მიხეილ სააკაშვილი სოფო ნიჟარაძის და მათი შვილის, ალისას საუბარს იხსენებს, ერთგვარი მინიშნებით:
“ალისა ეუბნება სოფოს: მგონი სანტა-კლაუსი მოგონილია. აბა თუ მოგონილი არაა, ირმებ-შებმული მარხილით როგორ დაფრინავს? ირმები ხომ არ დაფრინავენ.
ნუ ეს საახალწლო ჯადოსნობაა – პასუხობს სოფო.
– კი მაგრამ ამდენ ბავშვებს რომ ურიგებს საჩუქრებს, ფული საიდან აქვს?
სოფო: მუშაობს.
ალისა: ხოდა მინდა ვიცოდე ზუსტად სად მუშაობს და რა ხელფასს იღებს ისეთს, რომ ამდენის დარიგება შეუძლია?
ამ ბავშვმა 5 წლის ასაკში უკვე იცის, რომ უფასო ფული არ არსებობს“, – აღნიშნავს მიხეილ სააკაშვილი.

