პარასკევი, ნოემბერი 21, 2025
5.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ჩვენ 28 ნოემბერს შევიკრიბებით კიდევ ერთხელ, რათა ხმამაღლა...

“ჩვენ 28 ნოემბერს შევიკრიბებით კიდევ ერთხელ, რათა ხმამაღლა ვთქვათ მთელი მსოფლიოს გასაგონად – საქართველო არ დაბრუნდება რუსეთისკენ” – “სტრატეგია აღმაშენებლის” განცხადება

“სტრატეგია აღმაშენებელი” პოლიტიკურ შეფასებას აძლევს შარშან 28 ნოემბერს მმართველი პარტიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციასთან დაკავშირებით და უერთდება ერთი წლისთავზე დაგეგმილ საპროტესტო აქციას. აღნიშნულის თაობაზე პარტიამ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა:

28 ნოემბერი იქცა დღედ, როცა არალეგიტიმურმა რეჟიმმა ქვეყანა დააშორა ისტორიულ და კონსტიტუციურ მიზანს.

ერთი წლის წინ, რეჟიმმა გადადგა ნაბიჯი, რომელმაც ნათლად დაგვანახვა, რამდენად შორს არის ხელისუფლების ინტერესები საზოგადოებრივ ნებასთან, ქვეყნის კონსტიტუციურ ვალდებულებასთან და ჩვენს ევროპულ მომავალთან.

საქართველოს ადგილი იყო, არის და იქნება ევროპულ ოჯახში. ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური კურსი – ეს არის ეროვნული არჩევანი, ღირსების საკითხი და თაობების სურვილი, ვიცხოვროთ თავისუფალ, განვითარებულ და ღირსეულ სახელმწიფოში.

ამიტომ ჩვენ 28 ნოემბერს შევიკრიბებით კიდევ ერთხელ, რათა ხმამაღლა ვთქვათ მთელი მსოფლიოს გასაგონად – საქართველო არ დაბრუნდება რუსეთისკენ, ჩვენი ქვეყანა ვერასოდეს შეეგუება კრემლის მმართველობას, ჩვენ ვართ თავისუფლების მოყვარე ერი და ამას ვერავინ შეცვლის!

“სტრატეგია აღმაშენებლის” გუნდი ამ შეუპოვარი ბრძოლის გზაზე უკან არ დაიხევს. ჩვენ ვერც “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის გიორგი ვაშაძის და პარტიის გენერალური მდივნის პაატა მანჯგალაძის მიმართ დაწყებულმა პოლიტიკურმა დევნამ და ზეწოლამ გავტეხა და შეგვაშინა.

ვაგრძელებთ ბრძოლას გამარჯვებამდე!

გვჯერა, რომ ეს ბრძოლა მოიტანს შედეგს და დააბრუნებს ჩვენს ქვეყანას ევროინტეგრაციის გზაზე!” – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ძველ ბიჭებს” ზონდერობა რომ არ “უტყდებათ” იმ ქვეყანაში, ციხიდან გამოტანილმა მაცივარმა და ტელევიზორმა როგორ...

საპროტესტო აქციებზე დაკავებული კონკრეტული პირების პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ ციხიდან...

“გული არ გაიტეხოთ, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა მხარს გიჭერთ, გვერდში გიდგავართ მაშინაც კი, როცა...

„სახელმწიფოც და გულშემატკივარიც გვერდით დაგიდგებით, რომ იყოთ წარმატებულები, რადგან...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“შემზარავ საიდუმლოს უნდა ავხადო ფარდა სუსისთვის და პროკურატურისთვის” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასია"-ს გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მმართველი გუნდის მიმართ...

“მეჩვენება თუ ღარიბას მიმართ სენტიმენტები გაჩნდა მედიაში?!” – ელისო კილაძე

კრიტიკულ მედიაში მთავრობის ყოფილ მეთაურ, ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით გაჟღერებულ...

“დღეს ხმებს გვართმევენ, ხვალ საქართველოს წართმევას შეეცდებიან” – ნანა სურმანიძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი, ემიგრაციაში მყოფი ნანა სურმანიძე მწვავე შეფასებებს...

“პატიმარ ბიჭებსაც გაამხნევებდათ ნაკრების მხარდაჭერა🙏” – ელისო კილაძე

ბულგარეთის საფეხბურთო ნაკრებთან მარცხის შემდეგ თანამემამულეებს, სოციალურრ ქსელში, ფეხბურთის...