილე იყო!

3. ფაქტია, რომ ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო საიდუმლოებათა ნდობის ჯგუფში ნაცები შეიყვანა!

4. ფაქტია, რომ ირაკლი კობახიძე ნაცებს გაურიგდა და ნინო ლომჯარია სახალხო დამცველად გაიყვანა!

5. ფაქტია, რომ ირაკლი კობახიძე სააკაშვილის მოსამართლეების უვადოდ დაწინაურების აქტიური მონაწილე იყო!

6. ფაქტია, რომ ირაკლი კობახიძე ნაცებს გაურიგდა და გიგი უგალავა შეიწყალეს!

7. ფაქტია, რომ ირაკლი კობახიძემ დღევანდელი დეპუტატებისა და სახელმწიფო ჩინოვნიკების 80%-ზე მეტი ნაციონალური მოძრაობიდან გადმოიყვანა!

8. ფაქტია, რომ ირაკლი კობახიძემ 2020, 2021, 2024 და 2025 წლების არჩევნები გააყალბა და ხელისუფლება სრულად მიიტაცა!

9. ფაქტია, რომ ირაკლი კობახიძე მისთვის არასასურველ პარტიებს ანადგურებს, ხოლო სასურველ პარტიებს ქმნის და აწინაურებს!

10. ფაქტია, რომ ირაკლი კობახიძემ ქვეყანაში გააცოცხლა საბჭოთა „დანოსების“ ანუ დასმენების სისტემა! ამ „დანოსების“ საფუძველზე პროკურატურამ უკვე აღძრა რამდენიმე საქმე!

11. ფაქტია, რომ ირაკლი კობახიძემ, სააკაშვილის მსგავსად, ქვეყანა ერთ დიდ ციხედ გადააქცია!

12. ფაქტია, რომ ირაკლი კობახიძეს და მის ჩინოვნიკებსა თუ ბიზნესმენებს ქვეყანაში დასაკუთრებული აქვთ თანამდებობებიც, ბიზნესიც და ფულიც!

13. ფაქტია, რომ ირაკლი კობახიძის მთავრობა ყიდის ქართულ მიწებს, პატრიარქი კი ამბობს, რომ არავის აქვს მიწის გაყიდვის უფლება!

14. ფაქტია, რომ ირაკლი კობახიძე ბიუჯეტს განკარგავს, როგორც ჯიბის ფულს, აფინანსებს, ვისაც უნდა და როგორც უნდა! ამასთან, მოსყიდულად აცხადებს განურჩევლად ყველა მოწინააღმდეგეს!

15. ფაქტია, რომ ირაკლი კობახიძე ნაცებთან გარიგებაში ადანაშაულებს ინგა გრიგოლიას სტუმრებს. თავად კი, მრავალჯერ სტუმრობდა ინგა გრიგოლიასაც, ნინო ჟიჟილაშვილსაც და გიორგი გაბუნიასაც კი!

16.ფაქტია, რომ ირაკლი კობახიძეს შეპყრობილი ჰყავს ბიძინა ივანიშვილი! ამასთან, კობახიძის გაძლიერების კვალდაკვალ, ივანიშვილის პრობლემებიც იზრდება: მას გადაემტერა სრულიად საქართველოც და მსოფლიოც!

17. ფაქტია, რომ ირაკლი კობახიძეს ბი-ბი-სი ხალხის ქიმიური ნივთიერებებით მოწამვლაში ადანაშაულებს! გაეროს სპეციალური მომხსენებელი კი, გამოძიებას ითხოვს!

18. ფაქტია, რომ სადამ ჰუსეინი იგივე ბრალდებით დააპატიმრეს და ჩამოახრჩეს!

19. დარწმუნებული ვარ, ბიძინა ივანიშვილს ესმის, რომ კობახიძის ქმედებების გამო, ბრალდებების ეპიცენტრში შეიძლება თავადაც აღმოჩნდეს!” – წერს სოციალურ ქსელში ირმა ინაშვილი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ბიძინა ივანიშვილი, კახა კალაძე, პაატა სალია, ნესტან ვერულაშვილი, გიორგი არევაძე, მარიამ წულაია – ეს...

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა თეონა ჭალიძემ, ტვ "პირველის" ეთერში, ემოციური შეფასებებით...

მიხეილ სააკაშვილი: “ყოჩაღ ხაბე! აი ასეთია ნამდვილი ნაციონალი✊”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პოლიციელების მიერ მოყოლილ კონკრეტულ...

“კობახიძე გვეუბნება, სანამ ჩვენი მოსაწონი პოლიტიკური ძალა არ იქნება ოპოზიციაში, მანამდე დემოკრატიას ნუ მომთხოვთო”...

პოლიტიკის ექსპერტი, დავით ზურაბიშვილი, ოპოზიციასთან დაკავშირებით, მთავრობის მეთაურის, ირაკლი...

“პროპაგანდისტული რეალობიდან გამომდინარე გთავაზობთ შეთანხმებას – ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტი” – ლევან ხაბეიშვილი

საპატიმროდან “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის პოლიტიკური გზავნილები...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე დასახსნელი არა ვარ, ბიძინა ივანიშვილმა იდარდოს დახსნაზე იმ გარდაუვალი შარისგან, რაშიც გახვეულია” –...

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია, საპატიმროდან გამოგზავნილ...

“მარიამ მეყანწიშვილი არის საოცრად ძლიერი, მაგარი გოგო და უდიდესი პატრიოტი” – გიორგი ვაშაძე

სამოქალაქო აქტივისტის, მარიამ მეყანწიშვილის საქმეს ემოციური შეფასებებით ეხმაურება “ოპოზიციის...

მიხეილ სააკაშვილი: “ყოჩაღ ხაბე! აი ასეთია ნამდვილი ნაციონალი✊”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პოლიციელების მიერ მოყოლილ კონკრეტულ...