spot_img
მთავარიეს საინტერესოაComCom-მა რადიოებს განვითარებისთვის ახალი გეგმა წარუდგინა

ComCom-მა რადიოებს განვითარებისთვის ახალი გეგმა წარუდგინა

კომუნიკაციების კომისიამ საქართველოს წამყვან კერძო FM რადიო მაუწყებლების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა, რომელიც კერძო რადიო მაუწყებლობის ლიცენზირების პროცესის გამარტივების შესახებ ComCom-ის ინიციატივის წარდგენასა და მის განხილვას ემსახურებოდა. აღნიშნული რადიო მაუწყებლებისთვის მეტად მოქნილი პირობების შექმნას და ინვესტიციების დაზოგვას ისახავს მიზნად.

კერძოდ, ინიციატივა ითვალისწინებს მაუწყებლობის ზონების რაოდენობის 15-დან 28-მდე გაზრდას, მათ შორის, კახეთის, აჭარისა და სამცხე-ჯავახეთის ზონების დაყოფას სამ, ხოლო იმერეთის — ხუთ ზონად. მოცემული ცვლილება შეამცირებს თითოეული ზონის ტერიტორიას და მაუწყებლებისთვის საინვესტიციო ხარჯების დაზოგვას შეუწყობს ხელს.

ამასთან, კომუნიკაციების კომისია უფრო მოქნილს გახდის მოთხოვნებს გადამცემების რაოდენობის, მდებარეობისა და ტექნიკური პარამეტრების მიმართ, რაც რადიო მაუწყებლებს საშუალებას მისცემს, გადამცემების შეძენისა და განთავსების მათთვის ოპტიმალური ვარიანტი შეარჩიონ.

საგულისხმოა, რომ 2021 წელს, რადიო მაუწყებლობის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, კომუნიკაციების კომისიამ მნიშვნელოვნად შეცვალა კერძო FM რადიო მაუწყებლების ლიცენზირების წესები: შემუშავდა რადიო მაუწყებლების კონკურსის ჩატარების სტრატეგია და განისაზღვრა ადგილობრივი მაუწყებლობის თხუთმეტი გეოგრაფიული ზონა. თითოეული ზონისთვის კომისიამ დაადგინა მაუწყებლობის ტექნიკური პირობები, როგორიცაა გადამცემების რაოდენობა, მდებარეობა და მათი ტექნიკური პარამეტრები, რომლებიც რადიო მაუწყებლებს უნდა დაეცვათ.

თუმცა, სამაუწყებლო ბაზრის შეფასებამ აჩვენა, რომ რადიო მაუწყებლების უმეტესობას გაუჭირდებოდა ლიცენზირების კონკურსის პირობებით განსაზღვრული სავალდებულო ინვესტიციის განხორციელება, რაც ლიცენზირების პირობების შეუსრულებლობის მიზეზით მაუწყებლობის შეწყვეტას გამოიწვევდა.

რადიო მაუწყებლებისგან მიღებული უკუკავშირის შესწავლის შემდეგ, კომუნიკაციების კომისია ლიცენზირების პროცესის გამარტივების მიზნით, ფორმალურ პროცედურებს დაიწყებს.

ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

2026 წლის იანვარი-ივნისის პერიოდში ექსპორტირებულია 7 ათასი ტონა, 73.5 მლნ აშშ დოლარის ღირებულების თხილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით: 2026 წლის იანვარი-ივნისის...

21 ივლისს თბილისის დროით 20:40-ზე საქართველოში 3.3(Ml) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი – სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი...

🐦კავკასიური ყარანა (Phylloscopus) – ჩვენი მაღალმთიანეთის ერთ-ერთ ყველაზე მცირე ზომის ბინადარია

ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს მორიგი საინტერესო მასალა. ამჯერად გაიცანით...

ერთ-ერთმა ყველაზე ავტორიტეტულმა საერთაშორისო ბიზნესგამოცემა Forbes-მა ბათუმის შესახებ ვრცელი სტატია გამოაქვეყნა

ერთ-ერთმა ყველაზე ავტორიტეტულმა საერთაშორისო ბიზნესგამოცემა Forbes-მა ბათუმის შესახებ ვრცელი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ანუ, სააკაშვილმა რომ მამა დაუჭირა, ეგ იყო “ოჯახის განადგურება” და ივანიშვილმა რომ ქმარი დაუჭირა,...

ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლის, ნუნუკა თამაზაშვილის მადლიერ პოზიციას ბიძინა ივანიშვილის...

“ახლა განახებთ რა უნდოდა ივანიშვილს რიყეზე, რაზეც მას ზრდილობიანი უარი ეთქვა…” – გიგი უგულავა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა საზოგადოებას კონკრეტულ ინფორმაციას აწვდის წლების...

“ამ რუსების მონების ნაცვლად, საერთაშორისო საზოგადოება მუშაობს აქტიურად აღიარებების გასაუქმებლად” – დავით ქაცარავა

გავრცელებული ინფორმაციით ევროკავშირის ქვეყნები აპირებენ დღის წესრიგში დააყენონ სირიასთან...