spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ისე ჩემო ნიკა, 1 ჰექტარზე კი არა, ერთი...

“ისე ჩემო ნიკა, 1 ჰექტარზე კი არა, ერთი საკნის დაშორებით ვიმყოფებით, საპყრობილის მე-3 სართულზე და შეგვეძლო აქაც გაგვერკვია ნებისმიერი გაუგებრობა🙂” – მიხეილ სააკაშვილი

პატიმრობაში მყოფი “კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებას, რომ მისთვის მიხეილ სააკაშვილი “წითელი ხაზია”, კონკრეტული შეფასებებით ეხმიანება საქართველოს მე-3 პრეზიდენტი:

რაც შეეხება ნიკა მელიას განცხადებას, ჩემს 2 ნოემბრის პოსტში ის არც ნახსენებია და არც ნაგულისხმები, იქ არაფერი მსგავსი რაზეც ნიკა საუბრობს არ წერა.

იგივე ეხება ჩემს მეორე მეგობარ ნიკა გვარამიას, ძალიან ვაფასებ ორივე ნიკას მრავალწლიან ბრძოლას, რომლისთვისაც ფასი გადაიხადეს ორჯერადი პოლიტპატიმრობის სახით. ბოლოჯერ იმის გამო მოხვდნენ ციხეში, რომ ღალატის კომისიასთან დაკავშირებით დაიკავეს ღირსეული პოზიცია.

წითელი ხაზი, ამ დროს როცა საერთო მტერია დასამარცხებელი არაფერ შუაშია, ზოგადად ამ რთულ მომენტში მხოლოდ უპირობო ერთიანობა გადაგვარჩენს და ნამდვილად დიდი შეცდომა იქნებოდა ერთმანეთზე თავდასხმა.

ქვეყანაა გადასარჩენი და პირად ემოციებზე აყოლას და ეგოების შეჯიბრს, ამ კრიტიკულ მომენტში, ისტორია არ გვაპატიებს.

ჩემი სამი კვირის წინანდელი პოსტი ეძღვნებოდა გილაურების კლანის ან ნებისმიერი სხვა სახის ივანიშვილთან დაკავშირებული “ბიზნესმენების” პოლიტიკასთან არ მიშვებას და მე მყარად ვდგავარ ამ პოზიციაზე. გამარჯვების შემდეგ, უნდა მივიღოთ კანონი ოლიგარქების პოლიტიკაში არ დაშვების შესახებ (ასეთი მიღებული კანონის ერთ-ერთი თანაავტორი ვარ უკრაინაში).

მთლიანობაში, კიდევ ერთხელ მინდა გავუსვა ხაზი, რომ ერთიანობას უბრალოდ არ აქვს ალტერნატივა, ვარდების რევოლუციამ გაიმარჯვა სწორედ განსხვავებული ლიდერების ერთობით. კარგია, რომ პარტიების წარმომადგენლებმა ძალიან თავშეკავებული კომენტარი გააკეთეს ამ ამბავზე.

ისე ჩემო ნიკა, 1 ჰექტარზე კი არა, ერთი საკნის დაშორებით ვიმყოფებით, საპყრობილის მე-3 სართულზე და შეგვეძლო აქაც გაგვერკვია ნებისმიერი გაუგებრობა🙂

თავისუფლება ნიკა მელიას და ყველა პოლიტპატიმარს!✊🏻” – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

ინფორმაციისთვის: ნიკა მელია, კონკრეტულ მინიშნებებს აკეთებს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, რომლის მიერ დაფიქსირებულ კონკრეტულ პოზიციაში დაინახა ერთგვარი ბრალდებები, რის გამოც განაცხადა, რომ იგი მისთვის “წითელი ხაზია” და აღნიშნა, რომ “მე ნიკა მელიას, ასეთი მბრალდებელის გვერდით 1 ჰექტარშიც ვერასოდეს მნახავთ, ერთ ფიზიკურ სივრცეში და გარემოში“.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ასე მგონია, ისევ სააკაშვილია პრეზიდენტი. რატომ აშუქებთ ამ ჯალათის ყველა ამონაკვესს?” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი, ლალი მოროშკინა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე არ მაქვს სააკაშვილის კომპლექსი, არც მისი პოზიტიურად ხსენება მერიდება” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საქართველოს მე-3 პრეზიდენტ...

“ალბათ როგორი ამაყია ახლა პაატა ციხეში, როცა მისი შვილი ამხელა წარმატებას აღწევს” – გიორგი...

"სტრატეგია ამაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერის, პატიმრობაში მყოფი პაატა მანჯგალაძის შვილების...

“ბატონო ირაკლი კობახიძე, სახელმწიფოს, საქართველოს რაიმე ვალი აქვს მდინარაძის?” – ნუკა არველაძე

ბლოგერი, ჟურნალისტი ნუკა არველაძე (არა)რიტორიკული შეკითხვებით და კონკრეტული მინიშნებებით...

“სკოლაში ფორმების შემოღება ძირითადად ორი არგუმენტოთ “პრავდება” ხოლმე…” – მერაბ მეტრეველი

სკოლაში სავალდებულო ფორმების შემოღებასთან დაკავშირებით საზოგადოებაში გაჩენილ აზრთასხვადასხვაობას და...

“იძულებული ვართ ჩვენით ავხსნათ, თუ რატომ ცვლის ერთი ქოცი პუსტა-პუსტა მეორეს ამა თუ იმ...

მმართველ გუნდში განხორციელებულ მორიგ საკადრო ცვლილებებს, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული...