პარასკევი, ოქტომბერი 31, 2025
7.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიIV ხელისუფლებაComCom-მა წინასაარჩევნო პერიოდის მედიამონიტორინგის მეორე ანგარიში გამოაქვეყნა

ComCom-მა წინასაარჩევნო პერიოდის მედიამონიტორინგის მეორე ანგარიში გამოაქვეყნა

კომუნიკაციების კომისიამ 2025 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მედიამონიტორინგის მეორე ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც 5 სექტემბრიდან 4 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს. საანგარიშო პერიოდში სულ 49 მაუწყებლის რაოდენობრივი მონიტორინგი განხორციელდა. მედიამონიტორინგის პროცესში კომუნიკაციების კომისიის დაკვირვების საგანს წარმოადგენდა: წინასაარჩევნო რეკლამა; წინასაარჩევნო დებატები; ახალი ამბები და საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემები; წინასაარჩევნო აგიტაცია; საზოგადოებრივი აზრის კვლევები და გამოკითხვები.
 
აღნიშნული მონიტორინგი მოიცავს სუბიექტისთვის დათმობილ დროს, პირდაპირ და ირიბ გაშუქებას და გენდერს. პირდაპირ დათმობილი დროის ფარგლებში შეფასებულია შემთხვევები, როდესაც საარჩევნო სუბიექტი/კანდიდატი უშუალოდ საუბრობს/მონაწილეობს გადაცემაში. ირიბად დათმობილი დროის ფარგლებში, გაანალიზებულია მაუწყებლის მიერ საარჩევნო სუბიექტზე/კანდიდატზე, მათ მხარდამჭერებზე საუბრისთვის დახარჯული დრო. მონიტორინგის შედეგებში ინფორმაცია ასევე ჩაშლილია გენდერულ ჭრილშიც, კერძოდ, ცალკეულ მაუწყებლებზე საინფორმაციო გამოშვებების ფარგლებში ქალი და კაცი პოლიტიკოსებისათვის დათმობილი ჯამური დრო.
 
გარდა ამისა, ანგარიში მოიცავს 7 სამაუწყებლო არხის, კერძოდ: „საზოგადოებრივი მაუწყებლის“; „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის“; „რუსთავი 2“-ის; „ტელეიმედის“; „პოსტვ“-ის; „ტელეკომპანია პირველის“ და „ფორმულას“ გაშუქების ტონის მონიტორინგს. გაშუქების ტონი შეფასებულია სამი კატეგორიის შესაბამისად: პოზიტიური, ნეიტრალური, ნეგატიური. აღნიშნულ 7 არხზე მონიტორინგი მიმდინარეობდა საუკეთესო დროს, 19:00-24:00 საათამდე პერიოდში.
 
2025 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების მედია მონიტორინგს, კომისიის აპარატის თანამშრომლებთან ერთად, კონკურსის წესით სპეციალურად შერჩეული, საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით გადამზადებული პირები ახორციელებდნენ.
 

ინფორმაციას საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

ComCom-მა მედიაწიგნიერების გლობალური კვირეულის ფარგლებში AI-ის შესახებ კონფერენცია გამართა

კომუნიკაციების კომისიამ, UNESCO-ს მედია და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეულის...

ცესკო: “გრძელდება რეალობის გაყალბების მცდელობა 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით”

გასულ წელს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით დაფიქსირეებულ კრიტიკურ პოზიციებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ნუ მთხოვთ, სიმპათიით ვიყო იმ პერსონების მიმართ, ვინც აქციაზე მიშას ბანერებს ებრძვის და ეს...

26 ოქტომბრის საპროტესტო აქციაზე, პარლამენტის წინ, მიხეილ სააკაშვილის ბანერებით...

“ვინც აქამდე ვერ მიხვდა რა ნაჯახიანი გიჟი ლეწავს ამ ქვეყანას ფუნდამენტურად, ბიძინას ჩიჩილაკი აუცილებლად...

მთავრობის მიერ განათლებაში დაგეგმილ რეფორმას ეხმაურება ტელეკომპანია "კავკასია"-ს გენერალური...

“გახარია ყოველთვის იყო რუსეთის ოფიციალური აგენტი და ივანიშვილის პროექტი” – მიხეილ სააკაშვილი

"სადამდე უნდა ვიშტეროთ თავი? მაგიჟებს ქართული საზოგადოების ნაწილის მიამიტობა! -...

“ხელისუფლება უნდა მიხვდეს, რომ წინააღმდეგობას მოჰყვება უფრო დიდი წინააღმდეგობა!!” – ელისო კილაძე

რუსთაველის გამზირის გადაკეტვაზე ხელისუფლების რეაქციას ეხმაურება "ქრონიკა +"-ის მთავარი...

“ახლა ნახავთ რა ღირს ქოცის ე.წ. მხარდამჭერების ერთგულება და სიყვარული” – ნინო ჯანგირაშვილი

“ქართული ოცნების” ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას...