შაბათი, მაისი 17, 2025
17.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიტელევიზიით თუ სოციალური ქსელებით აქტიურად ვრცელდება ცრუ ინფორმაცია...

ტელევიზიით თუ სოციალური ქსელებით აქტიურად ვრცელდება ცრუ ინფორმაცია რუის-ურბნისის ეპარქიის შესახებ – ეპარქიის განცხადება

რუის-ურბნისის ეპარქია განცხადებას სოციალური ქსელის მეშვეობით ავრცელებს და ბოლოს განვითარებულ მოვლენების, კერძოდ ყინწვისის მამათა მონასტერში, სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით, კონკრეტულ პოზიციას აფიქსირებ. მათი თქმით მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ვრცელდება ცრუ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მონასტრის წინამძღვარმა ჩაიდინა დანაშაული, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ასევე განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ზოგიერთი ჟურნალისტი არაპროფესიულ, უპასუხისმგებლო, განცხადებებს აკეთებს და ეკლესიის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას ეწევა:

უკანასკნელ ხანს, საინფორმაციო საშუალებებით – ტელევიზიით თუ სოციალური ქსელებით, აქტიურად ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, რუის-ურბნისის ეპარქიის შესახებ: რომ თითქოს, ყინწვისის მამათა მონასტერში, სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა, მონასტრის „წინამძღვარმა“ დავით „აქიაშვილმა“.

ეპარქიის სახელით, გვსურს, ვაუწყოთ ფართე აუდიტორიას, რომ იღუმენი დავითი (კობაიძე) არასოდეს არ ყოფილა და არც დღეისათვის არ არის, ყინწვისის მამათა მონასტრის წინამძღვარი. არამედ, იგი მონასტრის რიგითი წევრია; ხოლო ყინწვისის მამათა მონასტრის წინამძღვარი არის ყოვლადუსამღვდელოესი მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი(აქიაშვილი). გავრცელებული, ცრუ ინფორმაციის, ნებსითი თუ უნებლიე ცდომილებაა აგრეთვე ის, რომ იღუმენი დავითი, გვარად კობაიძეა და არა- აქიაშვილი, როგორც მას იხსენიებენ.

რაც შეეხება ინციდენტს, რომელიც საინფორმაციო საშუალებებით ვრცელდება, არამც თუ ყინწვისის ტერიტორიაზე, არამედ, რუის-ურბნისის ეპარქიაშიც არ მომხდარა.
სამწუხაროა, რომ დღეს, ზოგიერთი ჟურნალისტი, არაპროფესიულ, უპასუხისმგებლო, განცხადებებს აკეთებს და ზოგიც, ეკლესიის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას ეწევა,“ – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ფარცხალაძე წარმოადგენდა “ქართულ ოცნებასა” და ივანიშვილს 9 მაისს რუსეთში აღლუმზე” – ლევან სანიკიძე

“დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფარცხალაძე წარმოადგენდა “ქართულ ოცნებასა” და...

“მიშას ჯინაზე ქოცებო – დამწყებო პოლიტიკოსებო… პატიმარ კაცთან ბრძოლა ვინ გასწავლათ?” – ელისო კილაძე

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსით კონკრეტულ პიროვნებებს, პირდაპირი მინიშნებით მიმართავს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“როცა სახელმწიფო მკვდარია, მდინარე მოქმედებს!” – შორენა ლობჟანიძე აითაჯ მამედოვასთან დაკავშირებულ ფაქტებზე

14 მაისს მდინარე მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის მგზავრების საძიებო სამუშაოების...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ეჭვი არ მეპარება, რომ ის ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტია” – შალვა ნათელაშვილი

"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი მწვავე პოზიციას აფიქსირებს "ქართული...

“მიშას ჯინაზე ქოცებო – დამწყებო პოლიტიკოსებო… პატიმარ კაცთან ბრძოლა ვინ გასწავლათ?” – ელისო კილაძე

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსით კონკრეტულ პიროვნებებს, პირდაპირი მინიშნებით მიმართავს...