spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ბიძინა ივანიშვილს პირდაპირ ქვეყნით აშანტაჟებდნენ, მაგრამ მან წინ...

“ბიძინა ივანიშვილს პირდაპირ ქვეყნით აშანტაჟებდნენ, მაგრამ მან წინ ქვეყნის ინტერესები დააყენა” – კახა კალაძე

დაველოდოთ გადაწყვეტილებას. იმდენი უსამართლობა ხდება მსოფლიოში, რომ გამორიცხული არაფერია“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ლონდონის სასამართლოში მიმდინარე პროცესის თემაზე ისაუბრა.

კახა კალაძის თქმით, წინა შემთხვევებში ივანიშვილის მიმართ მიღებული გადაწყვეტილებები და მისი დასანქცირება იყო პოლიტიკური ნაბიჯი, ახლაც გამორიცხული არაფერია.

ჩვენ ვიცით ბიძინა ივანიშვილის მიმართ რა დამოკიდებულება აქვთ. მისი შანტაჟი მიმდინარეობდა. ეს არც დაგვიმალავს და ამაზე ღიად ვისაუბრეთ. მან სხვადასხვა ქვეყანაში სასამართლო პროცესი წარმატებით დაასრულა, თუმცა, მისთვის თანხა არ დაუბრუნებიათ. ცხადია, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რადგან ყველა ინსტაციაში გამართლდა. შემთხვევითი არ არის, რომ ბიძინა ივანიშვილს პირდაპირ ქვეყნით აშანტაჟებდნენ. ისიც ვიცით, აქედან გამომდინარე, მან რა პოზიცია დაიკავა და რა გადაწყვეტილება მიიღო. ჩვენ ბევრჯერ გვისაუბრია და ახლაც გავიმეორებ, რომ ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის ქვეყნის ინტერესები. პოლიტიკა, რომელსაც „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ატარებს, პირველ რიგში, ქვეყნის ინტერესებსა და სუვერენიტეტის დაცვას ითვალისწინებს.

დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას. იმდენი უსამართლობა ხდება მსოფლიოში, რომ გამორიცხული არაფერია. როდესაც შენ კონკრეტულ ადამიანს სანქციას უწესებ, ეს განმარტებული და კონკრეტულ ფაქტებზე დაფუძნებული უნდა იყოს. ეს არის სუფთა პოლიტიკური გადაწყვეტილება. ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ძირითადად სიძულვილით, მუქარით, შანტაჟით იყო დაკავებული. გამოვიდნენ და დაასანქცირეს ბიძინა ივანიშვილი, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე. მაშინ ჩვენ მტკიცედ დავდექით, ქვეყნის ინტერესები დავიცავით. არ მივეცით მათ იმის უფლება, რომ ქვეყანა ომში ჩეთრიათ, მეორე ფრონტი გაეხსნათ, ქვეყანა სანქციებს მიერთებოდა და სწორედ ამიტომ მიიღეს მაშინ ეს გადაწყვეტილება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ივანიშვილს მეტისმეტად მძიმე, არაპროგნოზირებადი და სახიფათო მდგომარეობა აქვს” – ვახო სანაია

ამ ბოლო პერიოდში, სხვადასხვა ღონისძიებაზე, საზოგადოების წინაშე წარდგნენ ბერა...

“მადლობა ბატონო ბიძინა, ჩვენ თუ ვერ დავინახეთ სიკეთე, ღმერთი მაღალია…” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი, ლალი მოროშკინა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე არ მაქვს სააკაშვილის კომპლექსი, არც მისი პოზიტიურად ხსენება მერიდება” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საქართველოს მე-3 პრეზიდენტ...

“ალბათ როგორი ამაყია ახლა პაატა ციხეში, როცა მისი შვილი ამხელა წარმატებას აღწევს” – გიორგი...

"სტრატეგია ამაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერის, პატიმრობაში მყოფი პაატა მანჯგალაძის შვილების...

“ლევან ხაბეიშვილი არის ნამდვილი სახალხო ლიდერი, უწესიერესი და უკომპრომისო მებრძოლი” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი განსაკუთრებით პოზიტიურ შეფასებებს აკეთებს...

“სინამდვილეში უ@რაკო დიქტატურა აქვს ბ–ნ ბიძინს” – ნინო ჯანგირაშვილი

მმართველი გუნდის მიერ, პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით, ახალი საკონსტიტუციო სარჩელის...

“არ ვიცი რა აბრაკადაბრას აკეთებს ივანიშვილი, მაგრამ კაი ცხოვრებისგან რომ არ აკეთებს, ფაქტია” –...

ტელეკომპანია “კავკასიას” გენერალურ დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მმართველ გუნდში მიმდინარე...