spot_img
მთავარიარჩევნებიცესკო: "გრძელდება რეალობის გაყალბების მცდელობა 26 ოქტომბრის არჩევნებთან...

ცესკო: “გრძელდება რეალობის გაყალბების მცდელობა 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით”

გასულ წელს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით დაფიქსირეებულ კრიტიკურ პოზიციებს ცენტრალური საარჩევნო კომისია კონკრეტული განმარტებებით ეხმაურება:

26 ოქტომბრის არჩევნებიდან 1 წლის შემდეგ კვლავ არ წყდება ამ არჩევნების და საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის კამპანია და მცდელობა ხელოვნურად გაძლიერდეს ნარატივი თითქოსდა არჩევნები გაყალბდა. უფრო მეტიც, ზოგიერთი პოლიტიკურად დაინტერესებული მხარე ცდილობს ამ თარიღს ერთგვარი სიმბოლური დატვირთვა მისცეს, საკუთარი პოლიტიკური აქტივობები სწორედ მის ირგვლივ ააგოს და დამახინჯებული ფაქტების მიწოდებით საზოგადოებაში შექმნას აღქმა, რომ არჩევნები იყო მანიპულირებული. ეს ხდება იმ ფონზე, როცა მთელი წლის განმავლობაში ვერცერთმა დაინტერესებულმა მხარემ, რომელიც დღეს არჩევნების ვითომდა გაყალბებაზე საუბრობს, ვერ შეძლო მტკიცებულების წარმოდგენა, მათ შორის ვერც პროკურატურისა და სასამართლოსთვის, რომელიც თუნდაც მინიმალურად გაამყარებდა ,,გაყალბების’’ ბრალდებებს.

საზოგადოებას გვინდა შევახსენოთ, რომ 2024 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის შექმნილი 3 111 საუბნო საარჩევნო კომისიის 53 210 წევრიდან 25 261 უფლებამოსილი 9 პარტიის მიერ იყო დანიშნული. კიდევ უფრო რომ დავკონკრეტდეთ თითოეული კომისიის 17 წევრიდან 8 ე.წ. ოპოზიციური პარტიების კვოტით იყო დანიშნული, რაც უზრუნველყოფდა გადაწყვეტილებების ბალანსს და პროცესის მრავალპარტიულ კონტროლს. აღსანიშნავია, რომ არჩევნების დღეს შედგენილ შემაჯამებელ ოქმებში განსხვავებული აზრი მათგან მხოლოდ ცხრამ დააფიქსირა. ისევე, როგორც შემაჯამებელი ოქმები ძირითადად კომისიის წევრთა დიდი უმრავლესობით იქნა ხელმოწერილი, რაც ცალსახად მიუთითებს, რომ არჩევნების დღეს მნიშვნელოვანი დარღვევები არ დაფიქსირებულა. აღსანიშნავია, ის გარემოებაც, რომ პროცესს აკვირდებოდა ათობით ათასი ადგილობრივი და საერთაშირისო დამკვირვებელი, მედიისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელი.

არჩევნების დღეს საარჩევნო უბნების აბსოლუტურ უმრავლესობაში საარჩევნო პროცესის მიმდინარეობა დადებითად შეაფასა ეუთო/ოდირმა, რომლის დასკვნაში ხაზგასმულია, რომ საარჩევნო ელექტრონული აპარატების 99%-მა იმუშავა გამართულად, ხმის მთვლელი აპარატის შედეგები კი ემთხვეოდა ხელით დათვლილ შედეგებს. პოზიტიურად არის შეფასებული საარჩევნო ადმინისტრაციის გამჭვირვალობის პოლიტიკა და მის მიერ განხორციელებული მთელი რიგი საქმიანობები. დასკვნაში გამოთქმულია გარკვეული წუხილები და რეკომენდაციები საარჩევნო პროცესთან დაკავშირებულ რიგ საკითხებთან დაკავშირებით, რაც დამახასიათებელია საარჩევნო პრაქტიკისთვის და არცერთ შემთხვევაში არ წარმოადგენს არჩევნების ლეგიტიმურობის უგულებელყოფის საფუძველს, მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც დასკვნაში არჩევნების გაყალბებაზე საუბარი არ არის.

ამასთანავე, ეუთო/ოდირის საბოლოო შეფასებაში აღნიშნულია, რომ კენჭისყრის დღე ზოგადად კარგად იყო ორგანიზებული პროცედურული თვალსაზრისით და მოწესრიგებულად მიმდინარეობდა. ეს შეფასება წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს დასტურს იმისა, რომ არჩევნების დღეს არსებითი დარღვევები არ დაფიქსირებულა. პროცედურული ორგანიზებულობა მოიცავს ყველა იმ მოქმედებას, რომელიც უშუალოდ უკავშირდება კენჭისყრის დღის ადმინისტრირებას – საარჩევნო უბნების გახსნასა და დახურვას, ხმის მიცემის პროცესის მართვას, ფარულობის უზრუნველყოფას, ამომრჩეველთა იდენტიფიცირებას, ხმის დათვლას და შედეგების შეჯამებას.

