spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"თუ თქვენ ის გინდათ, ოღონდ პრადვინუტის პოზა შეინარჩუნოთ...

“თუ თქვენ ის გინდათ, ოღონდ პრადვინუტის პოზა შეინარჩუნოთ და თუნდაც სამუდამოდ ბიძინა მართავდეს ამ ქვეყანას, თქვით პირდაპირ” – მერაბ მეტრეველი

ოპოზიციის ცალკეული წარმომადგენლების მიერ, ერთსქესიანთა ქორწინებასთან დაკავშირებით დაფიქსირებული პოზიციის, საწინააღმდეგო დამოკიდებულებას, კონკრეტული შეფასება-მინიშნებებით ეხმაურება ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი:

ოპოზიცია დღეს უამრავი რამის გამოა საკრტიკებელი და არც მე ვაკლებ, მაგრამ ზოგიერთი პარტიის იმის გამო კრიტიკა, რომ თქვეს: ერთსქესიანთა ქორწინებას არ ვეთანმხებითო, არის ივანიშვილის წისქვილზე წყლის დასხმა.

ვინც ამას აკეთებთ, საერთოდ აზრზე არ ხართ, რა არის პოლიტიკა, რას ნიშნავს პოლიტიკოსი და რითი განსხვავდება ერთმანეთისგან პოლიტიკოსი და აქტივისტი, პოლიტკოსი და ენჯეოშნიკი, პოლიტკოსი და ჟურნალისტი და ა.შ.

დემოკრატია (როგორც ტარანი) თვლითაა. დემოკრატიაში ყველა ადამიანის ხმას ერთი წონა აქვს, მიუხედავად იმისა, ეს ადამიანი ჭკვიანია თუ სულელი, პრადვინუტია თუ ბნელი, ლიბერალია თუ კონსერვატორი და ა. შ.

დემოკრატიაში მოგება თუ გინდა, მოსახლოების უმრავლესობა უნდა მიიმხრო. ჰოდა, ახლა თავად იფიქრეთ, ჩვენს ქვეყანაში მოსახლეობის უმრავლესობა როგორი შეხედულებისაა.

კი, პოლიტიკოსმა საკუთარ პრინციპებს არ უნდა უღალატოს, არ უნდა იფარისევლოს და ა.შ., მაგრამ მან, ასევე, უნდა იპოვოს ბალანსი პრინციპებსა და კომპრომისებს შორის. ეს თუ არ შეუძლია, ის დარჩება აქტივისტად და ვერ გასცდება მისი რეიტინგი 2-3 პროცენტს, როგორც ეს ხდება უმეტესობა პარტიების შემთხვევში.

თუ თქვენ ის გინდათ, ოღონდ პრადვინუტის პოზა შეინარჩუნოთ და თუნდაც სამუდამოდ ბიძინა მართავდეს ამ ქვეყანას, თქვით პირდაპირ“, – წერა მერაბ მეტრეველი ფეისბუქის პირად გვერდზე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მე ამ სიყვარულმა მომცა ძალა და მაცოცხლებს კიდევ, ვიცი, ვიქნები თქვენთან ერთად და მეც...

სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსებს აქვეყნებს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ხათუნა...

“პარტიებმაც და მეტწილად პარტიულმა პოლიტიკოსებმა კარგა ხანია დაკარგეს რაიმე შინაარსობრივი ინტერესი და შერჩათ მხოლოდ...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ...

“მეტი ემპათია თუ არა ჭკუა მაინც არ გაქვთ, რომ საკუთარ მომავალზე იფიქროთ? სად წავა...

ადვოკატ შოთა თუთბერიძის მიერ მისი დაცვის ქვეყ მყოფი “კოალიცია...

“მიშა და დემოკრატიული მმართველობა შეუთავსებელია. სასულთნოა. სასულთნოც შეიძლება მოსწონდეს ვიღაცას” – ანა დოლიძე

პარტია "ხალხისთვის" თავმჯდომარე, ანა დოლიძე "ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე პროცესებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მარიამ მეყანწიშვილი არის საოცრად ძლიერი, მაგარი გოგო და უდიდესი პატრიოტი” – გიორგი ვაშაძე

სამოქალაქო აქტივისტის, მარიამ მეყანწიშვილის საქმეს ემოციური შეფასებებით ეხმაურება “ოპოზიციის...

“ელენე ხოშტარიას ტუსაღობა ერთდროულად არის სირცხვილიც, ამორალურიც და დანაშაულიც” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა მწვავე პოზიციას აფიქსირებს “კოალიცია ცვლილებებისთვის” და...

“მე დასახსნელი არა ვარ, ბიძინა ივანიშვილმა იდარდოს დახსნაზე იმ გარდაუვალი შარისგან, რაშიც გახვეულია” –...

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია, საპატიმროდან გამოგზავნილ...

“რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს იტყვიან რომ ამ ქალაქში ერთი მაგარი კაცი ცხოვრობდა” –...

ნანუკა ჟორჟოლიანი თემურ უგულავას გარდაცვალების ფაქტს ემოციურად ეხმაურება და...