ოთხშაბათი, ოქტომბერი 29, 2025
14.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ჩვენი პოლიტიკური ძალა გააზრებულად იღებს პასუხისმგებლობას იმ შეცდომებზე,...

“ჩვენი პოლიტიკური ძალა გააზრებულად იღებს პასუხისმგებლობას იმ შეცდომებზე, რაც პირველ რიგში, საპარლამენტო ბოიკოტს ეხება” – გიორგი შარაშიძე

დღეს ჩვენი პოლიტიკური გუნდის პირველი გამოსვლაა და ამას პირველ რიგში გამოვიყენებთ ქართველი ხალხის მისამართით მიმართვისთვის, რადგან პარლამენტი, პირველ რიგში ეკუთვნის ქართველ ხალხს და არა რომელიმე პოლიტიკურ პარტიას“, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა გიორგი შარაშიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ქართველი ხალხი უკვე ერთი წელია ელოდება განსხვავებული აზრის გახმოვანებას პარლამენტში, მაგრამ დარბაზში მხოლოდ ერთი პარტიის გზავნილები ისმის, რასაც სიმართლესთან არანაირი კავშირი არ აქვს და მხოლოდ მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას და მოტყუებას ემსახურება.

ჩვენი პოლიტიკური ძალა გააზრებულად იღებს პასუხისმგებლობას იმ შეცდომებზე, რაც ამ 1 წლის მანძილზე დავუშვით, რაც პირველი რიგში, საპარლამენტო ბოიკოტს ეხება.

უნდა ვაღიაროთ და ვაღიარებთ, რომ პოლიტიკური პროტესტის ამ ფორმამ „ოცნების“ მოძალადე მანქანა ვერ შეაჩერა ჩვენი ქვეყნისთვის ისეთი დამაზიანებელი გადაწყვეტილებების მიღებისგან, როგორიც იყო საქართველოს ევროპულ მომავალზე უარის თქმა, ანტიდემოკრატიული, ადამიანის უფლებების შემლახველი კანონების მიღება და რაც მთავარია, ვერ შეაჩერა „ოცნება“ მშვიდობიან მოქალაქეებზე ძალადობისგან“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

მისივე თქმით, 4 ოქტომბრის პროცესებმა „ქართულ ოცნებას“ საშუალება მისცა დაებრუნებინა დაკარგული ამომრჩეველი და დაეძლია ლეგიტიმაციის კრიზისი.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ატარეთ პირბადეები, რათა პოლიციელებმა თავიანთი არომატული ან სხვა – სპეციფიური სუნით, ზიანი არ მოგაყენოთ”...

გასული საუკუნის ერთ კომიკურ ამბავს იხსენებს ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა...

“უარს ვამბობ პარლამენტის მანდატზე და ვტოვებ პარტიას” – რუსუდან თევზაძე

პარტია "გახარია საქართველოსთვის" პოლიტსაბჭოს წევრი რუსუდან თევზაძე უარს აცხადებს...

“მე ვერაფრით ვიგებ რუსთაველის გადაკეტვის პანაცეას, როდესაც ამდენი ადამიანი ციხის პატიმრობისთვის ხდება განწირული” –...

საპროტესტო აქციების დროს რუსთაველის გამზირის გადაკეტვის მთავარ მიზანთან დაკავშირებით...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ნუ მთხოვთ, სიმპათიით ვიყო იმ პერსონების მიმართ, ვინც აქციაზე მიშას ბანერებს ებრძვის და ეს...

26 ოქტომბრის საპროტესტო აქციაზე, პარლამენტის წინ, მიხეილ სააკაშვილის ბანერებით...

“ამ ხალხთან საერთო სამშობლო რანაირად გვაქვს – მართლა ბედი არ გინდა?!🙃” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მისი ხელისუფლების დროინდელ კონკრეტულ...

“არ ხართ თქვენ ის ხალხი ღარიბაშვილს და ფარცხალაძეს რომ დაიჭერს…” – ლელა ჯეჯელავა

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილთან მიმართებაში სამართალდამცავების მხრიდან მიღებულ გადაწყვეტილებას...

“ქვეყანა გადაიქცა ქოცბანდის სათარეშო პოლიგონად, სადაც ოლიგარქის ბანდა სრულ ბატონ-პატრონად გრძნობს თავს” – დავით...

უკრაინაში ნაბრძოლ ქართველ სამოქალაქო აქტივისტ, ნადიმ ხმალაძეზე განხორციელებულ თავდასხმას...