შესაბამისად, როდესაც საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია აღნიშნავს, რომ ეს პროცესი კარგად იყო ორგანიზებული პროცედურული თვალსაზრისით, ეს ნიშნავს, რომ ტექნიკური და სამართლებრივი პროცედურები სწორად და გამართულად შესრულდა. ასეთ პირობებში “არსებით დარღვევებზე” საუბარი თავიდანვე ვერაფრით იქნება დასაბუთებული, რადგან სწორედ პროცედურული სიზუსტე განსაზღვრავს არჩევნების სანდოობას და შედეგების ლეგიტიმურობას.

ამრიგად, ეუთო/ოდირის ეს შეფასება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნები ჩატარდა ორგანიზებულად, გამჭვირვალედ და საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით, რაც გამორიცხავს ნებისმიერი ტიპის გაყალბების თეორიულ შესაძლებლობასაც კი.

ამავდროულად, მიუხედავად იმისა, რომ რიგი ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები აგრძელებენ ხმაურიან განცხადებებს გაყალბებაზე, ვერც მათ წარმოადგინეს ე.წ. გაყალბების ფაქტები.

ამრიგად, ნათელია, რომ ,,გაყალბების’’ თემა წარმოადგენს რეალობის შეგნებულად დამახინჯების – გაყალბების მცდელობას, კერძოდ კი კამპანიას, რომელიც საზოგადოებაში უნდობლობის დათესვას და არასწორი აღქმების ჩამოყალიბებას ემსახურება და საარჩევნო ადმინისტრაციისა და მისი წევრების პირდაპირ თუ ირიბ დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.

ამასთან, 2025 წლის 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებმა ფაქტობრივად დაადასტურა, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების ადმინისტრირება მაღალპროფესიული სტანდარტით განხორციელდა. 2024 წლის პარლამენტის არჩევნების შემდგომ პერიოდში წარმატებით ადმინისტრირებული საარჩევნო პროცესი მიზანმიმართულად გადაიფარა უსაფუძვლო ბრალდებებითა და საინფორმაციო მანიპულაციებით, 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე კი, როცა შედარებით ნაკლები იყო პოლიტიკური ინტერესი არჩევნების არადემოკრატიულად გამოცხადების მიმართულებით, საზოგადოებას შესაძლებლობა ჰქონდა რეალურად დაენახა, როგორ მიმდინარეობდა საქართველოში თანამედროვე სტანდარტებით ორგანიზებული არჩევნები – გამართული, გამჭვირვალე, უსაფრთხო, ტექნიკურად ზუსტი და სამართლებრივად დაცული პროცესი, რომელიც გამორიცხავს რაიმე ტიპის მანიპულაციის შესაძლებლობას“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

ინფორმაციას საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ბაჩანა ახალიასთვის სასჯელის გამოტანით, სასამართლომ, ჩემი აზრით, დაუშვა ძალიან სერიოზული სამართლებრივი შეცდომა” – გოჩა...

სასამართლოს მიერ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩანა ახალაიასთვის გამამტყუნებელი განაჩენის...

ფადი ასლი: “ბედნიერებას არაფერი აქვს ფულთან საერთო…”

ბიზნესმენ ფადი ასლის პოზიცია-მინიშნებები: "ზოგიერთი ადამიანი იმდენად ღარიბია, რომ არასდროს...

“ერთადერთი დღეს მათ რისიც ეშინიათ, ეს არის სასწორკვეთილი ადამიანების თავგანწირვა” – მერაბ მეტრეველი

საზოგადოებაში შექმნილი განწყობების შესახებ საუბრობს და თავის მოსაზრება-ვარაუდებს გამოთქვამს...

“სიმართლე რომ არ გაიგოს საზოგადოებამ, ამიტომაა დაკეტილი ყველაფერი მის ირგვლივ – პირადიც და საჯაროც”...

მედიაჰოლდინგ "ქრონიკა +"-ის დამფუძნებლის ელისო კილაძის ადვოკატი ვალერი გელბახიანი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“იმ ჩემი ცოდვით სავსე პოლიციელს მონა ლიზას ღიმილი რომ ენახა, და ვინჩის დახვრეტას მოითხოვდა,...

ოპოზიციონერი ლიდერის, გიორგი ვაშაძის წინააღმდეგ სასამართლოში პოლიციელის მიერ მიცემულ...

“ადამიანის შეფასება უკვე გამოცხადდა დანაშაულად, ღიმილი – საფრთხედ” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა ქვეყანაში შექმნილ რეალობას უმძიმეს შეფასებებს აძლევს...

“აქ იმდენად თავად სააკაშვილი არაა პრობლემა, რამდენადაც ჩვენი ქვეყნის ისტორიის მისეული ხედვა” – დავით...

მიხეილ სააკაშვილის მიერ საპატიმროდან გამოგზავნილ მორიგ პოლიტიკურ შეფასება-განმარტებებს, სადაც...

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“მე უარს ვამბობ მსხვერპლად ყოფნაზე და მინდა მოგიწოდოთ, რამდენადაც ძნელი არ უნდა იყოს, თქვენც...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლა სასამართლო სხდომაზე,...