spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბები"გზის გადაკეტვის მცდელობები გარედან არის დაფინანსებული" -...

“გზის გადაკეტვის მცდელობები გარედან არის დაფინანსებული” – კახა კალაძე რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეების მხრიდან გზის გადაკეტვის მცდელობები ქვეყნის გარედან არის დაფინანსებული და წახალისებული.

როგორც მან დღეს ჟურნალისტების შეკითხვებზე საპასუხოდ აღნიშნა, მთავარია ის, რომ ვინც კანონის წინააღმდეგ წავა, შესაბამის პასუხს მიიღებს.

ეს პირველი შემთხვევა ხომ არ არის. ჩვეულებრივად დავალებას ასრულებენ, ფულს იღებენ ამაში. თქვენ იცით, რომ გარედან ხდება ამ ყველაფრის დაფინანსება, მითითებების მიცემა, თუ როგორ უნდა იმოქმედონ, მაგრამ ყველაზე მთავარი არის ის, რომ ვინც წავა კანონის წინააღმდეგ, ამას მოჰყვება შესაბამისი რეაგირება. თქვენ იცით, რომ კანონი გამკაცრებულია – დამრღვევი პირველ ჯერზე იხდის ჯარიმას და რამდენიმე დღიანი სასჯელია, ხოლო განმეორებით იგივე კანონსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის შემთხვევაში, მაგალითად, თუ გადაკეტავს გზას, ეს კანონით განსაზღვრული სისხლის სამართლის დანაშაულია და მოჰყვება შესაბამისი რეაგირება“, – განაცხადა თბილისის მერმა.

რაც შეეხება ჟურნალისტის შეკითხვას – რადიკალური ოპოზიციის მიერ ახალი ფინანსური და პოლიტიკური რესურსების საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებისკენ შესაძლო წარმართვის შესახებ, კახა კალაძემ აღნიშნა, რომ უსამშობლო ადამიანები ყოველ ჯერზე აკეთებენ ანტიქართულ საქმეს და ცდილობენ ქართული სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის დაზიანებას.

ოპოზიციის მიზანია იმ დავალებების შესრულება, რაც გარედან მოდის. ყველამ ხომ უკვე კარგად გაიგო, თუ ვინ ვინ არის და რას წარმოადგენს, თუნდაც ეს ოპოზიცია – უსამშობლო, ფულზე გაყიდული აგენტურული ქსელი. მათი ძირითადი მიზანია – ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ დააზიანონ ქართველი ხალხი, ქართული სახელმწიფო და ამ ქვეყნის მომავალი.

ასოცირების შეთანხმების ხელშეკრულების გაფორმების წინ რას აკეთებდნენ – პირდაპირ დარბოდნენ კაბინეტებში და ცდილობდნენ, რომ აღნიშნულ შეთანხმებაზე ხელმოწერა არ მომხდარიყო. იგივე ხდებოდა ვიზალიბერალიზაციის პროცესთან და კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებითაც.

ყოველ ჯერზე ისინი აკეთებენ ანტიქართულ საქმეს, ცდილობენ როგორმე დააზიანონ ქართული სახელმწიფო და ქართველი ხალხი.

ამ ადამიანებს შესაბამისი ადგილი მიუჩინა ქართველმა ხალხმა. ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ აგენტურული ქსელის ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის. ყველა უსამშობლო ადამიანს, ყველა აგენტურას გაეცემა შესაბამისი პასუხი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ნაციონალური მოძრაობის” რებრენდინგი არის ბლეფი” – კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რებრენდინგი...

“აიათოლას პანაშვიდებზე დადიან და ელისაშვილს ტერორიზმის ბრალდებით ასამართლებენ, ეს უსირცხვილოები😡” – ეკა ხერხეულიძე

ალეკო ელისაშვილისთვის 13-წლიანი პატიმრობის მისჯის გადაწყვეტილებას კონკრეტული მინიშნებით ეხმაურება...

“ამ ფოტოზე, რომელიც ყველგან გავიდა ამერიკის მედიაში, ასახულია ჩვენს მიერ ყურძნის დაწურვა ყვარელში. ახლა...

აშშ რესპუბლიკური პარტიის წევრის, სენატორ ლინდსი გრემის მოულოდნელ გარდაცვალებას...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“აიათოლას პანაშვიდებზე დადიან და ელისაშვილს ტერორიზმის ბრალდებით ასამართლებენ, ეს უსირცხვილოები😡” – ეკა ხერხეულიძე

ალეკო ელისაშვილისთვის 13-წლიანი პატიმრობის მისჯის გადაწყვეტილებას კონკრეტული მინიშნებით ეხმაურება...

“ერთადერთი დღეს მათ რისიც ეშინიათ, ეს არის სასწორკვეთილი ადამიანების თავგანწირვა” – მერაბ მეტრეველი

საზოგადოებაში შექმნილი განწყობების შესახებ საუბრობს და თავის მოსაზრება-ვარაუდებს გამოთქვამს...

ნუკა არველაძე: “ასე მგონია, ცოტაც და ტირილს დაიწყებს. “ჟუჟუნა წვიმას” დაუბრუნდი მამუუუ”

ბლოგერი, ჟურნალისტი ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში, ერთგვარ "ფოტო-შეფასებებს" და...

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“ტყეში დამარხული იარაღი კი არა, ბაზალეთის ტბაში რომ აკვანია, ისიც ახალაიების დამარხულია” – ლელა...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ე.წ. "ტყეში დამარხული იარაღის" საქმეზე გამართულ...