spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ამ ბოლო დროს არსებული პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე ველოდი,...

“ამ ბოლო დროს არსებული პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე ველოდი, რა იქნებოდა რუსეთიდან გადადგმული შემდეგი ნაბიჯი საქართველოსთან მიმართებით” – მანანა ჯებაშვილი

საქართველის პარლამენტართა საზოგადოების თავმჯდომარე, მანანა ჯებაშვილი, სოციალურ ქსელში, საფრთხისშემცველი ინფორმაციის ციტირებას ახდენს და მასზე დაყრდნობით მძიმე პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს:

ეს არის ჩვენი ახლო მომავლის პერსპექტივა. ამისთვის ხდება ასე გაშმაგებით პროტესტის ჩახშობა და დევნა. ყველა უნდა დასაჯონ, ვისაც მეამბოხე სული აქვს და ვინც სამშობლოს დაკარგვის პერსპექტივას ეწინააღმდეგება (დანარჩენი ისედაც ცხვრის ფარასავით მიყვება პროცესს)‼️

ამ ბოლო დროს არსებული პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე ველოდი, რა იქნებოდა რუსეთიდან გადადგმული შემდეგი ნაბიჯი საქართველოსთან მიმართებით და ვვარაუდობდი, რომ ეს საკითხი უნდა დამდგარიყო დღის წესრიგში‼️

ეს პერსპექტივა ცხადად გამოიკვეთა შარშან, საპარლამენტო არჩევნებამდე, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა (ზეპირად გამოთქვა რუსეთიდან მიღებული ინსტრუქციის ტექსტი) – ჩვენ უნდა ვაღიაროთ, მოვინანიოთ და ბოდიში მოვუხადოთ ჩვენ აფხაზ და ოს დებს და ძმებს, რომლებიც ცეცხლის ალში გავხვიეთო (ისე, თავმოყვარე ერი ამ სიტყვებისთვის პასუხს მოსთხოვდა მამა-მარჩენალს, მაგრამ ჩვენ გავატარებთ (მცირე პროტესტებს და წინააღმდეგობებს არ ვგულისხმობ), ამას მასობრივი მღელვარება არ მოყოლია.

ამ განცხადებიდან 1-2 თვის შემდეგ ჟენევის ფორმატით შეხვედრის დროს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დასვა საკითხი, რომ ძალიან კარგია საქართველოს მიერ ამის აღიარება, მაგრამ ეს ახლა საქმეში უნდა გადაითარგმნოს და მოხდეს საზღვრების დემარკაცია დელიმიტაციაო‼️

ასეთი მარტივია ყველაფერი‼️

ამის გასაკეთებლად კი საჭიროა საქართველოში იყოს სრული ტერორი და დიქტატურა, რასაც დიდი მონდომებით, სასტიკად და დაუნდობლად ახორციელებს ეს ხელისუფლება ყველა მეთოდის გამოყენებით (4 ოქტომბერის ამბავშიც მათი ხელი ერია, თუმცა არაფერი გამოუვიდათ, ყველა ყველაფერს მიხვდა)‼️“, – აცხადებს მანანა ჯებაშვილი.

და კონკრეტული ინფორმაციის ციტირებას ახდენს:

ვლადიმერ პუტინმა დსთ-ს წევრ მეზობელ ქვეყნებთან რუსეთის სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხებში ახალი სპეციალური წარმომადგენელი დანიშნა, – ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განკარგულებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი ნიკოლაი უდოვიჩენკო დაინიშნოს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხებში მეზობელ ქვეყნებთან – დამოუკიდებელი სახელმწიფოების თანამეგობრობის წევრებთან.

ასევე, მას აფხაზეთის რესპუბლიკასთან, საქართველოსთან და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის მოვალეობა დაეკისროს“, – ნათქვამია განკარგულებაში.

ამასთან, პუტინის განკარგულების მიხედვით, ნიკოლაი უდოვიჩენკო „კასპიის ზღვის შესახებ მოლაპარაკებებში რუსეთის დელეგაციას უხელმძღვანელებს“.

ნიკოლაი უდოვიჩენკომ აღნიშნულ თანამდებობაზე მიხაელ პეტრიაკოვი შეცვალა.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“აი თქვენ კი გაგაპეტუხათ ეშმაკმა მართლა რა! გაგონილა საკუთარი მომხრეების ნერვებზე ასე თამაში?” –...

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ერთგვარ ანალიზს აკეთებს და პროპაგანდის...

“პრემიერის” აქტით გენერალ-მაიორად შერაცხული გაუყენეს რუსული ხომალდის გზას” – ნიკა გვარამია

მმართველ გუნდში განხორციელებილ საკადრო ცვლილებების გამომწვევ სკანდალურ მიზეზებზე აკეთებს...

“როგორ შევაფასოთ “ბაზისბანკის” მიერ “ლიბერთი ბანკის” შეძენის ფინანსური შედეგები პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კუთხით? გაიზარდა...

“ბაზისბანკის” მიერ “ლიბერთი ბანკის” შეძენასთან დაკავშირებით შექმნილ რეალობაზე საუბრობს...

“ალბათ როგორი ამაყია ახლა პაატა ციხეში, როცა მისი შვილი ამხელა წარმატებას აღწევს” – გიორგი...

"სტრატეგია ამაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერის, პატიმრობაში მყოფი პაატა მანჯგალაძის შვილების...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“თუ ჩემი მეუღლის ელისოს პატიმრობა შევარჩიოთ ვინმეს…” – გრიგოლ ხარშილაძე

სოციალურ ქსელში გამოჩნდა პატიმრობაში მყოფ "ქრონიკა +"-ს დამფუძნებლის, ელისო...

“ლევან ხაბეიშვილი არის ნამდვილი სახალხო ლიდერი, უწესიერესი და უკომპრომისო მებრძოლი” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი განსაკუთრებით პოზიტიურ შეფასებებს აკეთებს...

“მე არ მაქვს სააკაშვილის კომპლექსი, არც მისი პოზიტიურად ხსენება მერიდება” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საქართველოს მე-3 პრეზიდენტ...

“ალბათ როგორი ამაყია ახლა პაატა ციხეში, როცა მისი შვილი ამხელა წარმატებას აღწევს” – გიორგი...

"სტრატეგია ამაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერის, პატიმრობაში მყოფი პაატა მანჯგალაძის შვილების...