კვირა, ივნისი 15, 2025
21.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიარჩევნებიდაახლოებით 6 თვეში უნდა გაიმართოს არჩევნები და ჯერჯერობით...

დაახლოებით 6 თვეში უნდა გაიმართოს არჩევნები და ჯერჯერობით გაურკვეველია, კონკრეტულად რა სისტემით ვატარებთ მას და რა ტიპის ცვლილებები შევა “საარჩევნო კოდექსში” – საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველო“ განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებენ საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას დაიწყონ კონსულტაციები ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან, პოლიტიკურ პარტიებთან, არჩევნებზე მომუშავე ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან, მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლობებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. რადგან თუ არ იქნება კონსულტაციები ზემო აღნმიშნულ ორგანიზაციებთან და ინსტიტუტებთან არასამთავრობო ორგანიზაციის განმარტებით არჩევნები ვერ ჩაითვლება ლეგიტიმურად:

„კოვიდ-19”-ის პანდემიის გამო საზოგადოების ყურადღება ძირითადად ჯანდაცვისა და სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებზე არის მიპყრობილი. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ პანდემიასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, არ უნდა დავივიწყოთ ის საკითხებიც, რომლებიც გრძელვადიან პერიოდში ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის აუცილებელია. მათ შორისაა არჩევნებიც, რომელიც დაახლოებით 6 თვეში უნდა გაიმართოს და ჯერჯერობით გაურკვეველია, კონკრეტულად რა სისტემით ვატარებთ მას და რა ტიპის ცვლილებები შევა „საარჩევნო კოდექსში”. სიტუაციას ისიც ამძიმებს, რომ, როგორც ჩანს, არჩევნებამდე დარჩენილი თვეების განმავლობაში პანდემიასთან ბრძოლა გაგრძელდება და არჩევნების დღესაც, მაღალი ალბათობით, ეპიდემიის შესაკავებლად საჭირო ყველა შეზღუდვა ვერ მოიხსნება. აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია, ხელისუფლებამ არსებული ბუნდოვანების გასაფანტად კონკრეტული ნაბიჯები გადადგას.

მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმაზე სამუშაო ჯგუფი ინტენსიურად მუშაობს, საზოგადოებისთვის კვლავაც უცნობია, კონკრეტულად როდის და როგორ აპირებს მმართველი გუნდი კონსტიტუციური და სხვა საკანონმდებლო ცვლილებების მიღებას. იმის გათვალიწინებით, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, რა დროსაც კონსტიტუციის შეცვლა შესაძლებელი არ არის, მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ იცოდეს კონკრეტული გეგმები ამ საკითხთან დაკავშირებით.

მეორე მნიშვნელოვანი საკითხი 31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ეხება. პანდემიის დროს არჩევნების გამართვის თემა დღეს მსოფლიოს ბევრი ქვეყნისთვის აქტუალურია. მიმდინარეობს მსჯელობა, თუ როგორ შეიძლება პანდემიის პირობებში წინასაარჩევნო კამპანიისა და კენჭისყრის ჩატარება, ვინაიდან, როგორც ჩანს, ადამიანთა მასობრივ თავშეყრაზე გარკვეული შეზღუდვები არაერთი თვის განმავლობაში შეიძლება დარჩეს ძალაში. განიხილება არჩევნებში მონაწილეობის რამდენიმე მეთოდი, მათ შორის დისტანციურად ხმის მიცემა (ელექტრონულად ან ფოსტით), ხმის მიცემის პროცესის არჩევნების რამდენიმე დღეზე გადანაწილება და სხვა. პანდემიის დროს ზოგ შემთხვევაში არჩევნების გადადებაც მოხდა, მაგალითისთვის, მიმდინარე წლის 28 თებერვლიდან 30 აპრილის ჩათვლით მინიმუმ 52-მა ქვეყანამ გადადო სხვადასხვა დონის არჩევნები და რეფერდუმი, მათ შორის 17 საერთო ეროვნული არჩევნები ან რეფერუნდუმი იყო, 19 ქვეყანამ კი მაინც ჩაატარა დაგეგმილი არჩევნები.

