spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ფედერალისტები კოორდინაციაში ვიქნებით მხოლოდ და მხოლოდ დემოკრატიულ ძალებთან...

“ფედერალისტები კოორდინაციაში ვიქნებით მხოლოდ და მხოლოდ დემოკრატიულ ძალებთან და არა ავტოკრატიებთან – როგორიცაა ლელო და ენმ (და ცხადია, ქოცები)” – თამარ ჩერგოლეიშვილი

პარტია “ფედერალისტების” ერთ-ერთი ლიდერი, თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი თამარ ჩერგოლეიშვილი, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში, კონკრეტულ პრიორიტეტებს განსაზღვრავს პოლიტიკურ პროცესებში თანამშრომლობასთან დაკავშირებით:

მეგობრებო, ფედერალისტები კოორდინაციაში ვიქნებით მხოლოდ და მხოლოდ დემოკრატიულ ძალებთან და არა ავტოკრატიებთან – როგორიცაა ლელო და ენმ (და ცხადია, ქოცები).

ნებისმიერი ავტოკრატიული ძალა ყუმბარიანი მაიმუნია დემოკრატიულ პროცესში და მარცხისთვისაა ყველა პროცესი განწირული, სადაც ისინი გაერევიან.

ჩვენ დასაკარგი დრო არ გვაქვს.

ცხადია საქმე სახელებში არაა – სისტემაშია, სისტემურ შეუთავსებლობაში.
ლელო და ენმ სისტემურად შეუთავსებელია დემოკრატიულ პროცესთან, რადგან ორივე, ქართული ოცნების მსგავსად, ერთი კაცის ახირებით იმართება და არა ამომრჩევლის ინტერესებით – ავტოკრატიაა ორივე!

ვისაც გამარჯვება უნდა და თავში ტვინი აქვს, ამ იდეას გააძლიერებს და გაგვატანინებს.

თუ გონიერი ხალხი არ გვეყო და დღის წესრიგი ისევ ავტოკრატებმა მოიტაცეს, ცხადია ისევ დამარცხდება პროცესი, უბრალოდ ფედერალისტები ამ მარცხზე პასუხისმგებლობას არ გავინაწილებთ – როგორც 4 ოქტომბერზე არ ავიღეთ.

გზა ერთადერთია და გზა არის ეს!

სანამ ამ გზას არ გავივლით, აღთქმულ მიწამდე ვერ მივალთ და სულ რომ მარტომ ვიარო, მაინც სწორად ვივლი იმიტომ, რომ როცა არ უნდა იყოს, შედეგს მოიტანს მხოლოდ და მხოლოდ ეს:

ავტოკრატიების გარიყვა, დემოკრატიების თანამშრომლობა.

სხვა არჩევანი, მათ ვისაც საქართველოს კეთილდღეობა რეალურად გვანაღვლებს – არ გაგვაჩნია!” – აცხადებს თამარ ჩერგოლეიშვილი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს იტყვიან რომ ამ ქალაქში ერთი მაგარი კაცი ცხოვრობდა” –...

ნანუკა ჟორჟოლიანი თემურ უგულავას გარდაცვალების ფაქტს ემოციურად ეხმაურება და...

“ყველამ კეთილი უნდა ინებოს და განსხვავებული მოსაზრება გადმოსცეს შეურაცხყოფის გარეშე” – კახა კალაძე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ყველა უნდა მიეჩვიოს განსხვავებული...

“თანდათან ყველაზე რთულად წარმოსადგენ თუ წარმოუდგენელ საზღვარს სცდება, რაც ქვეყანაში ხდება” – ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი, არტთერაპევტი, ფსიქოთერაპიის ცენტრ “კამარა”-ს დამფუძნებელი ნათია ფანჯიკიძე ქვეყანაში...

“მე დასახსნელი არა ვარ, ბიძინა ივანიშვილმა იდარდოს დახსნაზე იმ გარდაუვალი შარისგან, რაშიც გახვეულია” –...

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია, საპატიმროდან გამოგზავნილ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიშა და დემოკრატიული მმართველობა შეუთავსებელია. სასულთნოა. სასულთნოც შეიძლება მოსწონდეს ვიღაცას” – ანა დოლიძე

პარტია "ხალხისთვის" თავმჯდომარე, ანა დოლიძე "ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე პროცესებს...

“მარიამ მეყანწიშვილი არის საოცრად ძლიერი, მაგარი გოგო და უდიდესი პატრიოტი” – გიორგი ვაშაძე

სამოქალაქო აქტივისტის, მარიამ მეყანწიშვილის საქმეს ემოციური შეფასებებით ეხმაურება “ოპოზიციის...

“ვინც არ უნდა გახდეს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, უკრაინისადმი დამოკიდებულება არ შეიცვლება. ასეთი ჯანსაღია ამ...

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, რომან გოცირიძე დიდ ბრიტანეთში პრემიერ-მინისტრის ცვლილებას...

“ამ დიქტატურის დამარცხება შესაძლებელზე მეტად ადვილია” – მიხეილ სააკაშვილი

"მოვქოქოთ ეს ბრძოლა და ჩამოვშალოთ დიქტატურა", - მიმართავს საზოგადოებას...