spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ნაკრების გარშემო ეროვნული ერთიანობა დაინახეს და ეგრევე ჩაერიენ....

“ნაკრების გარშემო ეროვნული ერთიანობა დაინახეს და ეგრევე ჩაერიენ. გატეხეს ეს ერთიანობა” – გია ჯაფარიძე

სპორტისა და პოლიტიკის კავშირზე აკეთებს მინიშნებებს ანალიტიკოსი, პოლიტიკის ექსპერტი გია ჯაფარიძე:

ფეხბურთის ნაკრების ბოლო თამაშებზე ბილეთის ყიდვა აღარ იყო პრობლემა. ნიშანი იყო ეგ. მატჩზე დასწრების მსურველი ნაკლები იყო. ნაკრებმა გულშემატკივარი დაკარგა.

გიორგი გორგაძე უნდა დაიბრუნოს ნაკრებმა, თუ გულშემატკივრის დაბრუნება უნდა. ეგ ბიჭია გულშემატკივრის სახე.

რაც ფეხბურთში ხდება, იგივე ხდება რაგბიში, კალათბურთში, სხვაგან. რაგბიზე 2 ბილეთი იყიდე და 2 ბილეთს გაჩუქებთო. ხალხი აღარ დადის რაგბიზე. რაგბი ჩვენი თამაშია კი არა, რაგბი ქოცების თამაშიაო – სახელოვანმა ვეტერანმა რაგბისტმა მითხრა.

გულშემატკივარი არ მივა რუსეთის საგულშემატკივროდ სტადიონზე. თავისი ნებით არ მივა. დიდი გულგატეხილობაა გულშემატკივარში.

სპორტი და პოლიტიკა გავმიჯნოთო და წყალბურთელი, რაგბის მოთამაშე, “შტანგისტი”, ფეხბურთელი, ჯუდოკა, მოჭიდავე, კალათბურთელი, ჯიბის ბილიარდისტი, ყველა პარლამენტში შერეკეს. ბრმა არავინაა.

რუსებს აშინებთ საქართველოს მოქალაქეების ერთიანობა, რის გარშემოც უნდა დგებოდეს ეს ერთიანობა. ნაკრების გარშემო ეროვნული ერთიანობა დაინახეს და ეგრევე ჩაერიენ. გატეხეს ეს ერთიანობა. სხვა სპორტშიც იგივე მოხდა. ფაქტია, აღარ არის ერთიანობა, აღარ არის “ჩვენ ერთი გუნდი ვართ”. ნაკრებისთვის დაწერილი სიმღერა გულშემატკივარს დარჩა, ნაკრები კი – ამ სიმღერის მიღმა. ჩვენ ვართ საქართველო, ჩვენ, ვინც თავისუფალ ქვეყანაზე ვოცნებობდით, ტრიბუნაზე რომ საქართველოს სახელი ბოლო ხმაზე გვეყვირა.

ბობანს ჰყავს გულშემატკივარი, დღესაც, ამდენი წლის მერე. მესის ჰყავს გულშემატკივარი. გიორგი ცინცაძეს ეყოლება გულშემატკივარი. იური გავრილოვს და სერგეი ტარაკანოვს არ ჰყოლია გულშემატკივარი საქართველოში“, – აცხადებს გია ჯაფარიძე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ალბათ როგორ და*ლევდა დღეს, როცა მაინც ამდენი ხალხი დაინახა✌” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი, სოციალურ ქსელში, ეხმაურება...

მერაბ მეტრეველი: “ოცნება” აშკარად ომში გვითრევს🙂”

სუს-ის მიერ ჯაშუშების დაკავებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ირონიული შეფასებებით...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“რომ არა ვიდეოკადრები, სადისტები ახლაც რესტორანში იქნებოდნენ თავიანთი “გმირობის” აღსანიშნავად და ამ ამბავზე ბევრს...

გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტს, კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...