spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ნებისმიერ შემთხვევაში, რუსები მათზე ფეხებს გაიწმენდენ. ეჭვი არ...

“ნებისმიერ შემთხვევაში, რუსები მათზე ფეხებს გაიწმენდენ. ეჭვი არ შეგეპაროთ ამაში” – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე პარტია “გახარია საქართველოსთვის” გადაწყვეტილებაზე

საპატიმროდან გამოგზავნილ მორიგ წერილში, “კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით, პარტია “გახარია საქართველოსთვის” გადაწყვეტილებაზე პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს:

გახარიას გადაწყვეტილება წამომეწია “პარლამენტში” შესვლასთან დაკავშირებით და ბარემ დავწერ 2 სიტყვას, იქნებ დროზე გამოაღწიოს გარეთ.

1. არაფერი მოულოდნელი ამ ნაბიჯში არ არის. ისედაც გასაგები იყო, რომ 4 ოქტომბრის რუსების ცირკში გაფარჩაკების შემდეგ, მხოლოდ ამაში დაინახავდნენ პარტიის “ხსნას”;

2. თუმცა სინამდვილეში, ეს არ იქნება არანაირი ხსნა. იქნება 12 სკამზე დახამებული ადამიანის მიერ გახარიას აწ უკვე წარსულში არსებული რეიტინგის ბოლო გამოყენება პირადი მიზნებისთვის.
ამ ცირკის დასრულების შემდეგ ეგ ხალხი ზუსტად ისე გაქრება, როგორც გაქრნენ მეზვრიშვილი, ლილუაშვილი, ქემოკლიძე, დაუშვილი და სხვები, რომლებიც სანამ არსებობდა საპარლამენტო სკამის პერსპექტივა, აქეთ გვმოძღვრავდნენ და გვასწავლიდნენ – როგორ უნდა რეჟიმთან ბრძოლა.
(სად არიან? მოიგეს? ტაიმაუტი აქვთ აღებული?);

3. არაფერი სანერვიულო არ არის, ისღა დაგვრჩენია, თვალყური ვადევნოთ როგორ დაასაფლავებს ამ ხალხს რუსული რეჟიმი.

შეიძლება შეუშვან პარლამენტში, მერე აუკრძალონ პოლიტიკური საქმიანობა და გამოყარონ.
შეიძლება შეუშვან და სანამ რეჟიმის ეს პარლამენტად წოდებული ცირკი იარსებებს, შიგნით კენწლონ და აპარტახონ.
შეიძლება შეუშვან, გაზაფხულზე საკონსტიტუციო უმრავლესობაზე გათვლით ვადამდელი ჩაატარონ და ეგრე გამოყარონ.

ნებისმიერ შემთხვევაში, რუსები მათზე ფეხებს გაიწმენდენ. ეჭვი არ შეგეპაროთ ამაში.
ჩვენს ბრძოლაში ამით არსებითად არაფერი იცვლება.

ერთადერთი, ამ 25 ნომრიანი ბანერის წინ ჩატარებულ ყოველდღიურ, უშინაარსო და მხოლოდ მედიაში გამოჩენაზე გათვლილ ბრიფინგებს თუ არ დავუთმობთ ამდენ მედია ყურადღებას, უკეთესი იქნება ყველასთვის.

ასევე, “ცეცხლს დავანთებთ პარლამენტში” დამაკლდა…“, – აცხადებს ზურაბ გირჩი ჯაფარიძე.
21.10.25

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მიშა და დემოკრატიული მმართველობა შეუთავსებელია. სასულთნოა. სასულთნოც შეიძლება მოსწონდეს ვიღაცას” – ანა დოლიძე

პარტია "ხალხისთვის" თავმჯდომარე, ანა დოლიძე "ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე პროცესებს...

“იმედს ვიტოვებ, რომ პირადი ამბიციები და ინტერესები არ აღმოჩნდება საერთო ბრძოლისთვის დამანგრეველი” – ელენე...

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია, საპატიმროდან გამოგზავნილ...

“ბიძინა ივანიშვილი, კახა კალაძე, პაატა სალია, ნესტან ვერულაშვილი, გიორგი არევაძე, მარიამ წულაია – ეს...

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა თეონა ჭალიძემ, ტვ "პირველის" ეთერში, ემოციური შეფასებებით...

“კობახიძე გვეუბნება, სანამ ჩვენი მოსაწონი პოლიტიკური ძალა არ იქნება ოპოზიციაში, მანამდე დემოკრატიას ნუ მომთხოვთო”...

პოლიტიკის ექსპერტი, დავით ზურაბიშვილი, ოპოზიციასთან დაკავშირებით, მთავრობის მეთაურის, ირაკლი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიშა და დემოკრატიული მმართველობა შეუთავსებელია. სასულთნოა. სასულთნოც შეიძლება მოსწონდეს ვიღაცას” – ანა დოლიძე

პარტია "ხალხისთვის" თავმჯდომარე, ანა დოლიძე "ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე პროცესებს...

“მარიამ მეყანწიშვილი არის საოცრად ძლიერი, მაგარი გოგო და უდიდესი პატრიოტი” – გიორგი ვაშაძე

სამოქალაქო აქტივისტის, მარიამ მეყანწიშვილის საქმეს ემოციური შეფასებებით ეხმაურება “ოპოზიციის...

“ვინც არ უნდა გახდეს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, უკრაინისადმი დამოკიდებულება არ შეიცვლება. ასეთი ჯანსაღია ამ...

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, რომან გოცირიძე დიდ ბრიტანეთში პრემიერ-მინისტრის ცვლილებას...

“ამ დიქტატურის დამარცხება შესაძლებელზე მეტად ადვილია” – მიხეილ სააკაშვილი

"მოვქოქოთ ეს ბრძოლა და ჩამოვშალოთ დიქტატურა", - მიმართავს საზოგადოებას...