პარასკევი, ნოემბერი 28, 2025
4.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მოკლედ ეს არის ორი მენტალობა, ორი სამყარო და...

“მოკლედ ეს არის ორი მენტალობა, ორი სამყარო და ახლა ამ შეჯახების შუაგულში ვართ ყველა” – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი, საპატიმროდან გამოგზავნილი წერილით, მადლობას უხდის ყველას, ვინც მას გიორგობის დღესასწაული და ვარდების რევოლუციის 22 წლისთავი მიულოცა. ამასთან მე-3 პრეზიდენტი ვარდების რევოლუციის შემდეგ განხორციელებულ რეფორმებზე საუბრობს და პარალელს ავლებს დღევანდელ რეალობასთან:

ძალიან ბევრი თბილი შეტყობინება მივიღე გიორგობის დღის და ვარდების რევოლუციის 22 წლისთავის მოლოცვით.

ყველას დიდი მადლობა, ბევრი თქვენგანი იყო ამ დიდი ცვლილებების თანაავტორი, მათ შორის ის ჟურნალისტები ვინც გუშინ TV-ში საუბრობდა, ვახო სანაია, თეა ადეიშვილი, მათე კირვალიძე, სოფო ზურაბიანი, თენგო გოგოტიშვილი და ბევრი სხვა.

თქვენ იყავით, მათ შორის, თანაავტორი მენტალური რევოლუციის. ვარდების რევოლუციამდე საზოგადოების უმეტეს ნაწილს ჰქონდა ლუზერის მენტალიტეტი. ჩვენ ყველამ ერთად დავარწმუნეთ ადამიანები, რომ ისინი მაგრები არიან, ქოცები არწმუნებენ, რომ ისინი არავინ არ არიან.

ვარდების რევოლუციამდე ახალგაზრდების მისაბაძი მაგალითი ქურდები იყვნენ, იმ 9 წელიწადში სწავლა გახდა პრესტიჟული. მანამდე საქართველო ცივილიზაციურ დონეზე, თავისუფალ სამყაროდან, ძირითადად იზოლირებული იყო, 2003 წლის შემდეგ დასავლეთი ძალიან ფართო ფრონტით შემოვიდა ჩვენთან.

2004 წლის შემდეგ ბირჟები დაიშალა, ახლა ისევ ყველგანაა. 2004 წლის შემდეგ შრომა გახდა მთავარი ფასეულობა, დამკვიდრდა მერიტოკრატია და სოციალური ლიფტი. ახლა დაბრუნდა ნეპოტიზმი და როდესაც ხალხი ახლა უყურებს წარმატების რეცეპტს – მას არაფერი აქვს საერთო შრომისმოყვარეობასთან, განათლებასთან და ნიჭთან. მაშინ იყო წესები და ახლა “ქართულ-ჯიგრული პონტი”.

მოკლედ ეს არის ორი მენტალობა, ორი სამყარო და ახლა ამ შეჯახების შუაგულში ვართ ყველა“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ნაცების კი არა, ხალხის გეშინიათ აქციაზე, ჩინურო ქოცებო😃🙈” – ელისო კილაძე

პარტია "გახარია - საქართველოსთვის" გადაწყვეტილებას, არ მიიღონ მონაწილეობა 28...

“სცენის და მიკროფონის ყარაულ პატარაიას რომ ჩემი ჟურნალისტობა არ მოსწონს, ეს ცალკე საცოდაობაა🙈🙈🙈” –...

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე სამოქალაქო აქტივისტის, ქალთა...

“ისე ჩემო ნიკა, 1 ჰექტარზე კი არა, ერთი საკნის დაშორებით ვიმყოფებით, საპყრობილის მე-3 სართულზე...

პატიმრობაში მყოფი "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებას, რომ...

ჭიათურელი მაღაროელები 25 ნოემბერს თბილისში აქციას მართავენ

ჭიათურელი მაღაროელების 270-დღიანი უწყვეტი საპროტესტო აქციის მონაწილეები 25 ნოემბერს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“თქვენი სიბეცის გამო, ყველას წაგვართვით ამ ქვეყანაში ცხოვრების, ან სამშობლოში დაბრუნების უფლება😡” – ეკა...

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, ეკა ხერხეულიძე  ცალკეულ პირებს...

“ნაცების კი არა, ხალხის გეშინიათ აქციაზე, ჩინურო ქოცებო😃🙈” – ელისო კილაძე

პარტია "გახარია - საქართველოსთვის" გადაწყვეტილებას, არ მიიღონ მონაწილეობა 28...

“ამ ბავშვმა 5 წლის ასაკში უკვე იცის, რომ უფასო ფული არ არსებობს” – მიხეილ...

მიხეილ სააკაშვილი სოფო ნიჟარაძის და მათი შვილის, ალისას საუბარს...

“ბატონო შალვა, თქვენ არ ამბობდით, რომ ევროპა ქრისტიანულ ფასეულობებს დაშორდა, რომ ასეთი ევროპა თქვენთვის...

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის ვატიკანში ვიზიტთან დაკავშირებით, ანალიტიკოსი ლელა...