spot_img
მთავარიადამიანის უფლებები"თუ ეს ფაქტი დადასტურდა, სანქციები კი არა, საერთაშორისო...

“თუ ეს ფაქტი დადასტურდა, სანქციები კი არა, საერთაშორისო ძებნაში გამოცხადება და ჰააგის ტრიბუნალი ელის ყველას, ვინც ამ საშინელ სავარაუდო დანაშაულში მიიღო მონაწილეობა” – შოთა უტიაშვილი

შს სამინისტროს ყოფილი მაღალი თანამდებობის პირი, რონდელის ფონდის უფროსი ანალიტიკოსი, პოლიტიკის ექსპერტი შოთა უტიაშვილი, მძიმე შეფასებებით ეხმაურება, BBC-ს მიერ მომზადებულ მასალაში, საქართველოში საპროტესტო აქციების დროს, შსს-ს მხრიდან მომწამვლელი გაზის სავარაუდო გამოყენებასთან დაკავშირებით წარმოდგენილ ინფორმაციებს/ფაქტებს:

არსებობს ასეთი საერთაშორისო ორგანიზაცია OPCW, ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაცია, რომელიც გაეროს ქვემდებარეა და რომელსაც საქართველოცაა მიერთებული. ეს ორგანიზაცია იძიებს ქიმიური იარაღის გამოყენების სავარაუდო შემთხვევებს, მათ შორის სირიაში ასადის მიერ ხალხის მასობრივ მოწამვლას, სადამ ჰუსეინის მიერ გაზის გამოყენებას ირანელებისა და ქურთების წინააღმდეგ, პუტინის მიერ სკრიპალების მოწამვლას და ა.შ.

ჟურნალისტური გამოძიება, რაც არ უნდა ავტორიტეტული იყოს წყარო, რა თქმა უნდა, საკმარისი არ არის საბოლოო დასკვნისათვის, მაგრამ სრულიად საკმარისია ამ ორგანიზაციის მიერ გამოძიების ჩასატარებლად. და თუ ეს ფაქტი დადასტურდა, სანქციები კი არა, საერთაშორისო ძებნაში გამოცხადება და ჰააგის ტრიბუნალი ელის ყველას, ვინც ამ საშინელ სავარაუდო დანაშაულში მიიღო მონაწილეობა“, – წერს შოთა უტიაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე.

ცნობისათვის: BBC-ს ინფორმაციით – “საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების წინააღმდეგ მებრძოლი დემონსტრანტები სხვადასხვა სიმპტომებს, მათ შორის, თვალების წვას, ქოშინს, ხველასა და ღებინებას უჩიოდნენ, რაც კვირების განმავლობაში გაგრძელდა“. BBC-სვე განმარტებით, სხვადასხვა ექსპერტებთან საუბრის შედეგად გაჩნდა მოსაზრება, რომ “ტკიცებულებები მიუთითებს იმ აგენტის გამოყენებაზე, რომელსაც საფრანგეთის სამხედროებმა “კამიტი” უწოდეს“.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“პირდაპირი მნიშვნელობით ბიძინას გალიაში ბულბულები სხედან, ყვავები კაბინეტებში ჰყავს გამომწყვდეული😊” – ლელა ჯეჯელავა

ქვეყანაში შექმნილი რეალობის ირონიული ინტერპრეტაცია, წარსულის ანალოგებზე, ანალიტიკოს ლელა...

“თუ დღეს ვინმე აზიანებს ე.წ. “ოპოზიციას,” არიან ექს-პრეზიდენტები მიშა და სალომე” – ზაალ ანჯაფარიძე

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსში, კონკრეტულ მოსაზრებას...

“რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს იტყვიან რომ ამ ქალაქში ერთი მაგარი კაცი ცხოვრობდა” –...

ნანუკა ჟორჟოლიანი თემურ უგულავას გარდაცვალების ფაქტს ემოციურად ეხმაურება და...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მარიამ მეყანწიშვილი არის საოცრად ძლიერი, მაგარი გოგო და უდიდესი პატრიოტი” – გიორგი ვაშაძე

სამოქალაქო აქტივისტის, მარიამ მეყანწიშვილის საქმეს ემოციური შეფასებებით ეხმაურება “ოპოზიციის...

“ელენე ხოშტარიას ტუსაღობა ერთდროულად არის სირცხვილიც, ამორალურიც და დანაშაულიც” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა მწვავე პოზიციას აფიქსირებს “კოალიცია ცვლილებებისთვის” და...

“მე დასახსნელი არა ვარ, ბიძინა ივანიშვილმა იდარდოს დახსნაზე იმ გარდაუვალი შარისგან, რაშიც გახვეულია” –...

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია, საპატიმროდან გამოგზავნილ...

“რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს იტყვიან რომ ამ ქალაქში ერთი მაგარი კაცი ცხოვრობდა” –...

ნანუკა ჟორჟოლიანი თემურ უგულავას გარდაცვალების ფაქტს ემოციურად ეხმაურება და...