spot_img
მთავარიკანონი და სამართალი"20 ივნისის აქციაზე პირდაპირ პასუხისმგებელი ადამიანი იყო შინაგან...

“20 ივნისის აქციაზე პირდაპირ პასუხისმგებელი ადამიანი იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც გასცემდა მითითებებსა და ბრძანებებს” – კახა კალაძე გახარიაზე

თუ შენ ქართველი ხალხის მხარდაჭერა არ გაქვს, სადაც გინდა ირბინე, იარე, არანაირი შედეგი ამას არ მოყვება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ გერმანიაში პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის გიორგი გახარიას დასაქმებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოში ხელისუფლებას ირჩევს ქვეყნის მოსახლეობა და ეს არ ხდება გარეშე პირების ჩარევის შედეგად.

ამ ადამიანებს თავიანთი პატრონები ჰყავთ. ჩვენ ბევრჯერ გვითქვამს, რომ ისინი არ ეკუთვნიან ჩვენს ქვეყანას და არიან აგენტურული ქსელის წარმომადგენლები, ასრულებენ შესაბამის დავალებებს. ეს არაფერი კარგის მომტანი არაა, ყოველ შემთხვევაში, ქვეყნის შიგნით. პირველ რიგში, უნდა გქონდეს ხალხის მხარდაჭერა. თუ შენ ქართველი ხალხის მხარდაჭერა არ გაქვს, სადაც გინდა ირბინე, იარე, არანაირი შედეგი ამას არ მოჰყვება.

ეს ვერ გაუაზრებიათ და ვერ გაუთავისებიათ, რომ საქართველოში ხელისუფლებას აირჩევს ქვეყნის მოსახლეობა და გარედან წამოსული დავალებებით არ განისაზღვრება, თუ ვინ უნდა იყოს მთავრობაში.

წლების წინ ეს ასე იყო, თუმცა დღეს გვაქვს რადიკალურად განსხვავებული მდგომარეობა. ყველამ კეთილი უნდა ინებოს, როგორც ქვეყნის გარეთ, ისე ქვეყნის შიგნით, პატივი სცეს ქართველ ხალხს, ჩვენს კონსტიტუციას და ქვეყნის დამოუკიდებლობას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა ასევე უპასუხა შეკითხვას გიორგი გახარიას მიმართ დაწყებულ სისხლისსამართლებრივ დევნასა და მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებასთან დაკავშირებით.

მისივე განმარტებით, 2019 წლის 20 ივნისს გამართული აქციის დაშლის საქმეზე პასუხისმგებელი პირი სწორედ მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია იყო.

პირდაპირ პასუხისმგებელი ადამიანი იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც გასცემდა მითითებებსა და ბრძანებებს. როდესაც შენ ატარებ აქციის დაშლის ოპერაციას, ვინ არის პასუხისმგებელი პირი? ვინ გასცემს ბრძანებებს?

რაც შეეხება სალხალხო დამცველის ანგარიშს, მაქსიმალური მცდელობა იყო, რომ თავიანთი აგენტი რაღაცნაირად შეენარჩუნებინათ, გადაერჩინათ, იგივე თუნდაც ვიცით, ვინ არის სახალხო დამცველი, რას წარმოადგენს, ვისგან ფინანსებოდა. ჩვეულებრივი აგენტია, აგენტურას წარმოადგენს. რა თქმა უნდა, ცდილობდნენ, რომ თავიანთი თანაგუნდელები გადაერჩინათ და ისე შეეფუთათ თემა, რომ გახარიას პასუხისმგებლობა არ ყოფილიყო.

ძალიან ცუდია, რაც მოხდა. არსებობს ორი კონკრეტული საქმე, რაშიც პროკურატურა ბრალს სდებს გიორგი გახარიას. გამოძიება დაწყებულია და დაველოდოთ დეტალურ ინფორმაციას“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ახლა ჩვენ უკვე დიქტატურის გვირაბში ვიმყოფებით დიდი სიჩქარით და აქ სულ სხვა მეთოდებია საჭიროა”...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ეხმაურება რა უნგრეთში ჩატარებულ...

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

“ყველგან, სადაც არჩევნები ტარდება, ხალხი უარს ამბობს მონობაზე” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უნგრეთში შემდგარ არჩევნებს ეხმიანება,...

“აღდგომა დღეს მოგვეცა ყველაზე ნათელი იმედის ნიშანი, მშვიდობიან ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი” – სალომე...

საქართველოს მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, უნგრეთში ოპოზიციის გამარჯვების ინსპირაციით,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...

“არაფერი ქოცებისთვის კარგი არ ხდება სინამდვილეში” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, მმართველ პარტიაში მიმდინარე...

18-20 აპრილის ამინდის პროგნოზი – საქართველოში ცვალებადი ამინდებია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაცია 18-20 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის...