პარასკევი, აგვისტო 1, 2025
35.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"შეწყვიტეთ ფსიქოლოგიური ექსპერიმენტი მოსახლეობაზე, იმიტომ რომ ეს ძალიან...

“შეწყვიტეთ ფსიქოლოგიური ექსპერიმენტი მოსახლეობაზე, იმიტომ რომ ეს ძალიან ძვირი დაუჯდება საქართველოს” – გიორგი ვაშაძე ხელისუფლებას მიმართავს

მივმართავ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, შეწყვიტეთ საქართველოს მოსახლეობაზე სოციალურ-ეკონომიკური და ფსიქოლოგიური ექსპერიმენტი პოლიტიკური მიზნებისათვის,“ – ეს მიმართვა პარტია „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე გააკეთა და იმსჯელა საქართველოში არსებულ მძიმე სიტუაციაზე, როგორც ეკონომიკის, ასევე ადამიანების გაღარიბებისა და შიმშილის საფრთხის მიმართულებით. გიორგი ვაშაძემ სამუშაო ადგილების დაკარგვის საფრთხეებზეც ისაუბრა და კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება სტრატეგია „აღმაშენებლის“ ანტიკრიზისული გეგმის მეორე ნაწილზე:

„ქვეყანაში არის უმძიმესი მდგომარეობა. დიახ, კორონა ვირუსი არის მთელს მსოფლიოში, მაგრამ ასეთი არათანაზომადი შეზღუდვები, რომელიც გვაგდებს უკიურესად მძიმე ვითარებაში არის ფაქტობრივად მხოლოდ და მხოლოდ საქართველოში.

ადამიანებმა დღეს უკვე აღარ იციან რა შეიძინონ და რითი იყიდონ საჭმელი. ჩვენ უკვე დავკარგეთ 100 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი, ჩვენ დავკარგეთ 4 მლრდ ლარი ქართულ ეკონომიკაში, ყოველდღიურად ვკარგავთ 100 მლნ ლარს. თუ პროცესი ასე გაგრძელდა 500 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი დაიკარგება, რაც ყველაზე სამწუხარო და საგანგაშოა, გველოდება მასიური შიმშილი.

არ გეგონოთ, რომ პოლიტიკური მიზნისთვის ან თუნდაც არჩევნებისთვის ამას რამენაირად გამოიყენებთ, რადგანაც მშიერი ადამიანი პირველ რიგში სწორედ ხელისუფლებისგან მოითხოვს პასუხს, ამიტომ კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ ხელი აიღეთ არასწორი ცრუ გადაწყვეტილებებისგან, ყოველგვარი საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებისგან, მოხსენით შეზღუდვები ისე, როგორც ეს ჩვენი გეგმით გითხარით.

15 მაისს ქვეყნის შიგნით, 1 ივნისს სახმელეთო საზღვრები და 15 ივნისს უკვე საჰაერო სივრცე უნდა გავხსნათ, ეს არ ერთადერთი გზა ქართული ეკონომიკის გადასარჩენად. ამიტომ შეწყვიტეთ ეს ექსპერიმენტი, გონს მოეგეთ და მიიღეთ ის გადაწყვეტილებები, რომლებიც საზოგადოებისთვის, ხალხისთვისაა მნიშვნელოვანი.

1. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ, რომ შევინარჩუნოთ ის, რაც გვაქვს;
2. დავიბრუნოთ ის სამუშაო ადგილები და ეკონომიკა, რომელიც გვქონდა;
3. ვიფიქროთ, როგორ გავზრდით ამ ყველაფერს.

დღეს მივექანებით უკიდეგანოდ უკან-უკან და არათანაზომადი შეზღუდვების ყოველი დღე არის შიმშილის დღე ქვეყანაში, კიდევ უფრო მეტად დაკარგული ეკონომიკა, დაკარგული სამუშაო ადგილები და უფრო მეტად მშიერი ადამიანები. ეს წარმოუდგენელი და მიუღებელია.

ყოველივე ეს პოლიტიკური მიზნებია თუ არაპროფესიონალიზმი ეს საზოგადოებამ განსაჯოს, მაგრამ არ შეიძლება ქვეყანას, შენს სახელმწიფოს მოექცე ისე, როგორც ექცევა “ქართული ოცნება”. არ შეიძლება შენი მოქალაქე უბრალოდ გაწირო შიმშილისთვის, არ შეიძლება უბრალოდ არ გაიაზრო, არ შეისწავლო რა ხდება სხვა ქვეყნებში და არ მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილებები.

დიახ, როცა ვამბობთ ამას, რომ პოლიტიკური მიზნები აქვს, იმიტომ ვამბობთ, რომ ეს დღესავით ნათელია. ის კარანტინები, შეზღუდვები, კომენდანტის საათი და ბიზნეს-ეკონომიკის გაჩერება, ეს ყველაფერი არის ფაქტობრივად შინაარსი იმის, რაც ყოველდღიურად აღარიბებს თითოეულ ჩვენგანს.

შეწყვიტეთ ფსიქოლოგიური ექსპერიმენტი მოსახლეობაზე, იმიტომ რომ ეს ძალიან ძვირი დაუჯდება საქართველოს. თუ ასე გაგრძელდა ჩვენ ამ კრიზისიდან რომ გამოვიდეთ წლები დაგვჭირდება. ამის ფუფუნება საქართველოს არ აქვს, ისედაც გაჭირვებულ და ძალიან მძიმე დღეში მყოფ საქართველოს მოსახლეობას,” – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“რა ვიცი აბა ჯუანშერ, რანაირად აგცდებიან ესენი?! 🤷🏻‍♂️” – ლევან ხაბეიშვილი ჯუანშერ ბურჭულაძეზე

"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი სკანდალური ინფორმაციებით ეხმაურება...

“ჩემი პრეზიდენტობის დროს საქართველოში ტურიზმი გაიზარდა 50 ათასიდან 7 მილიონამდე” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში ტურიზმის განვითარებაში შეტანილი...

“ეს მთელი დომხალი გამოწვეულია კორუფციით, არაკომპეტენტურობით და ზოგადად ადამიანების მიმართ დამცინავი დამოკიდებულებით” – მიხეილ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში არსებულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ერთი დარდი მკლავს: კობახიძე ისე არ გაშპეს რომ მაგის გაფითრებულ სახეს თვალი ვერ მოვკრათ”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მთავრობის მეთაურ ირაკლი...

“საკუთარი გამოცდილებით გეტყვით, ვისაც ამ საკითხთან შეხება არასდროს ჰქონია” – ირაკლი ოქრუაშვილი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი კონკრეტულ ფაქტებს იხესნებს პირადი...

“დღეს მივხვდი, რომ თეა წულუკიანის პორტრეტი ძალიან დამშვენდებოდა მისი სასახლის კედლებს🤣” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას (ირონიული) შეთავაზება: "ბატონი ბიძინას კოლექციიდან რაღაც ნიმუშები...