სამშაბათი, აპრილი 29, 2025
6.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიქვეყნისთვის დამღუპველია ხელისუფლების გადაწყვეტილება საზღვრების მესამე კვარტალში გახსნა...

ქვეყნისთვის დამღუპველია ხელისუფლების გადაწყვეტილება საზღვრების მესამე კვარტალში გახსნა და მხოლოდ ზამთრიდან ტურისტების მიღება – დავით ცეკვავა

სტატეგია „აღმაშენებლის“ გუნდის წევრმა და ექსპერტმა დავით ცეკვავამ ეპიდ. უსაფრთხოების ფონზე, საქართველოში ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნებისათვის გადასადგმელ აუცილებელ ნაბიჯებზე ისაუბრა. ექსპერტის განმარტებით და პრეზენტაციაზე წარდგენილი ანტიკრიზისული გეგმის მეორე ნაწილის მიხედვით, აუცილებელია ქვეყანამ მოიზიდოს მინიმუმ 2 მილიონი ტურისტი, რადგან ტურისტების შემოსვლას თან ახლავს უცხოური ვალუტის შემოდინება ქვეყანაში:

იმისათვის რომ საქართველოში შიმშილის დაძლევა მოხდეს და ხალხი არ მივიყვანოთ შიმშილის ზღვარზე, მნიშვნელოვანია შევინარჩუნოთ ქვეყნის ფინანსური თუ ეკონომიკური სტაბილურობა.

როგორც ხელისუფლებამ განაცხადა, – საზღვრებს გავხსნით მესამე კვარტალში და ტურისტების მიღებას დავიწყებთ ზამთრის სეზონზე – ეს იქნება ქვეყნისთვის დამღუპველი გადაწყვეტილება.

ზამთრის დადგომასთან ერთად გაიზრდება იმპორტზე მოთხოვნა, გარდა ამისა ჩვენი ხელისუფლება გვეუბნება, რომ მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები გაგრძელდება და წლის ბოლოსთვის უცხოური ვალუტის დიდი ნაკადის გადინება მოხდება ქვეყნიდან. ერთადერთი ძირითადი შემოსავალი, ერთადერთი ძირითადი სავალუტო ნაკადების ინექცია ეკონომიკაში გვრჩება ტურისტული ბიზნესი.

ძალიან მაღალი მოლოდინით და ალბათობით, იქნება მაღალმხარჯველი ტურისტების შემოდინება. მეტი თვალსაჩინოებისათვის, თუ აქამდე საშუალო ფისკალური ეფექტი ერთი ტურისტისგან იყო 300 აშშ დოლარის ფარგლებში, ახლა მოლოდინია, რომ საშუალოდ ერთი ტურისტი დაახლოებით 700 აშშ დოლარს დახარჯავს და მეტი ვადით დარჩება ქვეყანაში.

მინიმუმ 2 მილიონი ტურისტის მოზიდვა უკვე ზაფხულის სეზონზე უნდა მოხდეს და არა წლის ბოლოს, როგორც ამბობს ხელისუფლება, იმისათვის რომ ამ ტურისტებს მოჰყვეს ფინანსური ნაკადების ზრდა ანუ სავალუტო ნაკადების ზრდა. აუცილებელია ქვეყანაში შევინარჩუნოთ საგადამხდელო ბალანსი და ფინანსური წონასწორობა.

საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი და მთავარია სტრატეგია „აღმაშენებლის“ მიერ მომზადებული გეგმის მაქსიმალურად გათვალისწინება. ჩვენ ამ პრეზენტაციით ვცდილობთ შევინარჩუნოთ საგადამხდელო ბალანსი და ფინანსური წონასწორობა, მივაწვდინოთ ხმა ხელისუფლებამდე,’’ – აცხადებს დავით ცეკვავა.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“გამონახეთ დრო საკუთარი შვილებისთვის” – მედეა ლეჟავა

ბავშვთა ფსიქოლოგი, მედეა ლეჟავა სააგენტო ,,პარალელთან” ინტერვიუში საუბრობს, თუ...

“ზოგიერთი ევროპელი ბიუროკრატის მხრიდან შანტაჟის მიუხედავად, საქართველოს ინტერესები არ დაითმობა” – კახა კალაძე

„ევროპელი ბიუროკრატები დამარცხდნენ არჩევნებში, ქართველმა ხალხმა მათ უთხრა არა....

“საქართველოს 100% ოკუპირებულია რუსეთის მიერ, ერთი გასროლის გარეშე” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში, გდდ-ს ყოფილ...

“უკრაინამ დააფიქსირა თავისი პრინციპული, ურყევი პოზიცია და წითელი ხაზები რუსეთთან” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მოემზადეთ, წინ პროკურატურის გრძელი დერეფნებია…” – ლალი მოროშკინა

რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით კონკრეტულ პოზიციას აფიქსირებს და თავის მოსაზრებას...

ირაკლი ღარიბაშვილის “წასვლა” პოლიტიკიდან დაახლოებით იგივე ამბავია ბიძინა რომ “მიდიოდა” – დავით ზურაბიშვილი

პოლიტიკის ექსპერტის, დავით ზურაბიშვილის პოზიცია-შეფასება ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკიდან წასვლასთან...

“ირაკლი ღარიბაშვილს რომ თავმოყვარეობა არ აქვს ეს არაერთხელ დამტკიცდა” – თინა ბოკუჩავა

“ირაკლი ღარიბაშვილს რომ თავმოყვარეობა არ აქვს ეს არაერთხელ დამტკიცდა,...