მიუხედავად იმისა, რომ ეპიდემიოლოგების პროგნოზებით, ოქტომბერში პანდემიის მასშტაბები და მისგან მომავალი საფრთხე მნიშვნელოვნად უნდა იყოს შემცირებული, დიდი ალბათობით გარკვეული შეზღუდვები კვლავაც შეიძლება დარჩეს. საქართველოს კონტექსტიდან გამომდინარე, ხმის მიცემის ბევრი ალტერნატიული მეთოდი ვერ იმუშავებს, ვინაიდან მას არ ექნება პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოების ნდობა. აქედან გამომდინარე, აუცილებელია:

· ეპიდემიოლოგების, საარჩევნო ადმინისტრაციის, პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ჩართულობით დაიწყოს მუშაობა ყველა შესაძლო სცენარზე იმისთვის, რომ განისაზღვროს შესაბამისი ზომები არჩევნების ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოში ჩასატარებლად;

· შემუშავდეს დროებითი შეზღუდვების პირობებში არჩევნების ჩატარებისთვის შესაბამისი ნორმატიული აქტები, სადაც გაიწერება კონკრეტული რეგულაციები, რათა ტექნიკურად შესაძლებელი იყოს ყველა საჭირო პროცედურის ორგანიზება;

· საჭიროების შემთხვევაში, მომარაგებულ იქნას შესაბამისი აღჭურვილობა და ტექნიკური საშუალებები შეზღუდვების პირობებში საარჩევნო ადმინისტრაციისა და ამომრჩევლების ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად. უნდა მოხდეს საარჩევნო კომისიების წევრების გადამზადებაც;

· შეზღუდვების პირობებში შემუშავდეს არჩევნებზე დაკვირვების წესი და სხვა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ, საქართველოს აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას ამ საკითხზე დაიწყონ აქტიური კონსულტაციები საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან, პოლიტიკურ პარტიებთან, არჩევნებზე მომუშავე ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან, მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლობებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

ამ და სხვა ღონისძიებების ჩაუტარებლობის შემთხვევაში ვერ იქნება უზრუნველყოფილი ამომრჩევლის მაღალი აქტივობა და არჩევნებზე სათანადო დაკვირვების შესაძლებლობა. ამ პირობებიდან ერთ-ერთი მაინც თუ ვერ იქნება შესრულებული, არჩევნების ლეგიტიმურობა მნიშვნელოვანი რისკის ქვეშ შეიძლება დადგეს,“ – აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ოცნება” ყველანაირად ცდილობს ლეგიტიმაციის მოპოვებას, მაგრამ ლეგიტიმაციას ვერ მოიპოვებენ უბრალო ვიზიტებით და მოგზაურობებით

“ოცნება” ყველანაირად ცდილობს ლეგიტიმაციის მოპოვებას, მაგრამ ლეგიტიმაციას ვერ მოიპოვებენ...

“არ არსებობს, რომ მე პოლიტიკას შევეხო” – მერაბ დვალიშვილი

UFC-ის ქართველი მებრძოლი, ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი კომენტარს აკეთებს პოლიტიკასთან...

“ნუ გადადებთ მყისიერად უთხრათ – “იდი ნა *უი” – ნებისმიერს, ვინც ამას იმსახურებს” –...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას "სწრაფი გადაწყვეტილების თეორია": "ჩვენ ყველაფერი გვეზარება, ყველა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“გაახურებთ ძალიან? პრეზიდენტი და მთავრობა “საგანგებო მდგომარეობას” გამოაცხადებენ!!!” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

“თეა წულუკიანმა ლევან იოსელიანს მასტერკლასი ჩაუტარა ადამიანის უფლებათა დაცვაში” – ბონდო მძინარაშვილი

პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით სახალხო დამცველის წარდგენისას, მას მწვავე შეფასებებით...

“ახლა არჩევნებში შესვლა ნიშნავს შულერთან კარტის სათამაშოდ დაჯდომას, რაც იმ ხალხის ღალატი იქნება” –...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პოზიციას აფიქსირებს და კონკრეტულ...

“ბრძოლა მიდის მთავარი ოპოზიციური პარტიის ტიტულისთვის🙈” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე "ქართული ოცნების" საპატიო...