ოთხშაბათი, ოქტომბერი 29, 2025
13.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მისასალმებელია, რომ ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ, მართალია დაგვიანებით, ერთი...

“მისასალმებელია, რომ ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ, მართალია დაგვიანებით, ერთი წლის თავზე, მაგრამ აღიარა ხალხის ნება, დემოკრატია და სადეპუტატო უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა” – შალვა პაპუაშვილი

დღეს, პარტიის „გახარია – საქართველოსთვის“ წევრები პლენარულ სხდომათა დარბაზში იმყოფებიან და საკუთარი სადეპუტატო უფლებამოსილების შესრულებას შეუდგნენ, რაც მნიშვნელოვანი და მისასალმებელია“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე.

მისივე თქმით, ეს ის გაკვეთილია, რომელიც საქართველოს სხვადასხვა მოწვევის პარლამენტს მრავალჯერ აქვს გავლილი.

2016 წელს არჩევნების შედეგების არაღიარების მცდელობა იყო, თუმცა ბოლოს ყველას მოუწია არჩევნებისა და ხალხის ნების აღიარება და პარლამენტში საქმიანობის დაწყება.

2020 წელსაც ჩვენ ვნახეთ მცდელობა არ ეღიარებინათ არჩევნების შედეგები. ამის შემდეგ, ზოგიერთს ნახევარი წელი, ზოგიერთ კი 1 წელი დასჭირდა იმის გასააზრებლად, რომ ხალხის ნებას ვერ გაექცეოდა და ბოლოს შეუდგნენ სადეპუტატო უფლებამოსილების შესრულებას.

2024 წელსაც ჩვენ ვიხილეთ იგივე მცდელობა – თვალი აერიდებინათ რეალობისთვის და ხალხის ნებისთვის. მისასალმებელია, რომ მართალია დაგვიანებით, ერთი წლის თავზე, თუმცა ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ აღიარა ხალხის ნება, აღიარა დემოკრატია და სადეპუტატო უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სამწუხაროა, რომ ზოგიერთმა პარტიამ უკანდასახევი ხიდები დაწვა და შეიძლება დღეს ძალიან უნდოდეთ პარლამენტში ყოფნა, თუმცა ამის შესაძლებლობა თავადვე მოუსპეს უპირველეს ყოვლისა, საკუთარ ამომრჩევლებს, რომ მათი ხმა პარლამენტში გაჟღერდეს.

ამიტომ, მივესალმები ჩვენს კოლეგებს, რომლებიც დღეს საპარლამენტო საქმიანობას შემოუერთდნენ. თქვენს წინ, დოკუმენტაციასთან ერთად განთავსებულია დეპუტატის ფიცი, რომლის დადება დაგაგვიანდათ, თუმცა „სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს“, ამიტომ გთხოვთ ამ ფიცს ხელი მოაწეროთ და გისურვებთ, რომ ამ ფიცის ერთგულად შეგესრულებინოთ თქვენი სადეპუტატო უფლებამოსილება“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ვინ იყიდის “ლუკოილის” სადგურებს ან შეწყვეტს თუ არა საქმიანობას, მალე გამოჩნდება” – რომან გოცირიძე

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ეკონომისტი...

“ზვიად კვარაცხელია ციხეს გაუძლებს, მაგრამ ეს ციხე როგორღა გაუძლებს ამდენ პატრიოტ ადამიანს?!” – გიორგი...

მწერლის და გამომცემელის, ზვიად კვარაცხელიას დაპატიმრების ფაქტს ემოციური პოზიცია-შეფასებებით...

“უარს ვამბობ პარლამენტის მანდატზე და ვტოვებ პარტიას” – რუსუდან თევზაძე

პარტია "გახარია საქართველოსთვის" პოლიტსაბჭოს წევრი რუსუდან თევზაძე უარს აცხადებს...

“ეს ჯილდო არის ნათელი დადასტურება იმისა, რომ სიმართლის ხმას ვერასოდეს ჩაახშობენ!” – სალომე ზურაბიშვილი...

ევროკავშირის მიერ მზია ამაღლობელისთვის სახაროვის პრემიის მინიჭებას ემოციური შეფასებებით...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ნუ მთხოვთ, სიმპათიით ვიყო იმ პერსონების მიმართ, ვინც აქციაზე მიშას ბანერებს ებრძვის და ეს...

26 ოქტომბრის საპროტესტო აქციაზე, პარლამენტის წინ, მიხეილ სააკაშვილის ბანერებით...

“ამ ხალხთან საერთო სამშობლო რანაირად გვაქვს – მართლა ბედი არ გინდა?!🙃” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მისი ხელისუფლების დროინდელ კონკრეტულ...

“არ ხართ თქვენ ის ხალხი ღარიბაშვილს და ფარცხალაძეს რომ დაიჭერს…” – ლელა ჯეჯელავა

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილთან მიმართებაში სამართალდამცავების მხრიდან მიღებულ გადაწყვეტილებას...

“ქვეყანა გადაიქცა ქოცბანდის სათარეშო პოლიგონად, სადაც ოლიგარქის ბანდა სრულ ბატონ-პატრონად გრძნობს თავს” – დავით...

უკრაინაში ნაბრძოლ ქართველ სამოქალაქო აქტივისტ, ნადიმ ხმალაძეზე განხორციელებულ თავდასხმას...